მომწონს მასთან ერთად კაფეში, კინოსა და გამოფენებზე სიარული. ყოველთვის ვეუბნები, თუ რამდენად ლამაზია. არც კი მახსოვს ბოლოს როდის გავუბრაზდი, თუნდაც 5 წუთით. რამდენად მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, მისი ღიმილი ყოველთვის მახარებს და მამხნევებს. ხანდახან სიურპრიზებს მიკეთებს და ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულს ამზადებს. ყოველჯერზე სიხარულით ჭკუიდან ვიშლები, რომ მას შევხვდი,
შენც უნდა სცადო აუცილებლად და ნახავ, როგორ შეიცვლება ცხოვრება უკეთესობისკენ.
ალბათ გაინტერესებთ, მიფიქრია თუ არა, რომ ქალი რომელსაც ვხვდები აღმოჩნდება თუ არა ჩემი ცოლი? და შენ რა იფიქრე?
ცოლის მოყვანა სამყაროს დასასრული არ არის. მინდა კვლავ გავაგრძელო ცოლთან პაემნებზე სიარული. ის, რომ მან ერთხელ უკვე თქვა "თანახმა ვარო" არაფერს ცვლის და არასდროს ვკარგავ სურვილს გამუდმებით დავიპყრო მისი გული.
ხშირად შემიმჩნევია, რომ ურთიერთობები ცივდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ წყვილი აღარ ცდილობს ყოვედღიურად თავიდან შეიცნონ ერთმანეთი. განაგრძეთ პაემნებზე სიარული, ერთმენთში ყოველდღიურად აღმოაჩინეთ რაღაც ახალი და ინტერესს არასდროს დაკარგავთ. არ მესმის რატომ უნდა შეწყვიტოთ ამის კეთება? ეს ხომ არასდროს უნდა დასრულდეს.
ისე, როგორც პირველი შეხვედრისას მუცელში პეპლების ფრენის შეგძნება 2 წლის შემდეგაც შეიძლება განიცადოთ. მთელი დღე ისე უნდა წარმართოთ, თითქოს პირველად გაიცანით ერთმანეთი და მაშინ ორივე თქვენგანი იგრძნობს ურთიერთობის ნამდვილ ფასს.
ურთიერთობა და გამუდმებით დაინტერესება წარმატებული ურთიერთობის გასაღებია.
არავის სურს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მის მიმართ ინტერესს არ იჩენს.
გირჩევთ, არასდროს შეწყვიტოთ ცოლის პაემანზე დაპატიჟება, მთელი გულით ისწრაფეთ ამისკენ და შეიგნეთ რომ სიტყვების "თანახმა ვარ" შემდეგ პაემანი არ სრულდება''.
პენი ლეინი