08 დეკემბერი, 2015
ცოლიანი მამაკაცის გულახდილი და გასაოცარი აღიარება - ''მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მყავს, ქალს ვხვდები''
"მინდა გამოვტყდე - მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მყავს, ქალს ვხვდები. ის საოცარი ქალია. ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი, მოაზროვნე, ძლიერი, ღვთის რწმენით უზომოდ სავსე და ღმერთო, მისი სხეული...

მომწონს მასთან ერთად კაფეში, კინოსა და გამოფენებზე სიარული. ყოველთვის ვეუბნები, თუ რამდენად ლამაზია. არც კი მახსოვს ბოლოს როდის გავუბრაზდი, თუნდაც 5 წუთით. რამდენად მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, მისი ღიმილი ყოველთვის მახარებს და მამხნევებს. ხანდახან სიურპრიზებს მიკეთებს და ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულს ამზადებს. ყოველჯერზე სიხარულით ჭკუიდან ვიშლები, რომ მას შევხვდი,
მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ვარ.

შენც უნდა სცადო აუცილებლად და ნახავ, როგორ შეიცვლება ცხოვრება უკეთესობისკენ.
ალბათ გაინტერესებთ, მიფიქრია თუ არა, რომ ქალი რომელსაც ვხვდები აღმოჩნდება თუ არა ჩემი ცოლი? და შენ რა იფიქრე?

ცოლის მოყვანა სამყაროს დასასრული არ არის. მინდა კვლავ გავაგრძელო ცოლთან პაემნებზე სიარული. ის, რომ მან ერთხელ უკვე თქვა "თანახმა ვარო" არაფერს ცვლის და არასდროს ვკარგავ სურვილს გამუდმებით დავიპყრო მისი გული.

ხშირად შემიმჩნევია, რომ ურთიერთობები ცივდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ წყვილი აღარ ცდილობს ყოვედღიურად თავიდან შეიცნონ ერთმანეთი. განაგრძეთ პაემნებზე სიარული, ერთმენთში ყოველდღიურად აღმოაჩინეთ რაღაც ახალი და ინტერესს არასდროს დაკარგავთ. არ მესმის რატომ უნდა შეწყვიტოთ ამის კეთება? ეს ხომ არასდროს უნდა დასრულდეს.

ისე, როგორც პირველი შეხვედრისას მუცელში პეპლების ფრენის შეგძნება 2 წლის შემდეგაც შეიძლება განიცადოთ. მთელი დღე ისე უნდა წარმართოთ, თითქოს პირველად გაიცანით ერთმანეთი და მაშინ ორივე თქვენგანი იგრძნობს ურთიერთობის ნამდვილ ფასს.

ურთიერთობა და გამუდმებით დაინტერესება წარმატებული ურთიერთობის გასაღებია.
არავის სურს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის მიმართ ინტერესს არ იჩენს.

გირჩევთ, არასდროს შეწყვიტოთ ცოლის პაემანზე დაპატიჟება, მთელი გულით ისწრაფეთ ამისკენ და შეიგნეთ რომ სიტყვების "თანახმა ვარ" შემდეგ პაემანი არ სრულდება''.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ლალი
ისე ბოლომდე კითხვას რომ მიეჩვიოთ ეგეთ კომენტარებს აღარ დაწერთ აქ ზუსტადაც რომ ცოლზეა საუბარი
12:45 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ნუნუ ნაღალატები ცოლია. ნუ გაგეცინებათ!
14:06 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ეს კი კაცის დაწერილია:)))))))
მეც,მინდა გამოგიტყდეთ,მუდმივად ვცდილობ ერთი კაცის შეცდენას,მიუხედავად იმისა,რომ გათხოვილი ვარ.ძალიან მიყვარს და რა ვქნა? შვილიებით რომ ვარ დაკავებული, მაინც ვახერხებ თავი მოვაწონო,ვცდილობ ცხოვრება გავუხალისო,მოვეფერო და მოვუარო.არ ვიცი რა გამოვა,მაგრამ ჩემთან შეხვედრას არ გაურბის,პაემნებზეც მეპატიჟება და სურპრიზებსაც მიწყობს.
15:00 / 13-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკა
რას ბოდავთ კომენტარებში ჯერ კითხვა და გააზრება გესწავლათ...
23:17 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ენდი
ნუნუ ვერ მიხვდა რა წაიკითხა ბრავო
23:01 / 30-01-2016
გამოხმაურება / 0 /
natia
Da am istoris azrs chawvdit xalxoo....es (qali) pirobitad misi colia...mshurs aseti qalis ogond ketili shurit
11:58 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
შეიძლება კაცის დაწერილი იყუვეს, არსებობს ასეთი შტერი კაცებიც, რომელთაც ჩუმალა ურთიერთობები მოსწონთ, რომანტიკააა... იმას ვერ ხვდებიან, როდესაც ჩუმალა გაპრანჭულობა მთავრდება ის ქალიც ჩვეულებრიბი გახდება, ეხლა, რომ არაამქვეყნურად მიაჩნია, შეიძლება ცოლი მოსანატრბელი შეექმნეს...
14:25 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ნამდვილად, შანსი არ არი კაცს დაეწერა
10:24 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ეს ქალის დაწერილია
02:11 / 13-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS