04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
დალი
არავითარ შემთხვევაში პროფესია არ მიატოვო მას თუ უკვარხარ ის ამ წინადადებას არ წამოგიკენებდა ის ცხოვრებას გაგიმწარებს და შენი კარიერაც იქ დამთავრდება იკავი ძლიერი თვითონ ხომ არის ბედნიერი რომ გამოჯანმრტელდა გმერტის უნდა ეშინოდეს
11:55 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
უნდა დაანებო თავი,მერე დრო გაჩვენებს რაც იქნება საჭირო,მართალია შენი საქმრო ყველანაირად
03:28 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
რჩევა კი არა, თავი დაანებეთ სტატიების გამომგონებლობას და ასეთი ზღაპრების წერის მაგივრად საქმე აკეთეთ!
02:45 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ჩემი აზრით, ადამიანი თუ მოინდომებს ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, უბრალოდ ყველაფერი დროის და მონდომების საკითხია.ამ სიტუაციაში ალბათ უფრო თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე თქვენთვის. სიყვარულით შექმნილი ოჯახი თუ პროფესია და კარიერული წინსვლა. გასაგებია რომ პროფესიას სქესი არ აქვს, მაგრამ თქვენი საქმროს გაგებაც შეიძლება. სხვა მხრიდან რომ შეხედოთ, არც ისე სასიამოვნო საქმეა ტქვენი პროფესია მითუმეტეს ქალისთვის, ნაზი არსებისთვის. სეიძლება სხვა განხრით გააგრძელოთ ისევ მედიცინის სფეროში მოღვაწეობა. ოჯახი ქალისთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა თქმა უნდა სიყვარულით იქმნება ის. კარგად დაიქრდით თქვენთვის რა უფრო ღირებულია. თქვენ უბრალოდ თქვენი ბიძაშვილის სუიციდს ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით ჯერ კიდევ და ქვეცნობიერად თუ გაცნობიერებულად თვლით რომ ყველა მამაკაცი ასე მოიქცევა. ადამიანების დახმარება თუ უნდა ადამიანს არ არის აუცილებელი ქალი უროლოგი იყოს. თქვენ თქვენი უკვე მოპოვებული ცოდნით ინფორმაციულად შეგიძლიათ დაეხმაროთ მსგავსი პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს, თუ გაიგებთ რომ ვინმეს სჭირდება დახმარება. აუცილებელი არაა ხელით შეხების დონეზე მოხდეს ეს. სხვამ გააკეთოს ეს თქვენს მაგივრად. თანაც მედიცინის სფეროში ყველა განხრა ადამიანის დახმარებას გულისხმობს და შეგიძლიათ შეიცვალოთ განხრა. თქვენც კმაყოფილი დარჩებით და თქვენი საქმროც. გასაგებია რომ საქმრომ ამ სფეროდან გაგიცნოთ და შეგუებული უნდა იყოს ამას, მაგრამ როცა მამაკაცს ქალი თავის ცოლად წარმოუდგენია ბუნებრივიარომ აღარ უნდა ის მსგავს საქმიანობას ასრულებდეს. მოკლედ საყვარელი ადამიანისთვის ამ "მსხვერპლზე" წასვლა ღირს, მითუმეტეს რომ ეს არ არის ხელოვნების რომელიმე დარგი ან რამე ისეთი რაზეც შეიძლება ითქვას რომ ეს თქვენი მოწოდებაა და ტხემით ტერფამდე ამ საქმიანობით ხართ გაჟღენთილი. უბრალოდ თქვენ შეგძრათ თქვენი ბიძაშვილის შმეთხვევამ და გაგიჩნდათ ზოგადად ადამიანების დახმარების დაუძლეველი სურვილი, რაც მისასალმებელია დაასეც უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებთ.
01:40 / 05-12-2015

01:38 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მომავალი ექიმი
რათქმაუნდა არ უნდა მიატოვო საკუთარი პროფესია. პ.ს და ხო მათ ვისაც ჰგოონიათ, რომ უროლოგია ქალისთვის შეუსაბამოა ძალიან ცდება პროფესიამ სქესი არ იცის
23:56 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
ekimi ekimia,tu tkveni propesia esaa da ver shecvlit,sasurvelia shecvalot tkveni meuglis damokidebuleba am propesiis mimart...tu dagmorchildat da ver gadmoibiret? crtvnas ar emorchileba da datanjebit mastan cxovrebit
23:37 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ოჯახის შექმნის შემდეგ მეც იგივე პრობლემის წიმაშე დავდექი და და არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე, მაგრამ მივხვდი რომ ნორმალური ოჯახი და სამსახური 50/50. სამომავლოდ ცხოვრებისთვის ორივე თანაბრად საჭიროა თუნდაც ისევ იმავე ოჯახისთვის. ძალიან მწყდება გული და ვსაყვედურობ მეუღლეს, რომელიც სხვათაშორის ახლა თვითონაც მეთანხმება.
22:37 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
F1174
თქვენი საქმიანობა გააგრძელეთ ვინიდან თქვენმა ქმარმა ხომ იცოდა რა პროფესიაც გქონდათ, მითუმეტეს იცის რომ წარმატებული ექიმი ხართ, ცოტ დათმობაზეც წავიდეს.
21:33 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
შეიცვალე პროფილი , ქალებს უმკურნალე შე ქალო
21:32 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS