22 ნოემბერი, 2015
"ქმარი დღეგამოშვებით მაშიშვლებს და ისე მცემს..."
თამარა 45 წლის არის. 30 წლის ასაკში გათხოვდა და იმ დღეს წყევლის, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქალი წლების განმავლობაში ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლეს ციხისთვის ვერ იმეტებს და ცოტა ეშინია კიდეც მისი, ჰგონია რომ სამართალდამცავები ვერ დაეხმარებიან. ,,ოდესღაც ხომ გამოვა ციხიდან? მიპოვის და მომკლავს ალბათ. დასაკარგი არაფერი ექნება, შებრუნდება კვლავ ციხეში. მე ვიკითხო თორემ, მკვდრის გარდა ყველას ეშველება." - მითხრა საუბრისას. თამარა რჩევას გეკითხებათ და აუცილებლად გამოეხმაურეთ.

თამარა:
- მიშკას ცოლად რომ გავყევი პირველი სამი
წელი ყველაფერი ნორმალურად იყო. ვერ ვიტყვი რომ იდეალურად. მაშინ თითქმის ყველას უჭირდა. ოჯახს როცა ქმნი, იმედი გაქვს რომ სიყვარული ყველაფერს გაგაძლებინებს: სიდუხჭირეს, უსამართლობას, ავადმყოფობას... კარგი ცოლი ვარ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ მართლა თავდაუზოგავად ვზრუნავდი მიშიკოზე, ვმუშაობდი კიდეც, რომ ოჯახში ფული შემეტანა.

მეოთხე წლის ერთ ღამეს სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ სასტიკად მცემა. ვეხვეწებოდი ნუ მირტყამ-მეთქი. მეორე დღეს ჩალურჯებების გამო სახლიდან ვერ გავედი. უმიზეზო ცემა-ტყეპა ორ-სამ თვეში ერთხელ მეორდებოდა. მომდევნო ერთი კვირა სულ ბოდიშებს მიხდიდა და თავს იმართლლებდა. რაღაც პარიოდის მერე მივხვდი რომ ჩემი ქმარი სადისტია.

მის მიმართ შიში გამიჩნდა. სექსზე უარს ვეუბნებოდი და გაუპატიურება დამიწყო. თანაცხოვრებასთან ერთად ცემის შემთხვევებიც გახშირდა. ახლა უკვე დღეგამოშვებით მაშიშვლებს და მცემს. აღარ ვმუშაობ. სწორედ ამ მიზეზით წამოვედი ოფისიდან. ყველა ჩემზე ჭორაობდა. ძალიან დავიღალე... ტუსაღი გავხდი. არ ვიცი ამდენს კიდევ დიდხანს გავუძლებ თუ არა.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
რაო-რაო
ახლა უკვე დღეგამოშვებით მაშიშვლებს და მცემს.--- კალენდარზე გაქვთ აღნიშნული ცემი დღეები თუ ზეპირად იცით? ხომ არ ტოვებს ან ზედიზედ ორ დღეს ხომ არ გიწევთ ცემის ატანა?. და კიდევ ერთი შეკითხვა. როცა იცით ცემის დღე მოდის როგორ ემზადებით თქვენ თვითონ იხდით თუ ელოდებით როდის გაგხდით მეუღლე??
11:39 / 26-12-2017
გამოხმაურება / 0 /
დეა
მასეთ ქმართან ცხოვრებას ყველაფერი მირჩევნია! ერთი სიცოცხლე გვაქვს მოცემული და ისიც სადისტს შევწირო?????
00:11 / 13-01-2016
გამოხმაურება / 0 /
კკკ
ეს ქალი იდიოტია. და საერთოდ რას აკვლევინებს თავს,წამოვიდეს და მერე თU მიუვარდება-პატრული გამოიძახოს და თავდაცვის მიზნით თითონაც შემოულაწუნოს.
13:18 / 26-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მექანიკური
ალბათ შენც გევასება სადომაზოხისტური სექსი....ტყუილად თავს ნუ გვაცოდებ
15:44 / 09-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
теона - სტოკჰოლმის სინდრომი სხვა რამეა...
16:35 / 24-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS