02 მაისი, 2013
თოჯინა, რომელიც ქალებს გაუთხოვრებად ტოვებდა...
დრო გადიოდა. ჩემმა ულამაზესმა გოგონებმა 30 წელს გადააცილეს, უამრავ ვინმეს მოსწონდა, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მიდიოდა ...10 წლის გახდა იმ დღეს მაყვალა, მამიდამ რომ ულამაზესი თოჯინა აჩუქა – ნამდვილი დედოფალა. ჩვენი რესპონდენტი ამჟამად 87 წლის ქალბატონია და ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს, აღარც რამე უკვირს, მაგრამ იმ საჩუქარს დღემდე ვერ იხსენებს გულგრილად:

- სად იყო ჩემს ბავშვობაში ამდენი სათამაშო, ახლა რომ ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით და თუ ფული გაქვს, რასაც ისურვებ, იყიდი... ის თოჯინა მამიდაჩემისთვის მოსკოვიდან ჩამოეტანათ თავის
დროზე... ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. ცოცხალ ბავშვს ჰგავდა. განსაკუთრებით უცნაური შავი, მართლაც მაყვალივით ულამაზესი თვალები ჰქონდა.

ძალიან შევიყვარე ის თოჯინა, მაგრამ ღამით, თუ ჩემს საძინებელში იყო, ძილი მიტყდებოდა და დედას ვუმტკიცებდი, რომ თოჯინა ''მიცქერდა'' და თავისი მზერით ''მაშინებდა''... დედას ეს ჩემი ახირება ეგონა, მაგრამ როცა თოჯინა მიჰქონდა, ფაქტია, რომ შემდეგ ტკბილად ვიძინებდი. მთავარი არ მითქვამს, მამიდაჩემმა ის თოჯინა მაშინ მაჩუქა, როცა 40 წელს გადაშორდა და მაინც გაუთხოვარი იყო.

''ჩემი შვილები მაინც აღარ მეყოლება და მაყვალამ მაინც გაიხაროს ამ დედოფალათიო!'' - არადა, ის თოჯინა რომ მაჩუქა, ორ თვეში გათხოვდა და ორი შვილის გაჩენაც მოახერხა ასაკის მიუხედავად...

ამას მას შემდეგ მივაქციე ყურადღება, რაც თავადაც დამიგვიანდა გათხოვება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ვერა და ვერ გავთხოვდი. არადა, 40 წლამდე მეც აღარ მიკლდა ბევრი...

ერთხელ მამიდაჩემს, რომელსაც უკვე შვილიშვილი ჰყავდა, ვუთხარი:
- ავდგები და იმ შენს ნაჩუქარ თოჯინას შენს შვილიშვილს ვაჩუქებ, ვატყობ, ახლა მე აღარ მეღირსება დედობა-მეთქი! - და მართლაც დავუბრუნე სათამაშო, რომელიც ძველებურად ულამაზესი იყო - რაღაცნაირად ''უბერებელი'' - ეგ იყო, ახალი კაბა შევუკერეთ, რადგან ძველი გახუნდა...

... რამდენიმე თვეში გამეხსნა ბედი და 39 წლის გავთხოვდი. წლისთავზე ტყუპი გოგონები გამიჩნდა და სწორედ მაშინ მითხრა მამიდაჩემმა:

- მეშინია, გამოჩერჩეტებულ ბებრად არ ჩამთვალო, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა, რომ იმ თოჯინას მაგიური ძალა აქვს, ან ჯადო გააკეთეს მასზე... შენთვის არ მითქვამს, რომ სანამ მამაჩემი დედაჩემს შეირთავდა ცოლად, დეიდაჩემი გაუცნია, დეიდაჩემს კი შეჰყვარებია...

მერე, როცა მისი უმცროსი და შეირთო ცოლად, დეიდაჩემმა ბოღმა ვერ დაფარა, საკუთარი და და სიძე ღალატში დაადანაშაულა და მათთან კავშირი გაწყვიტა... 10 წლის რომ გავხდი, მაშინ მოვიდა და შეგვირიგდა, თან ეს თოჯინა მაჩუქა...

მერე, ხომ ხედავ, ლამის გაუთხოვრად დავბერდი და როცა თოჯინა შენ გაჩუქე, ლამის შენც იგივე დაგემართა. არ მინდა, ჩემს შვილიშვილებსაც გაუმრუდდეთ ბედისწერა. შეიძლება ცოდვაა ჩემი ეჭვიანობა, მაგრამ იმ თოჯინას სახლში არ გავაჩერებ. წავიღებ, მდინარეში მოვისვრი და წყალს გავატან...

არ დავუჯერე მამიდაჩემს და თოჯინა ვერ გავიმეტე გადასაგდებად, ისევ სახლში წამოვიღე. სხვათა შორის, ჩემმა გოგონებმა ის მაშინვე შეიძულეს და ხელს არ ჰკიდებდნენ:
- ცუდი თოჯინაა, ბოროტი! - გაიძახოდნენ გაუცნობიერებლად, მეც კარადის თავზე შემოვდე...

დრო გადიოდა. ჩემმა ულამაზესმა გოგონებმა 30 წელს გადააცილეს, უამრავ ვინმეს მოსწონდა, მაგრამ საქმე ქორწილამდე არ მიდიოდა. ხანდახან გაღიზიანებული ვფიქრობდი, შეიძლება სისულელე იყოს, რაც მამიდაჩემმა იმ თოჯინაზე მითხრა, მაგრამ ბედს რატომ ვცდი-მეთქი?! - ერთ დღესაც თოჯინა ღამით გავიტანე სახლიდან და მდინარეში გადავაგდე, როგორც ამას მამიდაჩემი აპირებდა, რომელიც იმ დროს ცოცხალი აღარ იყო... ამის შემდეგ ერთ წელიწადში გამითხოვდა ორივე გოგონა და მეც დავიჯერე, რომ ჯადო მართლა არსებობს...

არ ვიცი, თქვენ დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე, ეს ამბავი მაინც მომეყოლა და მეთქვა, რომ ის ადამიანები, ვისაც მსგავსი პრობლემები უჩნდება, მიზეზი თავიანთ ცხოვრებაში ეძებონ, ფხიზლად იყვნენ...

ინგა ჯაყელი

ჟურნალ ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
Cira
Idiotoba ar aris.zaan damajerebelia.vigacam tavisi uigbloba tojinashi chado da vigacam aikra es uigbloba.ra ari aq daujerebeli?
05:37 / 14-06-2020
გამოხმაურება / 0 /
ბაბუ
თუ არ მეშლება ინგა ჯაყელი ანომალიურ მოვლენებზე,მფრინავ თეფშებზე და ამგვარ თემებზე წერდა კვირის პალიტრაში,ეტყობა კარგად ეხერხება უცნაური ამბების შეთხზვა.
17:35 / 05-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დავაი რა გაასხით!!!, თუ ქალი გქვია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გატხოვდები ნებისმიერ ასაკში, თოჯინა რო გიჭერდეს გათხოვებაში- ბუ ჰა ჰა ჰა რამდენი ვიცინე :D :D :D
11:00 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
დიდი ხანია ინგა ჯაყელის ე.წ. ნაწარმოებებს ვადევნებ თვალს... საიდან მოაქვს ასეთი იდიოტური ამბები,ეტყობა თავადაც შინაბერაა.. ყველა მის ნაწერს ეტყობა ეს.
00:04 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
sona
ტატა მე საკუთარ გამოცდილებას გეტყვი. სახარება წაიკითხე ოთხივე, რომ დაამთავრებ ისევ ახლიდან დაიწყე და მერე ისევ თავიდა, ერთ დღესაც კი როდესაც სულიერი სიცარიელე შეივსება, თვითონ გაგიჩნდება განსხვავებული აზრები და პრობლემებსა და სადარდებლებს სხვადსხვა თვალით შეხედავ ყოველ ალიდან წაკითხვაზე.. და სულიერ ზრდას რომ იგრძნობ ფეხი შენი თვითონ მიგიყვანს იმ ტაზარში და იმ მოძღვართან რომელიც შენი შულიერი მოძღვარი გახდება, და ეძებე იქამდე სანამ არ იპოვი ამსულიერ საზრდოს. მთავარია არ დანებდე
23:25 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ჯადო ან რაგც მსგავსიშეიდზლება არსებობს კიდეც მაგრამ სასურველია ყოველა ქრისტიანმა ატაროს 90 და50 ფსალმუნი ის აუცილებლად დაგიცავთ
22:48 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
ქალბატონი ტატა, ნებისმიერ მოძგვარს არ გააჩნია ამის მოხსნის ძალა...... თბილისში თუ ცხოვრობთ მეტეხის ტაძარში მიბრძანდით და იქ მამა აკაკი და მამა თარიელი ატარებენ კვეთებულის ლოცვებს და ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ნამდვილად გიშველით.....რეგინში თუ ბრძანდებით იქაც იქნება ალბატ მსგავსი შესაძლებლ;ობებიტ დაჯილდოვებული მოძგვარი......ისე უფალმა მაპატიოს და მტერს თავისივე იარაღით უნდა ებრძოლოო, ნათელმხილველთანაც შეიძლება რომ მიბრძანდეთ......
18:22 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
ქალბატონი ტატა, ნებისმიერ მოძგვარს არ გააჩნია ამის მოხსნის ძალა...... თბილისში თუ ცხოვრობთ მეტეხის ტაძარში მიბრძანდით და იქ მამა აკაკი და მამა თარიელი ატარებენ კვეთებულის ლოცვებს და ჩემი გამოცდილებით ვიცი რომ ნამდვილად გიშველით.....რეგინში თუ ბრძანდებით იქაც იქნება ალბატ მსგავსი შესაძლებლ;ობებიტ დაჯილდოვებული მოძგვარი......ისე უფალმა მაპატიოს და მტერს თავისივე იარაღით უნდა ებრძოლოო, ნათელმხილველთანაც შეიძლება რომ მიბრძანდეთ......
18:22 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თინა
ტატას.არ ვიცი რა შეგემთხვა ან როგორ პირობებში ხარ, მაგრამ არ მომწონს,რომ თავდაჯერებული ამბობ რაღაც გაქვთ გაკეთებული,თან ამას მორჩილებით იღებ. ღმერთის რწმენა მოთმენა არ არის( რასაც სამწუხაროდ მოძღვერი გვეუბნება ).ღმერთის რწმენაა,როცა დილით,რომ იღვიძებ და იცი, რომ ღმერთს ამ ქვეყანაზე ყველაზე ძალიან შენ უყვარხარ, ყველაფერი კარგი შენთვის უნდა.საქმის გასაკეთებლად რომ წახვალ,რიგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეს უკან არ დაიხიო, გახსოვდეს რომ ღმერთი შენს გვერდით დგას,ღმერთს უნდა,რომ შენ გაიმარჯვო,ბოროტი ძალა გიშლის ხელს,მაგრამ ღმერთი ხომ უფრო დიდია. და კიდევ ერთი: მოითმინეო ამბობს ღმერთი,მაგრამ თუ ვერ ითმენ განერიდე ბოროტსო.ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი:განერიდე ბოროტს.თავი არავის დააჩაგვრინო.ჩამოცილდი იმ ხალას ვინც გჩაგრავს, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, სიყვარული არის ზრუნვა და თუ არ ზრუნავენ შენზე,ნუ იკლავ თავს მორჩილებით და ნუ აბრალებ ღმერთს.გახსოვდეს ღმერთს ყველაზე ძალიან შენ უყვარხარ.
17:22 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატას
ტატა, ჩემო კარგო, არავითარი შელოცვა , მაგით კიდევ უფრო არ გაიფუჩო მდგომარეობა... ერთ რჩევას მოგცემდი, კვეთებულის ლოცვებზე იარე, მეტეხის ტაძარში, მამა აკაკისთან... ზუსტად არ ვიცი როდისაა ეგ ლოცვები, მაგრამ ვიცი რომ განსაცდელში მყოფი ადამიანები, რომელთAც ეჭვი აქვთ რომ რამე გაუკეთეს, იქ დადიან :)) უფალმა გაგაძლიეროოს...
17:22 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS