14 აგვისტო, 2013
რძალი საკუთარ სახლში ბანაობას მიკრძალავს

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა

თქვენთან ხშირად წერენ ისტორიებს გამწარებული რძლები. დედამთილის ჩადენილ რა საშინელებას აღარ ჰყვებიან.

ღმერთმა იცის, იქიდან რა არის მართალი და რა მათი დამატებული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მათ ჰგონიათ, რომ კარგი დედამთილი არ არსებობს, ისე ვფიქრობ მეც რძლებზე.

ჩემმა ერთადერთმა სიბერის შვილმა უჩამ ნესტანი რომ მოიყვანა ცოლად, მაშინვე ცალკე გავუშვი. ეკონომიურად
არ გვიჭირდა და თან ბიჭისთვის ბინა მანამდე მქონდა ნაყიდი.

ნესტანს ჩემი გაკეთებული რემონტი არ მოეწონა, მაგრამ ქორწილის და მოგზაურობის შემდეგ ახალი რემონტისთვის ფული აღარ დაგვრჩა.

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა. მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე უყვარდა.

ერთ თვეში გამომიცხადა, სახლი გაყიდე და მაგ ფულით რემონტს გავაკეთებთ, შენ კი ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლადო. მივხვდი, რომ ნესტანმა წააქეზა, მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.

სანამ რემონტი ჰქონდათ, სამი თვე ჩემს დასთან ვიცხოვრე და შემდეგ ახალ სახლში გადავედი. რძალი ნორმალურად შემხვდა, ჩემთვის ერთი პატარა ოთახი მოეჩინათ, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

ყველაფერი ორ თვეში აირია, როცა ნესტანმა გამომიცხადა, რომ არ მოსწონს ''მის'' აბაზანაში რომ ვიბან, გული ერევა და მითხრა, რომ დასაბანად ჩემს დასთან წავიდე ხოლმე.

თან ისიც დააყოლა, ისე კვირაში ერთი დღე სადმე წადი და დარჩი, გვაცალე ახალგაზრდებს მარტო ყოფნაო. ჩემი შვილიც დაეთანხმა.

არადა, მე უბედური, მთელი დღე ოთახიდან არ გამოვდივარ. ვზივარ და ჩემს ქმარს ვტირი. რა უნდა ვუთხრა, სამი თვის ფეხმძიმეა და რამე რომ მოუვიდეს, ყველაფერს მე დამაბრალებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ეკო
ეგ საშინელი ადამიანი ყოფილა,იდიოტი შვილი გყოლიატ მეც მყავს 85 ცლის დეტამტილი ჩემი მეუგლე ტან ყვება ხელისგულზე ყავს,მე პირადად ექიმი ვარ მაგრამ ნემსებსაც კი ის უკეტებს,ვამაყობ ჩემი მეუგლიტ,ჩემი დედამტილი კიდევ გმერტმა დიდხანს აცოცხლოს ჯამრტელი და ბედნიერი.გმერტმა ტქვენც დიდხანს გაცოცხლოტ საყვარელო ადამიანო.
18:57 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
თქვენი შვილის ბრალია ასე როპმ იქცევა თქვენი რძალი. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ქალბატონო.
18:48 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამილა
ასეთ ისტორიებს რომ ვკითხულობ გული მიკვდება! ბინა არ უნდა გაგეყიდა!უფალს თხოვეთ რომ არ მიგატოვოთ. ძნელია ძაან.
17:41 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მანი
gmertis ar eshinia,mitumetes tu orsulia,qalbatono shvilic idioti gkoliat da rzalic,tu ese ezizgebodit sacxovreblad rato gadakavdit.exla tqven motxovet binis gakopa an moxucebulta saxlshi gadakvana. nu shegeshindebat,dges aris organizaciebi romelic zaladobisgan dagicavt,mimarted mat tu zaladoba ganxorcieldeba
17:36 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ელუნა
ამაში ყველაფერსში თქვენი შილია დამნაშაე ცოლს ამდენი არ უნდა გააბედინო. დაან ცუდია რომ ბინა გაYიდეთ.
17:08 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
ბინა არ უნდა გაგეყიდათ.თვითონაც დაბერდება, უარესს ელოდოს.
16:52 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ცალკე ბინა თუ გქონდათ-რაღამ გაგაკიდვინათ თქვენი ბინა? ეს დიდი შეცდომა მოგსვლიათ.კაცი მაშინაა კაცი თუ იცის სადაა დედის ადგილი და სად ცოლის.სხვანაირად უსიამოვნებების კორიანტელი იქნება რა თქმა უნდა(ისე გააჩნია როგორი ქალია დედა ან რძალი) ვიცნობ ისეთ დედამთილს(ახლობელია)სვილს იმის საშუალებას არ აძლევს-თვითონ განსაჯოს სად წავიდეს და სად არაშვილი პატარაა არაა-40 წლისაა 38 წლისაა.აბა რძალს როგორ ეყვარება ასეთი დედამთილი? ხელფასიც კი დედას უნდა მიუტანოს შვილმა .მართალია მე იმ ქალის ასაკის ვარ მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებ ავხსნა ამ დედა-შვილის საქციელი-ვერ ვახერხებ მოვიწონო ასეტი ქცევა.დედამთილს არ მოწონს რზალს დაქალები რომ მიაკითხავენ ან რძალი სტუმრად რომ მიდის მეგობარ ოჯახთან----განაჩენი ტქვენთვის მომინდვია
16:25 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
archil
იქნებ მოახერხო და მოხუცებულთა სახლში მოეწყო.(არ უნდა ამას ახსნა განმარტება.)
15:51 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაპატიეთ,მაგრამ,რას ფიქრობდით ქალბატონო,როცა ბინას ყიდდით? ეგაა თქვენი დანაშაული სწორედ.და საერთოდ ქარტველმა დედებმა ძალიან ზედმეტობა ვიცით შვილებთან მიმართებაში! არ მესმის,რატომ უნდა ივიწყებდეს ქალი შვილის გამო,საკუთარ პირად ცხოვრებას და წირავდეს მას ბოლომდე შვილს და რძალს?მითუმეტეს დაუნახავ და გაუზრდელ ახალგაზრდებს...ასე ჰგონიათ,არ დაბერდებიან თვითონ...ძალიან ვწუხვარ,თქვენი მდგომარეობის გამო,მაგრამ საკუთარი თავის ფასი უნდა ვისწავლოთ დედებმა და მერე სხვებიც დაგვაფასებენ!...
15:33 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
ანალოგიურია ჩვენტანაც.... მტელი დგე დავდივარ ეზო-ეზო რომ რძლის Gრიალი---დიახ ღრიალი არ გავიგო შვილს ოჯახს ვერ ავურებ და ვითმენ ყველაფერს ღმერთი გადაუხდის ამის იმედი მაქვს
15:13 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS