04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
გია
მაკა საკუთარ თავს კითხე შენი საქმრო რომ ქალებს მკურნალობდეს როგორ გაუგებდი?ასევე რას ფიქრობ მისი და შენს გრძნობებზე რამდენად რეალურია .ასევე გაითვალისწინე შენი და მისი ცხოვრებისეული მოწოდება. პირადად მე ვერასოდეს შევეგუებოდი მსგავს რამეს .ასევე პაციენტებზე ზრუნვას სხვას დავუთმობდი ჩემი ქალის გამო.და კიდევ ერთი იმედია თქვენთვის სამსახური აუცილებლობას არ წაროადგენს ,,,,,,
02:05 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
არავითარ შემთხვევაში პროფესიას თავი არ დაანებო.ეს ადამიანი გაგაწვალებს მთელი ცხოვრება. ეს არის შენი პროფესია და შენი მეუღლე უნდა შეეგუოს ამას.თავიდან ხომ იცოდა რა პროფესიის ხარ. ასე სიყვარულიც გაქრება დროთა განმავლობაში საყვარელ საქმეს თუ მიატოვებ. დიასახლისობა გირჩევნია?ამდენი ისწავლე და იშრომე! ჩემი რჩევაა- ვინმე უროლოგს ან/და ნებისმიერი პროფილის ექიმს გაყვე ცოლად.ან საერთოდ ,მთავარია ადამიანი იყოს განათლებული და ცოლს საქმიანობაში არასდროს შეუშლის!
00:11 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა-ს
ზღაპრები რატომაა ნეტავ? არ შეგხვედრიათ ჯერ ხომ საქართველოში ისეთი ტვინგაყინული მამაკაცები,რომლებიც ცოლს ან საერთოდ არ ამუშავებენ,ან ისეთ სამსახურებში ,,რთავენ ნებას" იმუშაონ,რომელიც მათ ,,კაცობას" ,,ჩრდილს არ მიაყენებს?" თუ იმიტომაა ზღაპარი,ქალი რჩევას რომ სხვას ეკითხება და მისი ბედოვლათ შეყვარებულს ,,სურვილს "არ უსრულებს თავდახრილი?თქვენთვის ,მამაკაცებისთვის ყველაფერი ზღაპარია,როცა საქმე ქალის პრობლემებს ეხება,თან თუ ეს პრობლემა ქალს სააშკარაოზე გამოაქვს!
22:49 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გგგ
არც კი იფიქრო პროეფესიის მიტოვებაზე.ეს ადამიანი თქვენ ვერ გაგიგებთ.რა შუაშუა სიყვარული და პროფესია? არ იცოდა რა პროფესიის იყავით თავიდან? რა გააკეთოს იმ ქალებმა ვისაც ქმარი გინეკოლოგი ყავთ? მე ვფიქრობ,რომ ამ ადამიანმა გამოგიყენათ და არჩევანის წინაშე დაგაყენათ.თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ თქვენი საქმე და პროფესია.დამიჯერე არავინ არ დაგიფასებს იმასაც რასაც გააკეთებ და მეტსაც გეტყვი,უფრო სუსტი გამოხვალთ მის თვალში და მერე უფრო მეტს მოგთხოვს.არ უნდა შენი პროფესია ნახოს სხვა ქალი რა პროვლემაა.არ დანებდე და თავის არ დახარო.ამდენი გისწავლია და ვიღაცის გამო უნდა ჩამოშორდე შენ საქმეს? არც კი გაბედო
20:40 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
თქვენს პატარა ოჯახს აშკარად პრობლემა აქვს სიყვარულთან... ამიტომ ჯობია ორივემ თქვენი საქმე აკეთოთ.....
18:42 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
პირველი,ნინას და დალის კომენტარია მოაზროვნე ადამიანების დაწერილი,დანარჩენებს არ მოუსმინო! რა სიყვარული და თავის დანებება ხალხო,რაებს როშავთ ან ქალი,ან კაცი? თვითონ რომ გამოჯანმრთელდა ის კარგია და სხვებს აღარ სჭირდებათ ხომ კარგი ექიმის დახმარება? ან რად უნდა ეგეთი ქმარი,რომელიც ადამიანებზე ზრუნვას უკრძალავს,ან რა უფლებით უკრძალავს! რა შუაშია სხვა კაცების გენიტალიებს რატომ უნდა უყუროსო,მაშინ გინეკოლოგმა მამაკაცებმაც დაანებონ თავი პროფესიით მუშაობას,ცოლის საშოს გარდა,რატომ უნდა უყურონ სხვა ქალების საშოებს? თუ ისინი კაცები არიან და მათთვის ნებადართულია? ჭკუას მოუხმე ქალბატონო და გააგრძელე შენი საქმე,ეგ კაცი შენი ღირსი არ არის!!! სად ხედავთ სიყვარულს,აკრძალვაში??? რა ცუდად აზროვნებს ხალხი,ღმერთო ჩემო,ექიმის პროფესიასაც სქესს უსაზღვრავს!
17:00 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
არც კი გაბედო პროფესიის დათმობა მაგ კაცის გულისთვის,უფრო მეტიც,სასწრაფოდ მოიშორე თავიდან! ეგ არც ქმრად ივარგებს და არც მამად,დამიჯერე რა,გაუშვი,რაც უნდა ის უქნია,შენ კი აუცილებლად შეხვდები ისეთ კაცს,რომელიც სხვა,გაუბედურებული და სამკურნალო ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აშენებას არ მოგთხოვს! გაუშვი ჯანდაბაში,ვიდრე გვიანი არ არის!!!
16:50 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
cოტა ისეტი საკითხია. ერთის მხრივ, პროფესია და სამსახური, მეორე მხრივ ოჯახი. თვითონ რომ უმკურნალეთ მაშინ არ იყავით ქალი? ხომ კმაყოფილია? მაგრამ ქართველ კაცებს მაინც ჭირთ პრობლემები :) მე მაგ ექთანი ვიყავი და საავადმყოფოში არ მამორიგევებდა თან კაცების პალატაში არ უნდა გამეკეტებინა ნემსები :))) ძალიან ცუდია მასეთი წიკიანი კაცების ატანა! ეს ისევ ისე თქვენი გადასაწყვეტია! ისე ეგეთი პრობლემატური კაცი , სხვა რამეებშიც ბევრჯერ დაინახავს პრობლემებს დამიჯერე. :))
16:26 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
სანამ თითზე ბეჩედს გაგიკეტებდა მანამდებ უნდა წამოეყენებინა ეგ ულტიმატუმიი.მიატოვე,უპრო უკეტესს იშოვი
16:07 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
სამსახური არ მიატოვო. ეს ჩემი თხოვნაა მე 12 წლის ვარ. წარმატებებს გისურვებ
15:54 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS