04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
dato
erti tqven qmrebs kitxet ra tu moeconebat koveldge vigacis penisi gechirot xelshi tu moeconebat.ro cert aq ar miatovo samsaxurio..gadagvardit xo xedavt.chem mters qondes tqveni imedi..arc ise ityvit penisis xelis mokidebaze xels da imito cert amas...
21:39 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მად
ჩემი აზრით შენ უკვე გააკეთე არჩევანი!როდესაც ამ პროფესიას ირჩევდი მაშინაც საქართველოში ცხოვრობდი და იცოდი საზოგადოება როგორ რეაგირებს ასეთ თემაზე.ეხლა დადგა დრო ცხოვრება შეცვალო.ოჯახის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია თუ შენი პროფესია?ამაზე გააკეთე აქცენტი.სიყვარული თუ გაკავშირებთ ამითაც მიხვდები რომელს აირჩევ.თუ შენ საქმროს არ მოწონს შენი საქმიანობა მისი მეც და კიდევ ბევრსაც ესმის დამიჯერე იოლი არაა კაცისთვის.თანაც ქართველი კაცისთვის
15:09 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
აი იმ ქალებს მინდა მივმართო ქვემოთ რომ სისულელეებს წერენ, თავი რომ თანამედროვე ფემინისტ-გენდერისტები ჰგონიათ და სინამდვილეში გამო$%&ვებული სირაქლემები რომ არიან, თქვე ჩემის თვრამეტიანებო, რომ ურჩევთ ჯიუტად დადექი პროფესია ანაცვალეო, თუ უყვარხარ გაგიგებსო, არ უნდა იმ კაცს ცოლი რომელიც ყოველ დღე ვიღაცის $&ე-#@ერს უყურებს და ძალაა? რატომ ცდილობთ ასეთი იდიოტიზმამდე მისული სიჯიუტით და ძალადობით სხვის ჯინაზე რაღაც უაზრო ვითომფასეულობების დამკვიდრებას?
14:12 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არავითარ შემთხვევაში არ თქვა უარი შენს პროფესიაზე.კაცი რომელიც აქედანვე ულტიმატუმებს გიყენებც წარმოიდგინე ცხოვრების ბოლომდე რას გიზავს.
11:45 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
პროფესიის შეცვლას ჯობია საქმრო შეცვალო,დამიჯერე უფრო ადვილია.
05:24 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მაკა,ჩემო კარგო,მესმის შენი რას ნიშნავს კარიერა შეინარჩუნო,რადგან როგორც აღნიშნე ბავშვობაში მიეცი შენს თავს პირობა რომ აუცილებლად დაეხმარებოდი ადამიანებს (კაცებს),რომელთაც იგივე პრობლემები აქვთ რაც შენს ბიძაშვილს ქონდა,რამაც განსაზღვრა შენი მომავალი პროფესია,მაგრამ თუ მართლა ძალიან გიყვართ ერთმანეთი და დარწმუნებული ხარ მის სიყვარულში ვიღაცის პენისების გამო ნუ დაანგრევ მაგ ურთიერთობას,რადგან ამ ცხოვრებაში საყვარელ ადამიანზე,შვილებზე და ზოგადად ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია. არ ვიცი იქნებ არც ვარ მართალი,მაგრამ მთლად სასიამოვნო ნამდვილად არ არის კაცისთვის მაგის გაგება.(საქართველოში)
21:11 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
natia
Aravitar shemtxvevashi aravis gamo ar unda tqvat tqvens ocnebaze uari. Tqven adamiamenebs archens es kidev dzalian kargi saqcielia.tu martla uyvarxart unda miigos tqvenisamushao.tqven dzalian kargi ocnebagqondat da am shromas nu nu gadagrit wyalshi
19:33 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მია
თქვენი საქმრო რომ გინეკოლოგი იყოს,იგივე პირობას წაუყენებდიი რომ თავი დაენებებინა?
19:10 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
gaumarjos saqartvelos
მაგდენს ტუ ვერ ხვდები რა გატხოვება გინდა. მტელ მსოფლიოსი უროლოგი ქალი არარსებობს. რაგა მაინსდამაინს საქარტველოსი უნდა იკოს ყველაფერი უკუგმა. ტუ მასე ზაან გინდა დაიკიდე გულზე პენისი და იარე ან სუბლზე დაიხატე
16:11 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ციური
არ დაუჯერო გააგრძელეთ თკვენი საქმე მომავალზე იფიქრეთ სანანებელი რომ არ გაგიხდეთ დაიფასე თავი დაფასებული იკნები.
10:59 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS