16 დეკემბერი, 2015
„სკოლის ექიმმა კლასის წინაშე შემარცხვინა, მითხრა, ქალი გინდაო“
ნოდარი ჩემი კარის მეზობლის ბიჭია. მეთერთმეტე კლასშია. დედამისმა შემოგვჩივლა, რომ სკოლაში ექიმს უხერხულ სიტუაციაში ჩაუყენებია და სწავლის მიტოვება გადაწყვიტა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ნოდართან შეხვედრა გადავწყვიტე. ვთხოვე, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და დავპირდი, რომ მკითხველი გონივრული რჩევებით დაეხმარებოდა.

აი, მისი ისტორია:

„მთლიანი სახე აკნეთი მაქვს დამახინჯებული, ამიტომ გოგონებში პოპულარული არ ვარ. ბავშვობში დედაჩემს ვიოლინოზე დავყავდი, ამიტომ ბიჭები ქალუსიას მეძახდნენ და ჩემთან არ მეგობრობდნენ. ვიოლინოს თავი დავანებე, მაგრამ მეგობრები მაინც ვერ გავიჩინე. ჩემს კლასელებს მანქანებზე, სპორტზე და
ბოქსზე ლაპარაკი უყვართ.

მანქანებში ვერ ვერკვევი, სპორტი იმდენად არ მიტაცებს, რომ ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბრო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთის გუნდის და ფეხბურთელის სახელი ვიცი. რაც შეეხება ბოქსს, აგრესიულ სპორტად მიმაჩნია. კითხვა მიყვარს. ვინაიდან თინეიჯერები კლასგარეშე ლიტერატურას არ კითხულობენ, პროზაზეც ვერავის ვესაუბრები.

კლასში უკანა მერხზე ვზივარ. ვერავინ მამაჩნევს. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მაგრამ არასდროს ვამჟღავნებ ცოდნას, არ მინდა ვინმეს თვალში მოვხვდე და ჩემი აკნე საშაყირო თემად გადაიქცეს. ფიზკულტურაზე გავიგონე, გოგონები დამცინოდნენ, სახე ფიზიკურ რუკას უგავსო.

კლასში ერთი ლამაზი გოგო გვყავს. არც თუ ისე ჭკვიანი... არც თუ ისე ბეჯითი... იუმორიც არ აქვს... მაგრამ მაინც აუხსნელი მიზეზის გამო თითქმის ყველა ბიჭს მოსწონს. მათ შორის მეც. წარმოდგენა არ მაქვს მთელი სკოლის გოგონებიდან მაინც და მაინც ის რატომ მომეწონა, რომელიც გამარჯობას არასდროს მეტყვის და ჩემს სახელსაც ვერ დაიმახსოვრებს.

ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა გაკვეთილზე სახეზე წამომაწითლა, თავბრუსხვევა დამეწყო და გონება დავკარგე. სკოლის ექიმი ჩამოიყვანეს. თვალი რომ გავახილე მერხებზე ვიწექი. ექიმმა რამდნეიმე შეკითხვა დამისვა და ჩემს დამრიგებელს უთხრა, რომ სასწაფოს გამოძახება აუცილებელი არ იყო.

რა მჭირს? ვკითხე. ნეტავ სულ არ ამომეღო ხმა.
- სქესობრივი კავშირი გქონია?

უკაცრავად? კითხვამ მართლა გამაკვირვა.
- აშკარაა რომ არ გქონია. მოკლედ, ქალი გინდა.

მთელმა კლასმა ხარხარი დაიწყო. გოგონა, რომელიც მომწონს ახლოს იდგა და ყველაფერი გაიგონა. მასწავლებელმა ბავშვები ვერაფრით დააწყნარა. თანაკლასელებმა ამაზრზენად დამიწყეს ყურება. ბიჭები დამცინიან, აქამდე ქალთან როგორ არ ყოფილხარო. ანანისტი შემარქვეს. მომხდარი მომენტალურად გავრცელდა მთელ სკოლაში. დერეფანში რომ გავდივარ ჩემზე ჩურჩულებენ, ხმამაღლა დამცინიან ან მეძახიან კიდევ გინდა ქალი თუ წაგიყვანა მამაშენმა მეძავეებშიო. თავიდან თავს ვიკავებდი, ბოლოს ერთი პარალელურკლასელი დავითრიე და ძალიან ვცემე. ცხვირი გაუტყდა.

სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მანდატურმა ყველაფერი მე დამაბრალა. ახსნა- განმარტებითი წერილი დამაწერინეს. სკოლიდან გაგდებით დამემუქრა პარალელურკლასელის დედა. ჩემს სკოლაში სრული განუკითხაობაა. აღარ შემიძლია სკოლის შენობაში შესვლა. სკოლის გამოცვლას ვფიქრობდი, მაგრამ იქაც გაიგებენ მომხდარს. ყოველთვის ასე ხდება... არაფერი იმალება.

გადავწყვიტე სკოლა მივატოვო.სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
გიო
მე სახეზე ერთი გამონაყარიც არ მქონდა როცა კლასელები გარდატეხის ასაკში შევედით და ყველა დამცინოდა (იმის გამო რომ სახეზე არაფერი მქონდა გამონაყარი) მაზს იყენებსო არადა არასდროს მომსვლია ეგეთი აზრი , ჩემი თმის ფერი ზააფხულში ღიავდება და მაგაზეც შეღებილი გაქვსო (ძალიან შემრცხვა განსაკუთრებით მასწავლებელთან და არა ''ერთი ტვინით მოაზროვნე'' კლასის )არადა გახუნებული იყო მზისგან (მამა არასდროს მყოლია დედაჩემისთვის სულერთი ვიყავი)სკოლის გარეთ მათგან არცერთი მიცნობდა და სულ ჩუმად ვიყავი ჩემთვის მეც მინდოდა მათთან უფრო დაახლოება მაგრამ ისინი მაიგნორებდნენ აღმითქვავდნენ როგორც ''უცხოს'' დამცინოდნენ მიზეზების გარეშე,ცინიკურად მესაუბრებოდნენ,ერთხელ კლასელ გოგოს რაღაც ვუთხარი და მან არასწორად გაიგო რომ დედა შევაგინე რამდენი არ ვიფიცე რომ დაეჯერებინა და ამაოდ ,მთელი კლასი დამესია ერთიც არ გამოჰკლებია და მცემეს დამამცირეს ))14 წლის ვიყავი მძიმე პერიოდი მქონდა ისედაც ,სახლშიც და ცხოვრებაშიც ყველანაირად მიჭირდა .პირიქით მიხაროდა რომ სხვები ბედნიერები იყვნენ ყოველთვის ვიყავი დამთმობი რომ სხვა მესიამოვნებინა ისე რომ მისგან არც მადლობა მინდოდა ჩემთვის ესეც საკმარისი იყო .ახლა მე და ის გოგო ვმეგობრობთ და ის დღესაც ფიქრობს რომ მე მას მაშინ მართლა შევაგინე , მაშინ ბოდიშიც მოვუხადე მაგრამ მაინც მცემეს არაფერია , მე ახლაც ძალიან მენატრებიან კლასელები დღემდე მიუხედავად იმისა რომ ის სკოლის პერიოდი ჩემთვის ძაან სევდიანი იყო ,(როცა სხვები სიხარულით იხსენებენ ბავშვობას და სკოლის პერიოდს)ახლა 18 წლის ვარდა გვერდით მეგობრებიც მყავს და საყვარელი ადამიანიც ეს არაფერია ამ ყველაფრით მინდა გითხრათ რომ შეიძლება დღეს ასე ხარ მაგრამ ხვალ უბედნიერესი იქნები მთავარი რწმენაა :* ყველაფერი ხდება როცა იმედი გაქვს
18:37 / 22-12-2015
გამოხმაურება / 0 /
424524145
გოგო ვარ და ჩემს სკოლაშიც ასე იყო,იმის გამო დამცინოდნენ რომ ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა,კარგად ვსწავლობდი,მოსწავლეები კი არა მასწავლებლებიც კი ცდილობდნენ ისეთი რამე ეკითხათ რაც მათი ჭკუით არ მეცოდინებობა და დამამცირებდნენ,ბევრი ჯოჯოხეთური დღე გამოვიარე მაგრამ დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ აი ჩემი კლასელების უმეტესობას კი ოჯახი აქვს დანგრეული უკვე)))))))
21:37 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
გთხოვ არ მიაქციო ყურადღება სხვების საუბარსა და ქილიკს , ვიცი ეს ცოტა არ იყოს ძნელი გასაკეთებელია მაგრამ ცხოვრების გზაზე ეს შენი პირველი ბრძოლაა და აუცილებლად უნდა მოიგო. მოიგო სიმშვიდით. ისწავლე, გამოამჟღავნე შენი ცოდნა და არ შეგრცხვეს შენი გარგნობის. მით უმეტეს რომ ეს სავსებით გამოსწორებადი მდგომარეობაა. დერმატოლოგი მოგცემს დანიშნულებას. მანამდე კი გირჩევ მოლისანი შეიძინო და მოიხმარე მითითებული წესის თანახმად. მერწმუნე შედეგს მალე ნახავ. და კიდევ ტკბილეულს , ზედმეტად ცხარე, მჟავეს მოერიდე და რაც მთავარია თავი არ დახარო,მხნედ გადი გარეთ და ნახავ მალე სიტუაცია შენს სასარგებლოდ შეიცვლება
23:32 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
სკოლის მოსწავლე ქალტანა საიდან იქნები რა ზღაპრებს ყვებიტ გეყოტ რაა, სკოლის მოსწავლე კი არა 30 და წლის კაცები დადიან ქალიშვილები , ვაი ტქვენს პტრონს რა მოიგონოტ არ იციტ
20:55 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანდრო
გამონაყარი ჩვეულებრივი მოვლენაა მოზარდებში,მაგაზე არ იდარდო სწავლაზე იფიქრე, დაიკიდე ყველას აზრი
20:24 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მოზარდები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნობას. ისედაც თვითკრიტიკულები არიან და დაცინვამ შეიძლება გააბოროტოს, ან ჩაკეტოს საკუთარ თავში, ჩაკლას როგორც პიროვნება...მოზარდობაში 5 რამეზე ვოცნებობდი და ყველა გარეგნობას ეხებოდა.ჯობია ნოდარმა დერმატოლოგს მიმართოს, ექიმმა და ზოგმა მასწავლებელმა კი "ენით დაკოდილი" გადაიმეოროს.
18:25 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
დოდო
იცით რა საჯარო სკოლებში მართლაც დიდი განუკითხაობაა.ძალიან ცუდად იქცევიან ჯერ მასწავლებლები და აქედან გამომდინარე მერე ბავშვებიც.აი სკოლის ექიმი კი გასაგდებია სკოლიდან.უტაქტო და უზრდელი.შენ ჩემო კარგო ისწავლე და შენი ცოდნით და კარგი ადამიანობით გადაუხადე სამაგიერო.
18:01 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალი არაფერ შუაშია მეგობარო, ეგ ალერგიის ბრალია, სისხლის მიმოქცევა შეცვალე ორგანიზმში და გაქრება ესენიც
14:55 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მეც აკნე მაწუხებს,ტუმცა 24 წლის ვარ.რა არ ვცადე და ეხლა ერთ მოვლის საშუალებას ვიყენებ,რომელსაც PრO Aკტივე ქვია.თუმცა ინტერნეტიტ უნდა იყიდო.მინდა ამ ახალგაზრდას ვუთხრა რომ გამაგრდეს,საკუთარი თავის რწმენა ისწავლოს და აუცილებლად დერმატოლოგს მიაკითხოს,მეც ვიტანჯებოდი და არ ვიცოდი რა გამეკეტებინა და აკნე როგორ მომეშორებინა
04:43 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
საშკა
დაიკიდე ჩემო ძმაო,ეგ პრიშჩიკები გაგივლის,შენ სწავლას მიაწექი და წარმატებული გახდი და ის გოგო,რომელიც მოგწონს და გგონია გამარჯობასაც არ გეტყვის,თვითონ მოვა და მაგ პრიშჩიკებს დაგიკოცნის)),,თანაც ისეთი რა გითხრეს? ქალი გინდაო?! სირცხვილი ის იქნებოდა ქალი,რომ არ გინდოდეს!!! მიდი შენ სწავლას მიაწექი და დაიკიდე!!! გავა წლები და აგარც გემახსოვრება!!!
02:41 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS