02 მაისი, 2013
თოჯინა, რომელიც ქალებს გაუთხოვრებად ტოვებდა...
დრო გადიოდა. ჩემმა ულამაზესმა გოგონებმა 30 წელს გადააცილეს, უამრავ ვინმეს მოსწონდა, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მიდიოდა ...10 წლის გახდა იმ დღეს მაყვალა, მამიდამ რომ ულამაზესი თოჯინა აჩუქა – ნამდვილი დედოფალა. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად 87 წლის ქალბატონია და ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს, აღარც რამე უკვირს, მაგრამ იმ საჩუქარს დღემდე ვერ იხსენებს გულგრილად:

- სად იყო ჩემს ბავშვობაში ამდენი სათამაშო, ახლა რომ ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით და თუ ფული გაქვს, რასაც ისურვებ, იყიდი... ის თოჯინა მამიდაჩემისთვის მოსკოვიდან ჩამოეტანათ თავის
დროზე... ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. ცოცხალ ბავშვს ჰგავდა. განსაკუთრებით უცნაური შავი, მართლაც მაყვალივით ულამაზესი თვალები ჰქონდა.

ძალიან შევიყვარე ის თოჯინა, მაგრამ ღამით, თუ ჩემს საძინებელში იყო, ძილი მიტყდებოდა და დედას ვუმტკიცებდი, რომ თოჯინა ''მიცქერდა'' და თავისი მზერით ''მაშინებდა''... დედას ეს ჩემი ახირება ეგონა, მაგრამ როცა თოჯინა მიჰქონდა, ფაქტია, რომ შემდეგ ტკბილად ვიძინებდი. მთავარი არ მითქვამს, მამიდაჩემმა ის თოჯინა მაშინ მაჩუქა, როცა 40 წელს გადაშორდა და მაინც გაუთხოვარი იყო.

''ჩემი შვილები მაინც აღარ მეყოლება და მაყვალამ მაინც გაიხაროს ამ დედოფალათიო!'' - არადა, ის თოჯინა რომ მაჩუქა, ორ თვეში გათხოვდა და ორი შვილის გაჩენაც მოახერხა ასაკის მიუხედავად...

ამას მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც თავადაც დამიგვიანდა გათხოვება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ვერა და ვერ გავთხოვდი. არადა, 40 წლამდე მეც აღარ მიკლდა ბევრი...

ერთხელ მამიდაჩემს, რომელსაც უკვე შვილიშვილი ჰყავდა, ვუთხარი:
- ავდგები და იმ შენს ნაჩუქარ თოჯინას შენს შვილიშვილს ვაჩუქებ, ვატყობ, ახლა მე აღარ მეღირსება დედობა-მეთქი! - და მართლაც დავუბრუნე სათამაშო, რომელიც ძველებურად ულამაზესი იყო - რაღაცნაირად ''უბერებელი'' - ეგ იყო, ახალი კაბა შევუკერეთ, რადგან ძველი გახუნდა...

... რამდენიმე თვეში გამეხსნა ბედი და 39 წლის გავთხოვდი. წლისთავზე ტყუპი გოგონები გამიჩნდა და სწორედ მაშინ მითხრა მამიდაჩემმა:

- მეშინია, გამოჩერჩეტებულ ბებრად არ ჩამთვალო, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა, რომ იმ თოჯინას მაგიური ძალა აქვს, ან ჯადო გააკეთეს მასზე... შენთვის არ მითქვამს, რომ სანამ მამაჩემი დედაჩემს შეირთავდა ცოლად, დეიდაჩემი გაუცნია, დეიდაჩემს კი შეჰყვარებია...

მერე, როცა მისი უმცროსი და შეირთო ცოლად, დეიდაჩემმა ბოღმა ვერ დაფარა, საკუთარი და და სიძე ღალატში დაადანაშაულა და მათთან კავშირი გაწყვიტა... 10 წლის რომ გავხდი, მაშინ მოვიდა და შეგვირიგდა, თან ეს თოჯინა მაჩუქა...

მერე, ხომ ხედავ, ლამის გაუთხოვრად დავბერდი და როცა თოჯინა შენ გაჩუქე, ლამის შენც იგივე დაგემართა. არ მინდა, ჩემს შვილიშვილებსაც გაუმრუდდეთ ბედისწერა. შეიძლება ცოდვაა ჩემი ეჭვიანობა, მაგრამ იმ თოჯინას სახლში არ გავაჩერებ. წავიღებ, მდინარეში მოვისვრი და წყალს გავატან...

არ დავუჯერე მამიდაჩემს და თოჯინა ვერ გავიმეტე გადასაგდებად, ისევ სახლში წამოვიღე. სხვათა შორის, ჩემმა გოგონებმა ის მაშინვე შეიძულეს და ხელს არ ჰკიდებდნენ:
- ცუდი თოჯინაა, ბოროტი! - გაიძახოდნენ გაუცნობიერებლად, მეც კარადის თავზე შემოვდე...

დრო გადიოდა. ჩემმა ულამაზესმა გოგონებმა 30 წელს გადააცილეს, უამრავ ვინმეს მოსწონდა, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მიდიოდა. ხანდახან გაღიზიანებული ვფიქრობდი, შეიძლება სისულელე იყოს, რაც მამიდაჩემმა იმ თოჯინაზე მითხრა, მაგრამ ბედს რატომ ვცდი-მეთქი?! - ერთ დღესაც თოჯინა ღამით გავიტანე სახლიდან და მდინარეში გადავაგდე, როგორც ამას მამიდაჩემი აპირებდა, რომელიც იმ დროს ცოცხალი აღარ იყო... ამის შემდეგ ერთ წელიწადში გამითხოვდა ორივე გოგონა და მეც დავიჯერე, რომ ჯადო მართლა არსებობს...

არ ვიცი, თქვენ დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე, ეს ამბავი მაინც მომეყოლა და მეთქვა, რომ ის ადამიანები, ვისაც მსგავსი პრობლემები უჩნდება, მიზეზი თავიანთ ცხოვრებაში ეძებონ, ფხიზლად იყვნენ...

ინგა ჯაყელი

ჟურნალ ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ტატა
გმადლობთ,რომ გამომეხმაურეთ.მეც მიფიქრია,მაგრამ ვის,არ ვიცი,ყველას,ვინც ამ უნარებს ჩემულობს,ვერ ენდობი.
16:58 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
შეალოცვინეთ
16:49 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
საოცრად კეთილ ოჯახში გავიზარდე,ჩემი მშობლები და უფროსი და-ძმები სიკეთისა და სიყვარულის მთესველი,უანგარო ადამიანები იყვნენ და მეც ამას მინერგავდნენ.როდესაც გავიზარდე,სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და პრაქტიკული საქმიანობა დავიწყე,მამამ მთხოვა,გაჭირვებულ ადამიანს ფული არ გამოართვა,დაიმახსოვრე,რას გიხდიდა სამადლობელს და მე მოგცემო.შემიძლია,ჩავთვალო,რომ მამის თხოვნა შევასრულე.თუმცა მთელ რიგ ტრაგიკულ გარემოებათა გამო ისეთ გაჭირვებაში აღმოვჩნდი,რომ ჩემი უჭკვიანესი და უკეთილშობილესი მამა ვერც კი წარმოიდგენდა.ხოლოის,თუ რა დამემართა,ეს ცალკე საუბრის თემაა,და მრავალ აუხსნელ ფაქტორთანაა დაკავშირებული,რაც ძალაუნებურად მაფიქრებინებს,რომ უსაშინლესი რაღაც გვაქვს გაკეთებული...თუმცა ასეთი რამეების არც მე და არც დედას არ ჯეროდა და ეს ცრურწმენად მიგვაჩნდა.ცხოვრება კი სულ უფრო და უფრო მზიმდება და უსასტუკეს განსაცდელს მიგზავნის...რა ვქნა,ვის მივმართო?უკიდურეს სასოწარქვეთაში ვარ ჩავარდნილი,მივმართე მოძღვარსაც,კონკრეტული რამ,მოთმინებისა და მორჩილების გარდა,რაც ისედაც არ მაკლია და ჩემი ხასიათის ყველაზე დიდ ნაკლად მიმაჩნია,ვერ მივიღე.როდემდე შეიძლება მორჩილად ვიმეორო დიდი ვაჟას სიტყვები-”დამსეტყვე ცაო,დამსეტყვე,აქა ვარ ჩემის თავითა”.მირჩიეთ,რამე
14:59 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
როგორ უნდა ეძებო? ან რას უშველი? მე პირადად ვიცი რომ გამიკეთეს და ვინც გამიკეთა, მეგრამ რა შემიძლია?
14:02 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS