14 აგვისტო, 2013
რძალი საკუთარ სახლში ბანაობას მიკრძალავს

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა

თქვენთან ხშირად წერენ ისტორიებს გამწარებული რძლები. დედამთილის ჩადენილ რა საშინელებას აღარ ჰყვებიან.

ღმერთმა იცის, იქიდან რა არის მართალი და რა მათი დამატებული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მათ ჰგონიათ, რომ კარგი დედამთილი არ არსებობს, ისე ვფიქრობ მეც რძლებზე.

ჩემმა ერთადერთმა სიბერის შვილმა უჩამ ნესტანი რომ მოიყვანა ცოლად, მაშინვე ცალკე გავუშვი. ეკონომიურად
არ გვიჭირდა და თან ბიჭისთვის ბინა მანამდე მქონდა ნაყიდი.

ნესტანს ჩემი გაკეთებული რემონტი არ მოეწონა, მაგრამ ქორწილის და მოგზაურობის შემდეგ ახალი რემონტისთვის ფული აღარ დაგვრჩა.

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა. მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე უყვარდა.

ერთ თვეში გამომიცხადა, სახლი გაყიდე და მაგ ფულით რემონტს გავაკეთებთ, შენ კი ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლადო. მივხვდი, რომ ნესტანმა წააქეზა, მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.

სანამ რემონტი ჰქონდათ, სამი თვე ჩემს დასთან ვიცხოვრე და შემდეგ ახალ სახლში გადავედი. რძალი ნორმალურად შემხვდა, ჩემთვის ერთი პატარა ოთახი მოეჩინათ, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

ყველაფერი ორ თვეში აირია, როცა ნესტანმა გამომიცხადა, რომ არ მოსწონს ''მის'' აბაზანაში რომ ვიბან, გული ერევა და მითხრა, რომ დასაბანად ჩემს დასთან წავიდე ხოლმე.

თან ისიც დააყოლა, ისე კვირაში ერთი დღე სადმე წადი და დარჩი, გვაცალე ახალგაზრდებს მარტო ყოფნაო. ჩემი შვილიც დაეთანხმა.

არადა, მე უბედური, მთელი დღე ოთახიდან არ გამოვდივარ. ვზივარ და ჩემს ქმარს ვტირი. რა უნდა ვუთხრა, სამი თვის ფეხმძიმეა და რამე რომ მოუვიდეს, ყველაფერს მე დამაბრალებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ლიკა
აწი მეტს ელოდე......რას იზავ მეც მგონი მალე მასე დამემართება, ბევრ დათმობაზე მივდივართ და სწორედ ეგაა ჩვენი უბედურება.
15:00 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არ უნდა გაგეყიდა თქვენი ბინა. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ რომ მცირე ფართი შვილსა და მომავალ რძალს ცალკე შევუძინოთ. და თუ რამე არ მოეწონება რძალს იმასაც არ მივცემ. მისმა მშობლებმა უკეთესი უყიდონ.ისე თქვენი შვილიც ვერ ყოფილა კარგი აღზრდილი. თვითონაც დაბერდება და უარესად დასჯის ღმერთი. რძალს შეიძლება არ უყვარდეს დედამთილი, მაგრამ შვილს რამ დაავიწყა დედის ამაგი. ჩემს მეუღლეს სწორედ იმიტომ ვაფასებ რომ იცის დედის და ცოლის დაფასება. არცერთს არ მოგვცემს საყვედურის თქმის უფლებას. დედაზე გიჟდება და ხშირად ცრემლით იხსენებს მის ბავშობაში დედის მიერ გაწეულ ამაგს.
14:33 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
არ გეწყინოთ და თქვენვე გაგირთულებიათ ცხოვრება არ ფიქრობდით მაგ გადაწყვეტილებას რომ იგებდით
14:24 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS