16 აგვისტო, 2013
თანამშრომლები გვარის გამო დამცინიან
წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ჩემი გვარი ქალის სახელს შეიცავს. ამის გამო სკოლაშიც ხშირად დამცინოდნენ, მაგრამ მალე ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. უნივერსიტეტიც ისე დავამთავრე, რომ ჩემს გვარზე დაცინვა ვერავინ გამიბედა, მაგრამ სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. სწავლის დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ახალი
სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, სამი სამსახური გამოვიცვალე. მუშაობის პარალელურად ვცდილობდი ჩემს პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და ამან შედეგი გამოიღო. შემოთავაზებები არასოდეს მაკლდა და ასე მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კარგ თანამდებობაზე.

პირველივე დღეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემი გვარი გაიგეს სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგნებული ხალხი აღმოჩნდებოდა და მალე დაივიწყებდნენ. ამ კუთხით ყველაზე აქტიურები გოგონები იყვნენ. ვითომ ეშლებოდათ და ქალის სახელს მეძახდნენ.

ჩვენს განყოფილებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და შესაბამისად ვერავის შევაშინებ სამსახურის დაკარგვით, თუმცა რამდენიმეს კორექტულობისკენ მოვუწოდე. ერთი გოგონა მომწონდა გვერდზე განყოფილებიდან.

ორჯერ კაფეშიც დავპატიჟე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს თანამშრომელ გოგონებთან მოსაუბრე დავინახე, ახლოს აღარ მიკარებს. არ ვიცი, ამის გამო სამსახურს თავი როგორ და-ვანებო, მე ხომ ამდენი ვიწვალე, რომ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
ხი-ხო
კი,ასეა ეს,მაგრამ ჭუჭულაშვილი,ბეციაშვილი,ბუზალაძე,ღორაკუდაშვილი კახური გვარებია და ვინაიდან მე უმეტესად კახეთში ვატარებდი სკოლის არდადაგებს,ვიცი ასეთი გვარების მქონენი როგორ იყვნენ დაკომპლექსებული.რა თქმა უნდა,ეს არ არის სასიამოვნო,მაგრამ ზოგი ბაბუა რომ თავის ახლადდაბადებულ შვილიშვილს 'ქაიხოსროს'' ანდა ''კარლოს'' დაარქმევს,ეს უკვე ვერანაირ ლოგიკაში ჯდება :)
05:09 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დიმა
ყველა გვარს იქით ადამიანები დგას და მარაზმია ამაზე მსჯელობა.
05:03 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ს.
რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ არავინ კაიფობს გვარზე უშუალოდ(ბავშვობიდან შემორჩენილი), უბრალოდ იმდენად დიდი კომპლექსი აქვს ამ ტპს საკუარ კურადგებას რომ უმახვილებენ რომ ნებისმიერი სხვა კონტესტში მისი გვარის მოხსნიებას ტავის ჭკუაზე გადათარგმნის... დაიკიDე და იცი რა მაგრად მოგეშვვება :))) სხვა კუთხით შხედე და ყველაფერი დალაგდება.. პ.ს. პირადათ ცემი გვარიც შემოკლებით ცოტა იუმორისტულად ჟღერს მაგრამ არავის უკაიფია ამაზე...თუნდაც იმიტომ რომ რომც ეკაიფად მე ვერანაირად გამაღიზიანებდნენ,,, ავტორიტეტს სხვაგვარად იკმნი ადამიანი და არა გვარიტ ან წინაპრებზე თრაბახიტ... ეგ კველაფერი უბრალოდ ფონია... ჰოდა არ გეწყინოს და ეგ კომპლექსები უფრო პროვინციულია, და ალბათ ეგ უფრო გიშლის ხელს უერთიერთობაში ვიდრე გვარის ფუძე ან რამე სხვა, უბრალოდ შეუმჩნეველი არ რჩება რომ კომპლეხდები ;) შიძლება ვერც ვერავინ ხვდება რაზე...
02:02 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ნასრაძეს და კუტალსძეს.რა იყო შე კაი ადამიანო. რაგვარია ასეთი,ალბათ მარი.
13:51 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რას მელაპარაკები.გვარისა როგორ უნდა ცხვენოდეს ადამიანს.ქარტლელი ვარ.და რატო ვარ საცოდავი ტვიტონ საცოდავო
00:07 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ემი
შენც საცოდავი იმერელი ხარ? მარი თქვენმა პარტონმა იცის რომ ასეთი საცოდავი ხარ?
23:47 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
საცოდავო რა წაიკიტხე და რა ისწავლე გვარის დასახელების რო გრცხვენია.რა გვარი გაქ ასეტი.გამურას იგავისა არ იყოს გასარიყი ხარ საგვარეულოდან.ქალუსია
23:05 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
გვარი არ დაკარგო...თუ არადა, რაიმე საინტერესო ფსევდონიმი აიღე, დალოცვილო....
22:29 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ოლოლი
შე კაცო ჭუჭულაშვილს და სირაძეს თუ არ ცხვენიათ შენ რისი გრცხვენია გამაგებინე
22:21 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კუსანსურა
არ გრცხვენია კაცი ასეთ "პრობლემებზე" რომ წერ? რა არის გვარში სასირცხვილო? ქართველი ხომ ხარ, ვაჟკაცი ხომ ხარ? ხოდა დაიკიდე ყველა და ისე მოაკეტინე რომ ზედმეტის თქმა ვერ გაგიბედონ
22:19 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS