04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
მაკი
იყავი პროფესიონალი ექიმი! შენს პრინციპეპს არ უღალატო! რათ გინდა ისეტი ქმარი რომელსაც არ უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ?!
14:31 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
Izabela
Shen eqimi xar da xalxs sheni daxmareba shirdeba,samwuxarod bevr adamians aqvs mag problema ,tu uyvarxar gagebit unda moekidos shens profesias ,tu ara da gaushvi shengan
23:04 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ელისა
ზალიან ჭირდება საქართველოს ნიჭიერი ექიმები რა მნიშვნელობაა აქ რისი ექიმი ხარ მთავარია წარმატებული იყვე არ დათშნხმდე ვის უკვირს ეხლანდელ დროში ექიმებისთვის მითუმეტეს პაციენტი პაციენტია და ქმარი ქმარია სახლში არ უღალატო შენ პროფესიას რამდენი იბრზოლე შვილო ისწავლე ,ვერარის ეგ შენი საქმროო
22:13 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
Fati.
Sisulele ar gaaketo gogoni.amdeni clis nashroms da nacvalebs vigac utvinos gamo cyalshi yri.rogoric xar iseti migigos.nu sheicvlebi nuravis gamo da nu icekveb mag utvinos dakrulze.exla amas ro geubneba da gibedavs dafiqrebulxar mere ras gizams.es bichi egoistia da mesakutre.mas shen ar uyvarxar.rom yvarebodi amas ar getyoda.rogorc zemot chamotvala qalbatonia tu gogona scorad agnishna siyvaruls da profesias ra saerto aqvs ertmanettan.piriqit unda eamayebodes ro aseti gamocdili.profesionali eqimi ro xar.unda amayobdes shenit da ar unda giyinebdes pretenziebs.gadaashene droulad da cxovrebas nu gaimcareb.
21:52 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
მე მომიტევთ, და ეს მოფიქრებული შემოგდებული თემაა.ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი უროლოგი. ბიძაშვილის სუიციდიო. კარგი არ გრცხვენია შენ, მოსე მწერალო. რომ აბოლებ ხალხს, და მერე ალბათ თავს ირთობ რომ კითხულობ "ბრძნულ"კომენტარებს.
21:16 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
დიმი
დიდი ხანია ვეძებ უროლოგს ვისაც მივენდობი და მართლა შედეგს მივიგებ მკურნალობით . ისედაც ცოტაა კარგი პროფესიონალი ექიმები ჩვენთან , არ უნდა წახვიდეთ სამსახურიდან . თუ მიმკურნალებტ და როგრმე მოვხვდები თქვენთან მადლობელი ვიქნები
22:13 / 24-04-2017
გამოხმაურება / 0 /
გიგა
სად მუშაობს ეს ექიმი??
07:44 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დარჩენილან გინეკოლოგი კაცები უცოლოდ, თქვენ ალბატ ისიც არ გესმით როგორ უყურებს სხვისი ქმარი სხვის ცოლს "ერთ ადგილას". ცოტა გონს მოდით ხალხნო, შენ კიდევ ჩემო კოლეგა, ბიძაშვილის და უროლოგიის ღალატზე ნუ ფიქრობ, იმაზე იფიქრე მასეთი გამო....ბული ქმარი რად გინდა
14:55 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა
მაგას ისე უყვარხარ,როგორც მე- მაო ძედუნი! მოაშორე შენი ცხოვრებიდან,თორემ ახლა რომც დაანებო შენს პროფესიას თავი,მერე სულ იმას წამოგაძახებს,რამდენი პენისი გაქვს ნანახიო და ცხოვრებას გაგიმწარებს!
23:49 / 12-01-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაგას კოჭებში ეტყობა, რაც არის. ჯერ ქმარი არ არის და უკვე მოთხოვნებს გიყენებს. დაახვევინე და მოძებნე. ოჯახი თავგანწირვა კი არ უნდა იყოს,ძალას უნდა გაძლევდეს. საკუთარ თავზე ხელლი თუ აიღე, რად გინდა ასეთი ოჯახი! მაინც აირევა, როცა იქნება
05:56 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS