04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
no name
თავიდან ხომ ისეთი მიგიღო და შეგიყვარა როგორიც იყავი? ხომ იცოდა შენი პროფესია და რას აქტიურობდა?რატომ შეგაყვარა თავი? ე.ი ისეთი ბოლომდე ვერ მიგიღო როგორიც ხარ, ან ეშინია ვაითუ მერე სხვა პაციენტი შეგიყვარდეს ...
10:28 / 23-12-2015
გამოხმაურება / 0 /
meee
Kali var ,magram mesmis am bichis.arc me ar momewoneboda chem cols vigacis penisebi etvalierebina. Magis gageba bevr kacs gauchirdeba.
23:55 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნოდო
nu bevri politikosis yureba imas uyuro jobia :D ra ver gavige tu imas uyura da umkurnala eseigi ra xorcieli kavshiri eqneba da qmars galatis eshinia? tu galati unda ra tuu ar iqna urologi ise ver ugalatebs? egre ,masjin is kaci pliajze tu namusi aq ar unda gavides qartvelisgan ra unda gagikvirdes shidsi xom xelis chamortmevit gaadadis
08:36 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მამაკაცები რა ,,შთამბეჭდავ" კომენტარებს წერენ,სასაცილოა ძალიან,სატირალი რომ არ იყოს! როდესმე გსმენიათ,რომ ექიმ-უროლოგისთვის სულერთია დღეში რამდენ პენისს შეხედავს და შეეხება?ექიმ-გინეკოლოგისთვისაც სულერთია ქალის რამდენ ვაგინას შეხედავს და შეეხება,ექიმ-პროქტოლოგისთვისაც სულერთია რამდენ ანუსს შეხედავს და შეეხება,გავაგრძელო კიდევ? ზოგიერთი თქვენთაგანივით მრუში და გარყვნილი არაა და იმიტომ! შეიგნეთ,რომ ეს მისი პროფესიაა და თან ძალიან საჭირო!!! დამიჯერეთ,როცა პენისზე შეგექნებათ პრობლემა,ან ანუსზე და ადგილზე არ აღმოჩნდება ,,კაცი ექიმი",ტკივილისგან განაწამები, სიამოვნებით გაესინჯებით მსგავსი პროფილის ქალ ექიმებს! ექიმის პროფესია უსქესოა და არაფერი აქვს საერთიო გარყვნილებასთან,რომ მორალისტობთ აქ ,,ქართული" ლოგიკით... და საერთოდ რა შუაშია ფემინისტობა! ფემინიზმი არ სჭირდება იმის შეგნებას,რომ ქალმა ვიღაც უტვინო, აზიატი შეყვარებულის ხუშტურის გულისთვის,წლობით ნალოლიავებ და ესოდენ საჭირო პროფესიაზე,უარი არ უნდა თქვას!
20:46 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
საიდმლო
ეხლავე რო მაგას გეუბნება თუ დაფიქრებულხარ შემდეგ რა ულტიმატუმებს წამოგიყენებს ის არ იფიქრო რას იტყვის ხალხი ვისაც შენი არჩეული პროფესია მოეწონება შენც ის შეიყვარე მაგ ბეჭჭედი უკან დაუბრუნე არ არის შენი გირსი როდესაც მორჩინე მაშინ ხომ იყო კარგი.სზვის სატკივარზე არ ფიქრობს.მასეთ ხალხს მესაკუთრე ქვია და მისი ცოლი რომ იქნები ყველაფერს აგიგრდძალავს
21:33 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ჯერ ცოლად არ მოუყვანიხარ და უკვე ფსქოლოიგიურად გძალადობს და მერე რა იქნება! კაცების მეტი რა არი, თუ ასაკში ხარ და გათხოვება გიჭირს, ისე გააჩინე შვილი და ყველას გააკმენდინებ ამითი ხმას!
12:06 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ჩემი აზრით, ადამიანი, რომ ცოლად შეგირთავს და მერე დილემის წინაშე დაგაყენებს, ეს არის ფსიქლოლოგიური ძალადობა და თუ მოძალადეს ცოლად გაჰყვები, ის მერე სხვანაირადაც იძალადებს. თუ ასაკში ხარ და მეუღლის მოძებნა გიჭირს, შეგიძლია შვილი ისე გააჩინო.
11:50 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
თუ ნამვილად გიყვართ ერთმანეთი და გრძნობ რომ იმ ადამიანის გვერდით გინდა დარჩენილი ცხოვრება გაატარო, უნდა დაფიქრდე. ბოლოს და ბოლოს პროფილი შეიცვალე. თუ არა და გააგრძელე შენი საქმე და მომავალში გამოჩნდება ალბათ ვინმე ვინც გაგიგებს. ისე კაცემის უმეტესობას ნამდვილად არ მოეწონება მისმა ცოლმა დღეში ათი პ..... დაათვალიეროს.
09:18 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთო
არავითარ შემთხვევაში არ თქვა უარი შენს პროფესიაზე.შენს საქმროს აქედანვე უნდა ჰქონდეს გამჯდარი შენი პატივისცემა და მაშასადამე შენი არჩევანისიც.ეს ულტიმატუმი სხვა არაფერია თუ არა გენდერული ჩაგვრა მაგალითისთვის თუ ცოლმა გინეკოლოგ ქმარს გაიოუცზადა არმინდა სხვა ქალის ვაგინებს უყურებდეო შენცარმომიკვდე ყურად იგდოს ქმარმა ან მუდამ კაცის მხარეზე მდგომმა ქართულმა საზოგადოებამ ცოლის ჩივილით იმ შამს იპოვიან გასასამართლებელ საბბუთს ეს მისი სსამსახურიაო მაგრამ აბა ქალის მაგალითზე გადმოვიტანოთ ეს სსიტუაცია რა პროფესია რის სპმსახური იმ შამსვე მორალის კითხვას დაგიწყებენ. ეს განუვითარებლობის ბრალია რათქმაუნდა იმდენი შეგნება არაგაქვთ ჯერ იმბიჭებს რომლებიც აკომენტარებთ არიქა ვიგაცა კაცების პე###ებს ეხები და უყუბო რომ ის ამას აკეთებს როგორც ექიმი ყველა თქვენნაირი სექ##ზე დახამებული კიარაა! თორემ თუ ქალს ბოდიშითდა მარტო კაცების პენ##ების ნახვა უნდა 12 წელი კიარისწავლს ფეხების გაშლას დიპლომი არუნდა.შენკტ ამ წერიდის ავტორო მინდა გითხრა რომ მისაბაძი ქალიხარ მასაცი და ძლიერი მე პირადად ცოდვა გამხელილი სჯობსო და ვერ გპვბედავდი უროლოგობას 17 წლის ვარ და სამედიცინოზე ვაბარებ სულ მინდოდა სექსოლოგობა თუმცა ვერ გავხდები ისევ და ისევ ჩაიორჩენილი საზოგადოების გამო პირველ რიგში კი ოჯახის მიმართ რიდის გამო ხოლო შენ მისაბაძი ქალი ხარ ის გაბედე რასაც ბევრი ვერ იზამდა და მოდი დარჩი სულ ასეთად ))მითუმეტეს ვხედავ დიდიდათ არცხარ იმბიჭზე შეყვარებული ))
18:42 / 08-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ძნელია რჩევის მოცემა ამ შემთხვევაში, მაგრამ წარმოიდგინე ტავი დაანებე სამსახურს, და რა უნდა აკეთო? ქმარი ადრე თუ გვიან ნერვებს მოგიშლის და მერე გულში შენი გადაწყვეტილება უნდა ინანო. ან ტუ არ მოწონდა იმ დალოცვილს შენი პროფესია აქამდე ეთქვა, ანუ შეყვარებულობის პერიოდში მოწონდა სხვის პენისებს რომ ეხებოდი და ეხლა აღარ? დაფიქრდი და დაუკვირდი მის პიროვნულ თვისებებს, თუ ღირს ნამდვილად ამხელა მსხვერპლის გაღება მისთვის და ისიც თუ გაიღებდა იგივეს შენთვის
11:54 / 08-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS