19 ნოემბერი, 2015
57 წლის ძიძამ ქმარი წამართვა - გთხოვთ, მირჩიეთ რამე
23 წლის ლილეს ისტორია შოკისმომგვრელია. ვერ გადაუწყვეტია იბრძოლოს ოჯახის შესანარჩუნებლად თუ დანებდეს და ქმარს მეორე ცოლის მოყვანის საშუალება მისცეს.

ლილე: ვზივარ და ვფიქრობ... როგორ წამართვა 57 წლის ქალმა ქმარი?! 19 წლის ასაკში გავთხოვდი. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი. გააზრებულად გავყევი ავთოს. ვიმსჯელეთ და დამპირდა, რომ სწავლასა და მუშაობაში ხელს შემიწყობდა. პირობა აასრულა. ბავშვი რომ შეგვეძინა ძიძა ავიყვანეთ. ნარგიზა ხანშიშესული ქალი იყო, დაახლოებით დედაჩემის ასაკის. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მასზე უნდა მეეჭვიანა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და
თან მუშაობა დავიწყე. მინდოდა ჩემი შემოსავალი მქონოდა და მომვლელისთვისაც თავად გადამეხადა ანაზღაურება.

ავთო ჩვენს ძიძას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა. ქალაქგარეთ თუ გავდიოდით სულ თან მოჰყავდა. რამდენჯერმე ნათესავების შეკრებაზეც კი დაპატიჟა. ამ წლის რვა მარტს ორივეს - მეც და ნარგიზასაც- საჩუქრები მოგვიტანა. ცოტა არ იყოს მეწყინა... მე ყვავილები მომცა, იმას სამკაული. გავეხუმრე ასეთი ხელგაშლილიც ნუ იქნები ჩვენს ძიძასთან, თორე შეუყვარდები-მეთქი... ენამ მიყივლა!

ნარგიზა კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც ფეხს ითრევდა. ვითომ დალაგებაში ან დარეცხვაში მეხმარებოდა, ხანდახან მაგიდას აწყობდა ჩემ მაგივრად. ცოტა რომ შეგვიანდებოდა დაიწუწუნებდა როგორ დამაღამდაო, ავთოც წაყვანას სთავაზობდა. რამდენიმე საათი თუ არ გამოჩნდებოდა ვურეკავდი და ვეკითხებოდი რომელ ძმაკაცთან შეიარე-მეთქი.

ერთხელ ტელეფონზე დედაჩემს ველაპარაკებოდი, დამავიწყდა რომ გაზზე ვახშამი მედგა და დავწვი. ავთო ძალიან გაბრაზდა. მეჩხუბა და წამომაძახა, ნარგიზასგან ვერაფერი როგორ ვერ ისწავლეო. გამიკვირდა, საერთოდ რა შუაში იყო ნარგიზა?! ჩხუბისას ცხელ ტაფას ხელი ჰკრა და თითები დაიწვა. ონკანი მოვუშვი, ცივ წყალს მისი ხელი შევუშვირე და ვცადე გამეხსნებინა დამწვრობის მალამო სად იდო. ჩემმა ქმარმა წყალი დაკეტა და მითხრა:

- აღარ შემიძლია ასე.
- ძალიან გეწყვის, ხო? გინდა ექიმს გამოვუძახო?!
- არა, არა. შენთან აღარ შემიძლია.
- ამას თუ დამწვარი საჭმლის გამო მეუბნები... რა მოხდა, აწი, უფრო ყურადღებით ვიქნები. რატომ მტკენ გულს?

ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მითხრა რომ დაშორება სურდა. ნორმალურად მიზეზსაც ვერ მეუბნებოდა. ძალიან განვიცადე. მთელი ღამე ვტიროდი. ავთო სასტუმრო ოთახში სავარძელზე იწვა და ვიღაცას ემესიჯებოდა. მივხვდი, რომ საყვარელი ჰყავდა. მაგრამ რას ვიფიქრებდ თუ ეს საყვარელი ნარგიზა იყო?!

მეორე დღეს მთხოვა ჩემოდანი ჩამილაგეო. გამაბრაზა მისმა უნამუსობამ, მაგრამ უღიმღამოდ მაინც ჩავუყარე ტანსაცმელი. სამსახურში ვიყავი წასასვლელი. ძიძას მოსვლას 40 წუთი ველოდე, რომ არ გამოჩნდა გადავურეკე. ვიგრძენი რომ ჩემი ხმის გაგონება გაუკვირდა.

- ავად ხომ არ გამხდარხართ ნარგიზა, დეიდა? რატომ არ ჩანხართ?
- შენ რა, არაფერი მოგიყოლია?- ნარგიზას ხმა შედარებით შორიდან გავიგონე, როგორც ჩანს, ყურმილი გასწია.
- არა, განქორწინების საბუთებს რომ მივუტან ყველაფერს მოვუყვები. რა საჩქაროა? - გავიგონე ჩემი ქმრის ხმა.

მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ყურმილი გავთიშე, შედარებით დავწყნარდი და ავთოს მივუმესიჯე შემხვდი-მეთქი. საღამოს სახლში მოვიდა. ალბათ ლაპარაკი გაიგონეო... ზუსტად ასე დაიწყო საუბარი და დასძინა, რომ ნარგიზას ცოლად მოყვანას აპირებდა. მსურდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ პირი რომ გავაღე ერთი ბგერაც არ დამცდა. ვიფიქრე რაც კი ჭურჭელია ყველას დავლეწავ და ამ ტკივილისგან გავნთავისუფლდები-მეთქი, მაგრამ ძალა არ მქონდა...

ჩემმა დაქალებმა მკითხავთან წამიყვანეს. მკითხავი მარწმუნებს, რომ ჩემს ქმარს ჯადო აქვს გაკეთებული. არვიცი რა ვიფიქრო... რა გავაკეთო. მირჩიეთ რამე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ნია
კი მაგრამ რამდენი წლისაა შენი ქმარი? ვაი დედაა რეები არ ხდება... ეგრე იცის ნარგიზა დეიდამ. დაიკიდე მწარედ ინანებს ნახავ ... რთულია მაგრამ შენ უნდა შეძლო შენ ძლიერი გოგო უნდა იყო, მერწმუნე იპოვი უკეთეს ცხოვრებაში, სულით არ დაეცე და მკითხავებს თავს ნუ გააპახავებინებ... შენი რწმენით სუფთა სინდისით განაგრძე გზა და ნახავ გაგიმართლებს...
06:35 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
შენს ადგილას რომ ვიყო, ჯერ ხომ იმ ნარგიზას გადავალეწავდი თავზე ყველაფერს, მერე ამ ბოთე ქმარსაც ზედ მივაყოლებდი. გულს მაინც მოვიოხებდი, სულელად რომ არ ჩავეთვალე. ეგეთი ჩანჩურა ქმარი რად გინდა ?? დეიდა ნარგიზა თავის დაკრულზე რომ აცეკვებს. ნერვების მოშლის მეტი არაფერი გექნება, გაუშვი წავიდეს . მობეზრდებათ ერთმანეთი და მალეც დაშორდებიან. ან კი ღირს უღირს კაცთან ცხოვრება?? ,აუკარი გუდა ნაბადი და ჯანდაბაში გაუშვი სამუდამოდ.
02:09 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
რად გინდა ისეტი კმარი,, ასეტი ადვილი წასაყვანი ტუა? ახალგაზრდა ხარ და განატლებული, გაუჰვი წავიდეს, სჰენ სჰენი ბედს აუცილებლად სჰეხვდები და ბედნიერი იკნები.
22:30 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
კეთილისმსურველი
გირჩიო? რა უნდა გირჩიოთ იმის გარდა, რომ აუცილებლად მობრუნდება უკან. მანამ კი დიდი ტკივილის გადატანა მოგიწევს. საკითხავი ის არის რომ მობრუნდება შენ თუ გენდომება კიდევ მასთან ყოფნა? მე არ მენდომებოდა. ახლა მხოლოდ გამძლეობას გისურვებ. მომავალში ბედნიერებას.
21:02 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
Egeti katsis kolas sul Ar gkavdes jobia,magit qvekana Ar daingreva-ipovi sxvas.mag kats tanamedrove tsoli ki Ar unda dedobrivi mzrunveloba unda da imitomats ver gamodis mag asakidan deda kovzit rom achmevs-qartveli katsebis daavadeba.mixede tavs jobia!
20:56 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
inga
Aseti adamiani arcaa sheni girsi.tavides da yavdes is beberi nargiza
20:09 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ამიტომ შვილო შვილიც შენ თვითონ უნდა გაგეზარდა, სახლშიც შენვე უნდა გეტრიალა და ქმარი გემრიელი სადილებით შენვე უნდა გაგენებივრებინა და მერე ნახავდი ნარგიზას თუ გაეკიდებოდა შენი ქმარი. ისე ახალგაზრდას აიყვანენ ძიძად ვაი, ასაკიანებს უი, ვერ გავიგე რა ჯობია. ის ქალი კი დედასავით რომ დასდგომოდა გვერდით ოჯახს, იმის მაგივრად ოჯახი დაუნგრია სირცხვილი მაგას
19:21 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი დედა
ნუ გეშინია. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. შენ ისეთ ასაკში ხარ უფრო და უფრო გალამაზდები და ისევ შენთან მოძუნძულდება შენი ახუნტრუცებული ქმარი, დიდხანს არ ენდომება ბებერი ნარგო. დამიჯერე.
16:07 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS