16 აგვისტო, 2013
თანამშრომლები გვარის გამო დამცინიან
წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ჩემი გვარი ქალის სახელს შეიცავს. ამის გამო სკოლაშიც ხშირად დამცინოდნენ, მაგრამ მალე ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. უნივერსიტეტიც ისე დავამთავრე, რომ ჩემს გვარზე დაცინვა ვერავინ გამიბედა, მაგრამ სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. სწავლის დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ახალი
სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, სამი სამსახური გამოვიცვალე. მუშაობის პარალელურად ვცდილობდი ჩემს პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და ამან შედეგი გამოიღო. შემოთავაზებები არასოდეს მაკლდა და ასე მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კარგ თანამდებობაზე.

პირველივე დღეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემი გვარი გაიგეს სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგნებული ხალხი აღმოჩნდებოდა და მალე დაივიწყებდნენ. ამ კუთხით ყველაზე აქტიურები გოგონები იყვნენ. ვითომ ეშლებოდათ და ქალის სახელს მეძახდნენ.

ჩვენს განყოფილებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და შესაბამისად ვერავის შევაშინებ სამსახურის დაკარგვით, თუმცა რამდენიმეს კორექტულობისკენ მოვუწოდე. ერთი გოგონა მომწონდა გვერდზე განყოფილებიდან.

ორჯერ კაფეშიც დავპატიჟე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს თანამშრომელ გოგონებთან მოსაუბრე დავინახე, ახლოს აღარ მიკარებს. არ ვიცი, ამის გამო სამსახურს თავი როგორ და-ვანებო, მე ხომ ამდენი ვიწვალე, რომ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ელე
ბატონო ზურიკო, საქართველოს ისტორია იწერებოდა ცხოვრება ქართლისაი და არა "ცხოვრება იმერეთისაი" თუ გინდა მიგითითებ რომელი წიგნი წაიკითხო
22:09 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარო
მე ვიცნობ ერთ კაცს, გვარად მარის, მაგრამ მას არ სცხვენია, პირიქით, ამაყობს, რომ ნიკო მარის შთამომავალია, ყველა პატივისცემით ექცევა მას. მთავარია, თვითონ არ დაკომპლექსდე და ღირსეულად ატარო საკუთარი გვარი
21:53 / 16-08-2013
გამოხმაურება / 1 /
?!
კონსტანტინე გამსახურდია ცდილობდა დაემკვიდრებინა ქართულში უცხოური გვარების გადმოტანა დედნის ტრანსკრიპციით და მარის შოტლანდიურ გვარსაც ორი რანით წერდა: მარრი. ეს კი თავიდან გვაცილებდა ქალის სახელთან მიმსგავსებას, მაგრამ გრამატიკოსებმა მაინც თავისი გაიტანეს და დაამკვიდრეს ასეთი ფორმები: მარი, შელი და ა. შ. ნაცვლად იმისა, რომ ვწერდეთ მარრი, შელლი...
23:43 / 24-12-2020
ელე ბატონ ზურიკოს
ქართლელი ვარ და ვამაყობ ჩემი გვარით, კარგათ წაიკითხეთ საქართველოს ისტორია და განსაკუთრებით ქართლ კახეთის, ოღონდ სათვალე გაიკეთე არაფერი გამოგეპაროს,რაც შეეხება ჩემს გვარს თუ დამჭირდა სახეზე მიგაფარებ და დარწუნდები როგორი კეთილშობილი გვარი მაქვს, რომელიც გადაკეთებული არაა, შენ თითონ თუ იცი შენი გვარის ისტორია
21:50 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
ეს რა სისულელეა ვინ დაგცინის ალბატ დაბალი დონის და და გამოთაყვანებული ...სჰეგნებასთან ახლოს მყოფი ადამიანი ეგეთ ტემაზე არ დაიწყებს სიცილს ასე რომ მეგობარო ნუ აქცევ ყურადგებას იდიოტებს იცხოვრე მშვიდად !!!!!
21:23 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანაჩია.
კუტუბიძეს და კუტალაძეს არ ცხვენია და შენ რა გვარის ხარ ასეთის?
20:09 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურას ქეთისგან
თუ არ იცი, ნუყ ლაპარაკობ:))))))კახელი ვარ წარმოშობით და საჭე ყოველთვის ქართლ-კახელი თავადების იყო, სატახტოც აღმოსავლეთშია და ნუ სკდებით გულზე:)))თანაც კეთილშობილი გვარი მაქვს:))))რით ვერ დაამთავრეთ ეს კუთხური ქიშპი
19:38 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
იმერელი ვარ მაგრამ ისეთი გვარი არცერთი არაა რომ ვინმემ სასაცილოდ აიგდოს, და საინტერესოა ეს რა გვარია.ამ ბიჭს ეტყობა რაღაც უჭირს და ახლა გვარს აბრალებს.აქ გვარი არაფერ შუაშია,და თუ სატირლად გაქვს საქმე ნამდვილად უნდა იტირო.ისე დარწმუნებული ვარ ეს სტატია მოგონილია
19:30 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კარგი რა დამშვიდდი და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში განაგრძე...ღმერთს მადლობა უთხარი როგორც ხარ დღეს და როგორც ცხოვრობ..ღმერთმა მაგის მეტი სადარდებელი არ მოგცეს ამქვეყანაზე და ყველაფერს მოევლება და ეშველება..უფალი შენსკენ
19:10 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელეს ზურასგან
რა იყო ელენე,რა გიკვირს?!ის რატომ არ გიკვირს,აღმოსავლეთ საქართველოს გვარების ნახევარი რომ გადაკეთებულია?!დასავლეთში მასე არა საქმე,რომ გვარები გადაიკეთონ...კიდევ,ძალიან ბევრი ვიცი ქართლელ-კახელი რომ უპრობლემოდ(ვითომც არაფერი)ქმნის ოჯახს სომეხთან ან ოსთან და ბუნებრივად შესისხლხორცებულად გრძნობს თავს იმათთან...
18:20 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მართლა ამარტლებ შენს გვარს, რა გაწუწუნებს, გაყევი ეხლა ამისთანას ცოლად. ამას რომ რამე შეემთხვეს პრობლემა მართლაც ცხოვრებაში იმასაც გამოაშკარავებ? არავის ვაყენებ შეურაცყოფას მაგრამ საქართველოში უკვე იშვიათია ქართველი ვაჟკაცი კაცები, ცოტას თუღა შერჩენია კაცობა.
17:50 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS