16 დეკემბერი, 2015
„სკოლის ექიმმა კლასის წინაშე შემარცხვინა, მითხრა, ქალი გინდაო“
ნოდარი ჩემი კარის მეზობლის ბიჭია. მეთერთმეტე კლასშია. დედამისმა შემოგვჩივლა, რომ სკოლაში ექიმს უხერხულ სიტუაციაში ჩაუყენებია და სწავლის მიტოვება გადაწყვიტა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ნოდართან შეხვედრა გადავწყვიტე. ვთხოვე, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და დავპირდი, რომ მკითხველი გონივრული რჩევებით დაეხმარებოდა.

აი, მისი ისტორია:

„მთლიანი სახე აკნეთი მაქვს დამახინჯებული, ამიტომ გოგონებში პოპულარული არ ვარ. ბავშვობში დედაჩემს ვიოლინოზე დავყავდი, ამიტომ ბიჭები ქალუსიას მეძახდნენ და ჩემთან არ მეგობრობდნენ. ვიოლინოს თავი დავანებე, მაგრამ მეგობრები მაინც ვერ გავიჩინე. ჩემს კლასელებს მანქანებზე, სპორტზე და
ბოქსზე ლაპარაკი უყვართ.

მანქანებში ვერ ვერკვევი, სპორტი იმდენად არ მიტაცებს, რომ ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბრო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთის გუნდის და ფეხბურთელის სახელი ვიცი. რაც შეეხება ბოქსს, აგრესიულ სპორტად მიმაჩნია. კითხვა მიყვარს. ვინაიდან თინეიჯერები კლასგარეშე ლიტერატურას არ კითხულობენ, პროზაზეც ვერავის ვესაუბრები.

კლასში უკანა მერხზე ვზივარ. ვერავინ მამაჩნევს. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მაგრამ არასდროს ვამჟღავნებ ცოდნას, არ მინდა ვინმეს თვალში მოვხვდე და ჩემი აკნე საშაყირო თემად გადაიქცეს. ფიზკულტურაზე გავიგონე, გოგონები დამცინოდნენ, სახე ფიზიკურ რუკას უგავსო.

კლასში ერთი ლამაზი გოგო გვყავს. არც თუ ისე ჭკვიანი... არც თუ ისე ბეჯითი... იუმორიც არ აქვს... მაგრამ მაინც აუხსნელი მიზეზის გამო თითქმის ყველა ბიჭს მოსწონს. მათ შორის მეც. წარმოდგენა არ მაქვს მთელი სკოლის გოგონებიდან მაინც და მაინც ის რატომ მომეწონა, რომელიც გამარჯობას არასდროს მეტყვის და ჩემს სახელსაც ვერ დაიმახსოვრებს.

ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა გაკვეთილზე სახეზე წამომაწითლა, თავბრუსხვევა დამეწყო და გონება დავკარგე. სკოლის ექიმი ჩამოიყვანეს. თვალი რომ გავახილე მერხებზე ვიწექი. ექიმმა რამდნეიმე შეკითხვა დამისვა და ჩემს დამრიგებელს უთხრა, რომ სასწაფოს გამოძახება აუცილებელი არ იყო.

რა მჭირს? ვკითხე. ნეტავ სულ არ ამომეღო ხმა.
- სქესობრივი კავშირი გქონია?

უკაცრავად? კითხვამ მართლა გამაკვირვა.
- აშკარაა რომ არ გქონია. მოკლედ, ქალი გინდა.

მთელმა კლასმა ხარხარი დაიწყო. გოგონა, რომელიც მომწონს ახლოს იდგა და ყველაფერი გაიგონა. მასწავლებელმა ბავშვები ვერაფრით დააწყნარა. თანაკლასელებმა ამაზრზენად დამიწყეს ყურება. ბიჭები დამცინიან, აქამდე ქალთან როგორ არ ყოფილხარო. ანანისტი შემარქვეს. მომხდარი მომენტალურად გავრცელდა მთელ სკოლაში. დერეფანში რომ გავდივარ ჩემზე ჩურჩულებენ, ხმამაღლა დამცინიან ან მეძახიან კიდევ გინდა ქალი თუ წაგიყვანა მამაშენმა მეძავეებშიო. თავიდან თავს ვიკავებდი, ბოლოს ერთი პარალელურკლასელი დავითრიე და ძალიან ვცემე. ცხვირი გაუტყდა.

სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მანდატურმა ყველაფერი მე დამაბრალა. ახსნა- განმარტებითი წერილი დამაწერინეს. სკოლიდან გაგდებით დამემუქრა პარალელურკლასელის დედა. ჩემს სკოლაში სრული განუკითხაობაა. აღარ შემიძლია სკოლის შენობაში შესვლა. სკოლის გამოცვლას ვფიქრობდი, მაგრამ იქაც გაიგებენ მომხდარს. ყოველთვის ასე ხდება... არაფერი იმალება.

გადავწყვიტე სკოლა მივატოვო.სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
მათე
წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან მიკვირს როდესაც დღეს მსგავსი პრობლემა არის. უბრალოდ მე ერთი რჩევა მექნება რომ არ გაითვალისწინო სხვისი აზრი არც ყურადღება არ მიაქციო ვიღაცეების იდიოტურ გამოხტენებს, შენი ცხოვერება შენია არავის არ მისცე უფლება რომ ცხვირი ჩაყოს მასში, როგორიც გინდა ისეთი იყავი არააქ მნიშვნელობა ქალთან იქნები ნამყოფი თუ კაცთან ეს შენი ცხოვრება და შენ წყვეტ მაგას. მე სკოლაში მაყენებდნენ შეურაწყოფას იმის გამო რომ მათ არ ვგავდი მე ეს ფეხებზე დავიკიდე, ოდნავადაც არ მენატრება სკოლის პერიოდი არც კლასელები მენატრება ეს უბრალოდ წარსულში დარჩება, მომავალი წინ გაქ გეყოლება ისეთი მეგობარი ვინც შენ არ მოგთხოვს შეცვალ. რჩევა მექნება ასწიე თავი და წადი ამაყად სკოლაში დაიკიდე ფეხებზე ყველა შენ საუკეთესო ხარ და თავი არ დაუხარო. წარმატებებს გისურვებ ჩემო მეგობარო ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მე მიყვარს განსხვავებული ადამიანები და პატივს ვცემ მათ. მეც აზრზე არ ვარ ფეხბურთის ვერც მანქანებში ვერ ვერკვევი. მიყვარს მუსიკა და მუსიკასთან დაკავშირებული ყველაფერი. აკეთე ის რაც გიყვარს ჩემო კარგო... :-*
21:35 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ელენე
გთხოვთ იზრუნეთ რომ ეს კომენტარები ამ ძალიან კარგმა ბიჭმა წაიკითხოს.. ყველაზე დიდი შურისძიება წარმატების მიღწევააა ასე რომ ამ უდიდესი სურვილით ასმაგი და თასმაგი ისწავლე რომ ბოლოს ეგ არარაობები მხოლოდ შენი მოსამსახუეროებით შემოიფარგლნონ... და კიდევ ის ექიმი სკოლიდან კი არა დედამიწიდანააა გასაგდები... იმ ბავშვებს კი არცერთ არ ჰყავთ ნორმალური მშბლები... თუ შეიძლება რედაქცია რომ დაეხმაროს და "კანი კლინიკში" მკურნალობის საშუალება მისცეს ამ ბიჭს ძალიან ეფექტურად სულ რაღაც ექვს თვესი მოაშორებენ სახიდან ყველანაირ აკნეს ვერც იცნობს თავის თავს ისე გასუფთავდება
21:18 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თამარი
სკოლიდან გადასვლა და გაქცევა გამოსავალი არ არის. უბრალოდ შეგიძლია კარგ დერმატოლიგს მიმართოთ და მარტივად მოაგვაროთ აკნეს პრობლემა.
20:07 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
გ.
ჯერ იმ ცანცარა ექიმს, შენმა მშობელმა კლასის წინაშე ბოდიში უნდა მოახდევინოს, მერე შენს კლასში ყველაზე ,,ბლატნოი'' რომელიცაა იმას უნდა აუხსნა გააგებინო ყველანაირი გზით, რომ არ გაბედონ შენი დამცირება! მერე რაც სწავლას შეეხება, თუ სწავლა გიყვარს და გინდა! დღეს შენს მომავალზე უარი რატომ უნდა თქვა ვიღაც სულელი და ნაძირალა ხალხის გამო?! დაიკიდე და მაქსიმალურად ბევრი იკითხე და ისწავლე, დრო გავა შენ ყველაფერს მიაღწევ და ყველაფერი გექნება შენი განათლებით... ეგენი კი ისევ სირებად დარჩებიან!. არ გაბედო სწავლაზე უარის თქმა!
19:43 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
ნეტა შენ ,ღმერთმა მეტი სადარდებელი არ მოგცეს :) ,მეც შენნაირად ვიყავი,თუ კიდე დაგცინებენ გოგოები შენც უთხარი მერე თქვენ აქ არ ხართ დამეხმარეთო,ის შენი კლასელი ბიჭების უმრავლესობა ქალთან არ იქნება ნამყოფი
19:16 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
115-ე სკოლა
მოდი ასე დავიწყებ: იმედია ჩემს კომენტარს წაიკითხავ შენ ან შენნაირი კაი ბიჭები და გაითვალისწინებთ. გამარჯობა მეგობარო. ანალოგიური პრობლემა მქონდა მეც სკოლაში. მთლად იმ ექიმისნაირად არ უთქვამს არავის ქალი გინდაო მაგრამ ხშირად გოგოების "კუტოკთან" რომ გამივლია გამიგია ნათქვამი ნახე სახეზე რეები აქვსო. ასაკია ჩემო მეგობრაო ეგ ყველაფერი და ცოტა მკურნალობა დერმატოლოგთან მეტი არაფერი. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი სკოლაში, უნივერსიტეტშიც ასევე, გავიდა წლები გაქრა ეგ ყველაფერი და რა დარჩა იცი ? არაფერი, იმ ხალხისგან ვისაც დასაცინად ვყავდი მაშინ, მაგ საფრთხობელებიდან ზოგი ბოძობს, ზოგი 2 შვილს უვლის უკვე ლოთქმრიტურთ და ცემა და ტყეპაშია. ბიჭებზე არაფერს ვამბობ მასეთი დაუნების ბოლო ციხე ან სასაფლაოა :) დღეს? დღეს საკმაოდ კარგ სამსახურში ვმუშაობ, მყავს ძალიან მაგარი გოგო, და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგ ასაკში თუ შენ ასე არ ხარ დიდი კატასტროფა არაა მართლა. იბრძოლე ბოლომდე ისწავლე, ცოდნას მართლა ვერავინ წაგართმევს. მერე? მერე თავისით მოვა ყველაფერი. წარმატებებს გისურვებ :)))))) პ.ს მართლა არ ვიცი ამხელა კომენტარი რამ დამაწერინა მაგრამ უბრალოდ ჩემი განვლილი წლები გამახსენდა და მომინდა შენთვის მეთქვა რომ ყველაფერი წინაა :))))))) წარმატებები კიდევ ერთხელ
18:41 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
სკოლა რომ გამოვიცვალე ახალი კლასელები მამცირებდნენ და ცუიდად მექცეოდნენ,ზედმეტსახელიც შემარქვეს და არავინ მემეგობრებოდა.მერე მათ ველაპარაკე ყველას ერთად ჩEმს მდგომარეობაზე,ყველაფერი სეიცვალა ნელ-ნელა შემიყვარეს და ახლო მეგობრები გავხდით.შემდეგ გარდატეხის ასაკში ჰორმონები დამერღვა და სახეზე თმები ამომივიდა.მთელი სახე თმიანი მქონდა...არცერთ კლასელს არაფერი უკადრებია არასდროს!!!რომ ვიმკურნალკე და თმებიც მოვიშორე,ვხედავდი ჩემი კლასელების ბედნიერ თვალებს.და როგოი სიოყვარულით მიყურბედნენ ჩემი ბედნიერებით გახარებიულები.ყველაფერი წინ გაქვს,შენს კლასელებშიც იქნებიან კარგი ადამიანები.მათ დაელაპარაკე და გაგიგებენ.
23:58 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარტია
მართალია რთულია მაგრამ, მაინც საკუთარ თავს უნდა აჯობო! თუ მაგათ ვაჟკაცურად გაუძლებ და ყურადღებას არ მიაქცევ, გაიმარჯვებ! ცხოვრებაში იმდენი რამე შეგხვდება, ეგ ამბავი მერე სასაცილოდ არ გეყოფა! არ ღირს ნერვების წეწვად!
17:13 / 10-01-2016
გამოხმაურება / 0 /
123
იცი რა მეგბარო რთულია გაუძლო ამდენ იდიოტს მაგრამ ისინი შენთან შედარებით თავცარიელები არიან რაც ესმით იმას აკეთებენ თუ გაუძლებ ამ უაზრო ქილიკს და ისწავლი აი ის სახე გადაპრიალებული კლასელები მალე დაინახავენ რომ ისინი ცდებოდნენ და გული დაწყდებათ მაგრამ სწავლის შეწყვეტა სისუსტეს ნიშნავს რატომ აკეთებ ამას ან ვისთვის .რაც შეეხება ქალთან არცერთი შენი კლასელი არ იქნება ნამყოფი და დღემდე არიან დაკავებული მასტურბირებით და წლები მოუწევთ ამის კეთება ასე რომ ნუ მიაქცევ ყურადრებს და იმ ექის თუ დამიჯერებ ესტუმრე ძალიან მშვიდად კაბინეტში და აუხსენი რომ სირცხვილია რაც მან წაომოროშა და არცხვენს საკუთარ თავს საკუთარ პროფესიას ასე რომ მიაწექი ცხოვრებას და ისწავლე დანარჩენი მისით მოვა როდესაც თავი სავსე გექნება ცოდნით და მერე შენი კლასელებს სადმე ნახავ ბირჟაზე და შეგეხვეწებიან მუსად წამიყვანე ან დამასაქმე ეს ხშირია
00:38 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
tbiliseli
არ ვიცი წაიკითხავს თუ არა ეს კარგი ბიჭი,მაგრამ მე მაინც დავწერ. არ იდარდო კარგო ბიჭო. ახლა იწყებ ცხოვრებას შენ და წინ გელის სიცოცხლით ტკბობა და სიამოვნება. გამონაყარი არ აქვთ სახეზე,მაგრამ ზოგი ლოგინიდანაც ვერ დგება და შენი დარდი მარტო სახეზე გამონაყარია. იპოვე მცოდნე დერმატოლოგი,შენი სკოლის ექიმის მსგავსი კიარა კარგი მცოდნე და ის მოგიგვარებს მაგ პრობლემას. შენ კი ისწავლე კიდევ უფრო კარგად, რო მიაღწიო მიზანს და მერე ნახავ ვინ იქნება წინ და ვინ უკან. მინდა რომ კარგად იყო და წინ და წინ. სულ წარმატებები.
12:16 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS