22 ნოემბერი, 2015
"ქმარი დღეგამოშვებით მაშიშვლებს და ისე მცემს..."
თამარა 45 წლის არის. 30 წლის ასაკში გათხოვდა და იმ დღეს წყევლის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქალი წლების განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლეს ციხისთვის ვერ იმეტებს და ცოტა ეშინია კიდეც მისი, ჰგონია რომ სამართალდამცავები ვერ დაეხმარებიან. ,,ოდესღაც ხომ გამოვა ციხიდან? მიპოვის და მომკლავს ალბათ. დასაკარგი არაფერი ექნება, შებრუნდება კვლავ ციხეში. მე ვიკითხო თორემ, მკვდრის გარდა ყველას ეშველება." - მითხრა საუბრისას. თამარა რჩევას გეკითხებათ და აუცილებლად გამოეხმაურეთ.

თამარა:
- მიშკას ცოლად რომ გავყევი პირველი სამი
წელი ყველაფერი ნორმალურად იყო. ვერ ვიტყვი რომ იდეალურად. მაშინ თითქმის ყველას უჭირდა. ოჯახს როცა ქმნი, იმედი გაქვს რომ სიყვარული ყველაფერს გაგაძლებინებს: სიდუხჭირეს, უსამართლობას, ავადმყოფობას... კარგი ცოლი ვარ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ მართლა თავდაუზოგავად ვზრუნავდი მიშიკოზე, ვმუშაობდი კიდეც, რომ ოჯახში ფული შემეტანა.

მეოთხე წლის ერთ ღამეს სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ სასტიკად მცემა. ვეხვეწებოდი ნუ მირტყამ-მეთქი. მეორე დღეს ჩალურჯებების გამო სახლიდან ვერ გავედი. უმიზეზო ცემა-ტყეპა ორ-სამ თვეში ერთხელ მეორდებოდა. მომდევნო ერთი კვირა სულ ბოდიშებს მიხდიდა და თავს იმართლლებდა. რაღაც პარიოდის მერე მივხვდი რომ ჩემი ქმარი სადისტია.

მის მიმართ შიში გამიჩნდა. სექსზე უარს ვეუბნებოდი და გაუპატიურება დამიწყო. თანაცხოვრებასთან ერთად ცემის შემთხვევებიც გახშირდა. ახლა უკვე დღეგამოშვებით მაშიშვლებს და მცემს. აღარ ვმუშაობ. სწორედ ამ მიზეზით წამოვედი ოფისიდან. ყველა ჩემზე ჭორაობდა. ძალიან დავიღალე... ტუსაღი გავხდი. არ ვიცი ამდენს კიდევ დიდხანს გავუძლებ თუ არა.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
რაო-რაო
ახლა უკვე დღეგამოშვებით მაშიშვლებს და მცემს.--- კალენდარზე გაქვთ აღნიშნული ცემი დღეები თუ ზეპირად იცით? ხომ არ ტოვებს ან ზედიზედ ორ დღეს ხომ არ გიწევთ ცემის ატანა?. და კიდევ ერთი შეკითხვა. როცა იცით ცემის დღე მოდის როგორ ემზადებით თქვენ თვითონ იხდით თუ ელოდებით როდის გაგხდით მეუღლე??
11:39 / 26-12-2017
გამოხმაურება / 0 /
დეა
მასეთ ქმართან ცხოვრებას ყველაფერი მირჩევნია! ერთი სიცოცხლე გვაქვს მოცემული და ისიც სადისტს შევწირო?????
00:11 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
კკკ
ეს ქალი იდიოტია. და საერთოდ რას აკვლევინებს თავს,წამოვიდეს და მერე თU მიუვარდება-პატრული გამოიძახოს და თავდაცვის მიზნით თითონაც შემოულაწუნოს.
13:18 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მექანიკური
ალბათ შენც გევასება სადომაზოხისტური სექსი....ტყუილად თავს ნუ გვაცოდებ
15:44 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
теона - სტოკჰოლმის სინდრომი სხვა რამეა...
16:35 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
11
რადა მახარაძე,საკმარისია ასეთი სტატიების შეთხზვა,ხალხის გაგიჟება და ამ სეირის ყურება მერე.თუ ეს სინამდვილე გაგიმხილეს,აქ კი ნუ წერ,წადი პოლიციაში და იქ ამხილე.
10:20 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ანუ ქმარი ცემს და აუპატიურებს :) ქმარი ნახე რაააა
15:43 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
теона
,,სტოკჰოლმის სინდრომი,, ქვია მაგას ანა.მაგრამ ეგ კიდე ცოტა სხვა რაღაცაა თუმცა დაახლოებით შეიზლება გავდეს სადისტთან ცხოვრების შეჩვევას. ,,ძალადობა პლიუს სადიზმი,, შეიძლება თამაშის დონეზე გამოხატული წინასწარ შეთანხმებული არავერბალურ დონეზე {ტვალებით} როცა მაგრად ესმის წყვილს ერტმანეთის იყოს რაღაც მძაფრი სიამოვნების, განსხვავებულის სიახლის შემცველი,თამაში /სადომაზო/ მაგრამ შენისთანა პათოლოგი ლოთი ქმრბი ვისაც ყავს გაუნათლებელი ტლუ მაგას თამაშის რა გაეგება.ამიტო უნდა დარეკო პატრულში არ აპატიო არავიტარ შემთხვევაში ერთხელაც პატიება დიდი ცოდვაა უკვე.როცა კლასიკური გაგებიტ ძალადობა მითუმეტეს გაუპატიურება ხდება. არც ქმარს არც საქმროს არეპატიება!დაისე ტუ მომავალშიც აპირებ დაუთმო გამიხარდება უარეს დღეში თუ ჩაგაგდებს მეტის ღირსი იქნები მერე იარე სისხლჩაქცევებით კისერზე თუ სხვაგან და იქვითინეე!ტავიდან გაგმართლებია თამარა სამი წელიწადი შენ უნდა იცოდე რა ტკივილის სეგრძნებაა ქალიშვილობის დაკარგვა ძალადობის შედეგად ენას ვერ მოატრიალებ სათქმელათ ვერ იტყვი მაგას ვერც დაწერდი საერთოთ!
15:06 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
შე ქალო, რას ეკვლეინები???. ისე წაკითხული მაქვს. კვლევებით დადასტურებულია რომ სადისტთან ცხოვრებას მსხვერპლი ეჩვევაო.
00:50 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ღირსი ხარ აბა რაუნდა თქვას მეტი ადამიანმა. ..ალბათ მოგწონს დოლის როლში ყოფნა.
21:28 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS