მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა
თქვენთან ხშირად წერენ ისტორიებს გამწარებული რძლები. დედამთილის ჩადენილ რა საშინელებას აღარ ჰყვებიან.ღმერთმა იცის, იქიდან რა არის მართალი და რა მათი დამატებული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მათ ჰგონიათ, რომ კარგი დედამთილი არ არსებობს, ისე ვფიქრობ მეც რძლებზე.
ჩემმა ერთადერთმა სიბერის შვილმა უჩამ ნესტანი რომ მოიყვანა ცოლად, მაშინვე ცალკე გავუშვი. ეკონომიურად
ნესტანს ჩემი გაკეთებული რემონტი არ მოეწონა, მაგრამ ქორწილის და მოგზაურობის შემდეგ ახალი რემონტისთვის ფული აღარ დაგვრჩა.
მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა. მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე უყვარდა.
ერთ თვეში გამომიცხადა, სახლი გაყიდე და მაგ ფულით რემონტს გავაკეთებთ, შენ კი ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლადო. მივხვდი, რომ ნესტანმა წააქეზა, მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.
სანამ რემონტი ჰქონდათ, სამი თვე ჩემს დასთან ვიცხოვრე და შემდეგ ახალ სახლში გადავედი. რძალი ნორმალურად შემხვდა, ჩემთვის ერთი პატარა ოთახი მოეჩინათ, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
ყველაფერი ორ თვეში აირია, როცა ნესტანმა გამომიცხადა, რომ არ მოსწონს ''მის'' აბაზანაში რომ ვიბან, გული ერევა და მითხრა, რომ დასაბანად ჩემს დასთან წავიდე ხოლმე.
თან ისიც დააყოლა, ისე კვირაში ერთი დღე სადმე წადი და დარჩი, გვაცალე ახალგაზრდებს მარტო ყოფნაო. ჩემი შვილიც დაეთანხმა.
არადა, მე უბედური, მთელი დღე ოთახიდან არ გამოვდივარ. ვზივარ და ჩემს ქმარს ვტირი. რა უნდა ვუთხრა, სამი თვის ფეხმძიმეა და რამე რომ მოუვიდეს, ყველაფერს მე დამაბრალებს.
ჟურნალი ''რეიტინგი''