16 აგვისტო, 2013
თანამშრომლები გვარის გამო დამცინიან
წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ჩემი გვარი ქალის სახელს შეიცავს. ამის გამო სკოლაშიც ხშირად დამცინოდნენ, მაგრამ მალე ყველას თავისი ადგილი მივუჩინე. უნივერსიტეტიც ისე დავამთავრე, რომ ჩემს გვარზე დაცინვა ვერავინ გამიბედა, მაგრამ სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

წარმოშობით იმერეთის ერთ-ერთი რაიონიდან ვარ. სკოლა იქ დავამთავრე და მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. სწავლის დროს თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე და ამით ვამაყობ, მაგრამ ახალი
სამსახური ნამდვილ კოშმარად მექცა.

სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, სამი სამსახური გამოვიცვალე. მუშაობის პარალელურად ვცდილობდი ჩემს პროფესიაში უფრო მეტი მესწავლა და ამან შედეგი გამოიღო. შემოთავაზებები არასოდეს მაკლდა და ასე მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კარგ თანამდებობაზე.

პირველივე დღეს, როდესაც თანამშრომლებმა ჩემი გვარი გაიგეს სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეგნებული ხალხი აღმოჩნდებოდა და მალე დაივიწყებდნენ. ამ კუთხით ყველაზე აქტიურები გოგონები იყვნენ. ვითომ ეშლებოდათ და ქალის სახელს მეძახდნენ.

ჩვენს განყოფილებაში ყველა ერთ პოზიციაზე ვართ და შესაბამისად ვერავის შევაშინებ სამსახურის დაკარგვით, თუმცა რამდენიმეს კორექტულობისკენ მოვუწოდე. ერთი გოგონა მომწონდა გვერდზე განყოფილებიდან.

ორჯერ კაფეშიც დავპატიჟე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს თანამშრომელ გოგონებთან მოსაუბრე დავინახე, ახლოს აღარ მიკარებს. არ ვიცი, ამის გამო სამსახურს თავი როგორ და-ვანებო, მე ხომ ამდენი ვიწვალე, რომ ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
მანნიი
აი მდაბიოები არიან შენი თანამშრომლები :))) ხუმრობაც 1ხელ შეილება მაგრამ რამდენჯერ :/ შენც ნუ აქცევ ყურადგებას , ნუ ბრაზდები დაიკიდე რაა .ისინიც გახელებენ იმიტო რო ამჩნებევენ რო შენზე მოქმედებენ. კაროჩე დაიკიდეეეე ,ვაფშე რა ეგეთები
14:59 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
bachanaaaaaaaaaa
ქალის სახელი კი არა,იმერეთში ბაღდათის რაიონში გარჩაკუტაშვილები ცხოვრობენ,მაგრამ ვერ იკლავენ თავს.ასეთი კომპლექსი თუ გაქვთ-შეგეცვალათ.
14:53 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
დედაჩემი არის გვარად ჭოჭუა, სამსახურში სულ მის გვარზე იცინოდნენ,თუმცა ბოროტად არა. ხან ცოტა გაულამაზებნენ კიდეც ხოლმე, ალბად მიხვდებით როგორც.
00:44 / 23-02-2015
გამოხმაურება / 0 /
gio
ჩემი მეგობარი კვერცხიშვილია და მასაც ყველა დასცინის. თვითონაც სძულს თავისი გვარი, მაგრამ რა ქნას.
18:52 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
kukla
ნინოს.... მე ვიცნობ პიროვნებას დედა სირაძე ჰყავს თავად კუტუბიძეა...
01:55 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მატი ეს საქცილი ისევ მატ მდაბიობაზე მეტყველებს,სამწუხაროდ ამიტომაც ვარტ ამ მდგომარეობამდე მისულნი, სენ სენი გვარიტ უნდა იამაყო, არ გირს ნერვიულობა, იმ ადამიანების გამო, ვინც სეგნებიდან დზალიან სორს არიან....
22:55 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აუუ რა გვარი ხარ დაწერე რაა? რაღაც არა მგონია ქალის სახელს შეიცავდეს შენი გვარი, ნინოშვილი, იაშვილი, ნინიძე, და რა ვიცი კიდევ რამდენია არც ერთი დასაცინი არაა ალბათ კუტუბიძე ხარ, ეგ მართლა დასაცინია და სასწრაფოდ შეიცვალე :)))))))))))))))))))))))
22:24 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
.......
Au daikide ra. Gvars sheicvli da rame sxvas gamogidzebnian. Maxinji eri vart maxinji azrovnebis da sulis. Tavdajerebuli unda iyo da daikido yvela da yvelaferi. Cinikosebs ra gamokevs. Eg ertgvari kompleqsia. Sxvisi dacinvit tavs srulyofilad grdznoben. Arada axlosac ar arian srukyofilebastan.
21:41 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანკა
რა სამსახურს უნდა დაანებო თავი გაგიჯდი? ერთხელაც გაიცინებენ და კარგად აგინე და გაჩერდებიან სულელები. ნათელაშვილს ნათელას ეძახიან? მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა
21:35 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
მაგის გამო ნუ დატოვებ სამსახურს..
21:18 / 24-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS