16 აგვისტო, 2013
თანამშრომლები გვარის გამო დამცინიან
წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ჩემი გვარი ქალის სახელს შეიცავს. ამის გამო სკოლაშიც ხშირად დამცინოდნენ, მაგრამ მალე ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. უნივერსიტეტიც ისე დავამთავრე, რომ ჩემს გვარზე დაცინვა ვერავინ გამიბედა, მაგრამ სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. სწავლის დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ახალი
სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, სამი სამსახური გამოვიცვალე. მუშაობის პარალელურად ვცდილობდი ჩემს პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და ამან შედეგი გამოიღო. შემოთავაზებები არასოდეს მაკლდა და ასე მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კარგ თანამდებობაზე.

პირველივე დღეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემი გვარი გაიგეს სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგნებული ხალხი აღმოჩნდებოდა და მალე დაივიწყებდნენ. ამ კუთხით ყველაზე აქტიურები გოგონები იყვნენ. ვითომ ეშლებოდათ და ქალის სახელს მეძახდნენ.

ჩვენს განყოფილებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და შესაბამისად ვერავის შევაშინებ სამსახურის დაკარგვით, თუმცა რამდენიმეს კორექტულობისკენ მოვუწოდე. ერთი გოგონა მომწონდა გვერდზე განყოფილებიდან.

ორჯერ კაფეშიც დავპატიჟე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს თანამშრომელ გოგონებთან მოსაუბრე დავინახე, ახლოს აღარ მიკარებს. არ ვიცი, ამის გამო სამსახურს თავი როგორ და-ვანებო, მე ხომ ამდენი ვიწვალე, რომ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
მზია
ცოტა ხომ არ უბერავ?, ისეთი გვარები არსებობენ შეგრცხვება და იმ გვარს არ იცვლიან და ვიღაც დეგენერატების გამო წუხხარ? ღირსები არ ყოფილან შენთან ურთიერთობის. მთავარია მაგარი ადამიანი იყო და გინდა ...შვილი იყავი რა მნიშვნელობა აქვს
17:45 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტორნიკე
shen chemo kargo ragats ufro didi problema gadsuxebs rogots gemchneva,ver gavige ra xdeba shens tavshi, shen mgoni, ukatsravad ki var magram getkvi. mgoni ufro shen ar mogdsons shens gvars rom kalis saxeli akvs fudzed. MADONAs vetanxmei da bevrs kidev.
17:26 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელე
ზურას ვუპასუხებ, ქარტლელი და კახელი გამოგყვება?
17:19 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელე
ეხლა ქარტლელს და კახელს კიტხე იმერელს გაყვება?როგორ შეიძლება ასე გვარების და კუთხეების დაყოფა
17:14 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ამდენს თუ მიაღწიე, კარგი სამსახური იშოვე, ცოტა ჯაჟკაცობაც დაუმატე და კარგი გოგოც შეგიყვარებს. არ უხდება ვაჟკაცს წუწუნი. ან როგორ გავაბედვინებ ვინმეს ჩემი გვარის შეურაცხყოფას, როგო ცუდად არ უნდა ჟღერდეს. ვერავინ დაგამცირებს შენ თუ არ მიეცი ნება.
17:03 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
გვარსახეხელების წიგნი მიუტანე სამსახურში და გაანათლე....თამარაშვილი.ნინოშვილი.ნინიძე.ხალხო რაღაც ხომ არ გეშლებათ?დასაცინი გვარიაააა რომელიმე??????????
16:59 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
NANA
RA GVARIA ASETI........ QALIS SAXELI TUA RA PROBLEMAAAAAA
16:42 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
იმერელო,შენს ძარღვებში სუფთა ქართული სისხლი ჩქეფს და გვარის ჟღერადობაზე ნერვიულობ?! ზურას კი ვეთანხმები!
16:41 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
რას ამბობ ძმაო,რა გვარის გამოცვლა და ყურების ჩამოყრა!ზოგიერთი ქართლ-კახური გვარი ისეთია,ვერ გაიგებ ოსი თუ სომეხი და მაგისთანამ სულ რომ მზეჭაბუკი გამიჩინოს,ცოლად მაინც არ მოვიყვან.
16:28 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თუ ასეთ დღეში ვარდებით,ხომ არ ჯობია ცოტაოდენი ცვლილება შეიტანოთ თქვენს გვარში?მაგალითად 1 ასოს გადაკეთებით ,დამატებით ან შეცვლით.ამით არც არაფერი დაშავდება ,პირიქით თქვენს მომავალ შვილსაც ააცდენთ იმ დავიდარაბას რაც თქვენ გადაიტანეთ
16:24 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS