14 აგვისტო, 2013
რძალი საკუთარ სახლში ბანაობას მიკრძალავს

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა

თქვენთან ხშირად წერენ ისტორიებს გამწარებული რძლები. დედამთილის ჩადენილ რა საშინელებას აღარ ჰყვებიან.

ღმერთმა იცის, იქიდან რა არის მართალი და რა მათი დამატებული, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მათ ჰგონიათ, რომ კარგი დედამთილი არ არსებობს, ისე ვფიქრობ მეც რძლებზე.

ჩემმა ერთადერთმა სიბერის შვილმა უჩამ ნესტანი რომ მოიყვანა ცოლად, მაშინვე ცალკე გავუშვი. ეკონომიურად
არ გვიჭირდა და თან ბიჭისთვის ბინა მანამდე მქონდა ნაყიდი.

ნესტანს ჩემი გაკეთებული რემონტი არ მოეწონა, მაგრამ ქორწილის და მოგზაურობის შემდეგ ახალი რემონტისთვის ფული აღარ დაგვრჩა.

მათი დაოჯახებიდან სამ თვეში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ უჩამ ბევრი იდარდა. მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო მეტად ეშინოდა, ვიდრე უყვარდა.

ერთ თვეში გამომიცხადა, სახლი გაყიდე და მაგ ფულით რემონტს გავაკეთებთ, შენ კი ჩვენთან გადმოდი საცხოვრებლადო. მივხვდი, რომ ნესტანმა წააქეზა, მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.

სანამ რემონტი ჰქონდათ, სამი თვე ჩემს დასთან ვიცხოვრე და შემდეგ ახალ სახლში გადავედი. რძალი ნორმალურად შემხვდა, ჩემთვის ერთი პატარა ოთახი მოეჩინათ, მაგრამ ხმა არ ამომიღია.

ყველაფერი ორ თვეში აირია, როცა ნესტანმა გამომიცხადა, რომ არ მოსწონს ''მის'' აბაზანაში რომ ვიბან, გული ერევა და მითხრა, რომ დასაბანად ჩემს დასთან წავიდე ხოლმე.

თან ისიც დააყოლა, ისე კვირაში ერთი დღე სადმე წადი და დარჩი, გვაცალე ახალგაზრდებს მარტო ყოფნაო. ჩემი შვილიც დაეთანხმა.

არადა, მე უბედური, მთელი დღე ოთახიდან არ გამოვდივარ. ვზივარ და ჩემს ქმარს ვტირი. რა უნდა ვუთხრა, სამი თვის ფეხმძიმეა და რამე რომ მოუვიდეს, ყველაფერს მე დამაბრალებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ბაბუ
modi ra mtavaria kaci vargodes ojaxshi da rdzal dedamtili iqnebian gugulebivit chem cols da dedachems erti sayveduric ar gamoutqvamt ertmanettan arasdros tu romelime rame umnishvneloze chamirtyavs erts kargad sheukurtxeb wesierad iyavit metqi da unda naxot su ertad chukchukeben gabedon da tqvan ertma an meorem cudi ertmanetze:)
06:15 / 29-08-2013
გამოხმაურება / 1 /
!!!
გენაცვალე კაცობაში ეგრე იყო ჩემი ქმარიც . მე და ჩემი დედამთილი დაქალებივით ვიყავით.არცერთს არ გვაპატიებდა უბრალო გადაკრულსაც კი. ხოდა უფრთხილდებოდით ერთმანეთს
23:25 / 09-07-2019
ეთერ
სლოლაში ისწავლეთ მოხუცი მამა როგორ აკავს მთაზე შვილს და დატოვებას უპირებს,ხოდა ის გოდორი თქვენთვის გაიმზადეთ
00:48 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
ხალხო რომ დადექიტ და ერტხმად გაიზახიტ მოხუცტა ტავშესაფარში წადიო, როდის აქეტ გახდა ეგ ინსტანცია ისეტი რომ ვინმე და ტან დედა გაუშვა, მე საშინელი რამე მგონია, მანდ, მატხოვარიც ცოდოა ასე მგონია, ტუ ვცდები ტქვიტ, გული დამიმშვიდეტ
21:55 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რძალი
მეც მყავს საშინლად ავი დედამთილი.სისხლს მიშრობს რომ იტყვიან ხალხო და მაგას როგორ გაუბედავ აბანოში არ შეხვიდეო.შეიძლება ქმარი წააქეზოს და ბურთივით გამაგდონ სახლიდან.ზოგს რა ბედი აქ-თუ ეს ყველაფერი მართალია, მარა არ მჯერა დედამთილებმა ასე დაიჩაგრონ თავი..
21:16 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
უფალი ხედავს ყველაფერს და ყველა იმას მიიღებს თავის დროზე რასაც იმსახურებს...უფალი გვფარავდეს ყველას
19:15 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS