19 ნოემბერი, 2015
57 წლის ძიძამ ქმარი წამართვა - გთხოვთ, მირჩიეთ რამე
23 წლის ლილეს ისტორია შოკისმომგვრელია. ვერ გადაუწყვეტია იბრძოლოს ოჯახის შესანარჩუნებლად თუ დანებდეს და ქმარს მეორე ცოლის მოყვანის საშუალება მისცეს.

ლილე: ვზივარ და ვფიქრობ... როგორ წამართვა 57 წლის ქალმა ქმარი?! 19 წლის ასაკში გავთხოვდი. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი. გააზრებულად გავყევი ავთოს. ვიმსჯელეთ და დამპირდა, რომ სწავლასა და მუშაობაში ხელს შემიწყობდა. პირობა აასრულა. ბავშვი რომ შეგვეძინა ძიძა ავიყვანეთ. ნარგიზა ხანშიშესული ქალი იყო, დაახლოებით დედაჩემის ასაკის. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მასზე უნდა მეეჭვიანა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და
თან მუშაობა დავიწყე. მინდოდა ჩემი შემოსავალი მქონოდა და მომვლელისთვისაც თავად გადამეხადა ანაზღაურება.

ავთო ჩვენს ძიძას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა. ქალაქგარეთ თუ გავდიოდით სულ თან მოჰყავდა. რამდენჯერმე ნათესავების შეკრებაზეც კი დაპატიჟა. ამ წლის რვა მარტს ორივეს - მეც და ნარგიზასაც- საჩუქრები მოგვიტანა. ცოტა არ იყოს მეწყინა... მე ყვავილები მომცა, იმას სამკაული. გავეხუმრე ასეთი ხელგაშლილიც ნუ იქნები ჩვენს ძიძასთან, თორე შეუყვარდები-მეთქი... ენამ მიყივლა!

ნარგიზა კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც ფეხს ითრევდა. ვითომ დალაგებაში ან დარეცხვაში მეხმარებოდა, ხანდახან მაგიდას აწყობდა ჩემ მაგივრად. ცოტა რომ შეგვიანდებოდა დაიწუწუნებდა როგორ დამაღამდაო, ავთოც წაყვანას სთავაზობდა. რამდენიმე საათი თუ არ გამოჩნდებოდა ვურეკავდი და ვეკითხებოდი რომელ ძმაკაცთან შეიარე-მეთქი.

ერთხელ ტელეფონზე დედაჩემს ველაპარაკებოდი, დამავიწყდა რომ გაზზე ვახშამი მედგა და დავწვი. ავთო ძალიან გაბრაზდა. მეჩხუბა და წამომაძახა, ნარგიზასგან ვერაფერი როგორ ვერ ისწავლეო. გამიკვირდა, საერთოდ რა შუაში იყო ნარგიზა?! ჩხუბისას ცხელ ტაფას ხელი ჰკრა და თითები დაიწვა. ონკანი მოვუშვი, ცივ წყალს მისი ხელი შევუშვირე და ვცადე გამეხსნებინა დამწვრობის მალამო სად იდო. ჩემმა ქმარმა წყალი დაკეტა და მითხრა:

- აღარ შემიძლია ასე.
- ძალიან გეწყვის, ხო? გინდა ექიმს გამოვუძახო?!
- არა, არა. შენთან აღარ შემიძლია.
- ამას თუ დამწვარი საჭმლის გამო მეუბნები... რა მოხდა, აწი, უფრო ყურადღებით ვიქნები. რატომ მტკენ გულს?

ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მითხრა რომ დაშორება სურდა. ნორმალურად მიზეზსაც ვერ მეუბნებოდა. ძალიან განვიცადე. მთელი ღამე ვტიროდი. ავთო სასტუმრო ოთახში სავარძელზე იწვა და ვიღაცას ემესიჯებოდა. მივხვდი, რომ საყვარელი ჰყავდა. მაგრამ რას ვიფიქრებდ თუ ეს საყვარელი ნარგიზა იყო?!

მეორე დღეს მთხოვა ჩემოდანი ჩამილაგეო. გამაბრაზა მისმა უნამუსობამ, მაგრამ უღიმღამოდ მაინც ჩავუყარე ტანსაცმელი. სამსახურში ვიყავი წასასვლელი. ძიძას მოსვლას 40 წუთი ველოდე, რომ არ გამოჩნდა გადავურეკე. ვიგრძენი რომ ჩემი ხმის გაგონება გაუკვირდა.

- ავად ხომ არ გამხდარხართ ნარგიზა, დეიდა? რატომ არ ჩანხართ?
- შენ რა, არაფერი მოგიყოლია?- ნარგიზას ხმა შედარებით შორიდან გავიგონე, როგორც ჩანს, ყურმილი გასწია.
- არა, განქორწინების საბუთებს რომ მივუტან ყველაფერს მოვუყვები. რა საჩქაროა? - გავიგონე ჩემი ქმრის ხმა.

მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ყურმილი გავთიშე, შედარებით დავწყნარდი და ავთოს მივუმესიჯე შემხვდი-მეთქი. საღამოს სახლში მოვიდა. ალბათ ლაპარაკი გაიგონეო... ზუსტად ასე დაიწყო საუბარი და დასძინა, რომ ნარგიზას ცოლად მოყვანას აპირებდა. მსურდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ პირი რომ გავაღე ერთი ბგერაც არ დამცდა. ვიფიქრე რაც კი ჭურჭელია ყველას დავლეწავ და ამ ტკივილისგან გავნთავისუფლდები-მეთქი, მაგრამ ძალა არ მქონდა...

ჩემმა დაქალებმა მკითხავთან წამიყვანეს. მკითხავი მარწმუნებს, რომ ჩემს ქმარს ჯადო აქვს გაკეთებული. არვიცი რა ვიფიქრო... რა გავაკეთო. მირჩიეთ რამე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მაკა
ვწუხვარ, რომ ბოროტი ადამიანის მახეში გაებით....ხომ გაგაცურეს...ეხლა შენი ჯერია...ეცადე მოელაპარაკო ქმარს და ბავშვის გამო ოჯახის შენარჩუნება შეაძლებინო..ითამაშე, იხუმრე და მერე თავადაც თუ მოგწყინდება სიცილ-ხარხარით გაუშვი
09:05 / 25-12-2017
გამოხმაურება / 0 /
gocha
აუცილებლად დაიბრუნეტ ქმარი.არ დაუთმოთ მაგ ქალს!!!
21:09 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
შორენა
არ დაუთმო ქმარი,ის ახლა საღ ჭკუაზე არაა,მას დახმარება და გვერდში დგომა უნდა როგორც ავადმყოფს,მიდი ტაძარში,უამბე მოძღვარს,თუ საჭირო გახდა მკითხავსაც შეალოცინე რომ ჯადო მოეხსნას....ბევრი ისტორიაა დღეს სამწუხაროდ მასეთი,ბევრმა მიყიდა ეშმაკს სული,არ გაახარო ბოროტი,ინანებ მომავალში რო უბრძოლველად დათმე,შენი შვილის მამაა და ვალია შენი მის წინაშეც.ცადე ყველა ხერხი.როცა დაიბრუნებ ეცადეთ მუდმივად იაროთ ტაძარში რომ მსგავსი რამ ადვილად აგარ შეგემთხვეთ,ეშმაკს არ სძინავს,მუდამ ცდილობს უფლისთვის სათნო ადამიანების გამწარებას,უფალი. დაგეხმარება,მთავარია სცადო....უფალს ებარებოდეთ....
00:40 / 24-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
gaushvı camsvlelı unda cavıdes shen maınc ver daakaveb kıserı moutexıa metad tu vegar azrovnebs chemı gulaxdılı rcheva ıkneba rom shens mozgvars daelaparako ım echvebıs shesaxeb rac shen gakvs saxlshıc rame gaketebulı ar kondes saxlı akurtxe aucıleblad
02:14 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მმ
ეს არ ვიცი ჟურნალისტის ფანტაზიაა თუ არა მაგრამ, ჩემს ახლოს ცხოვრობდა ოჯახი ცოლი იყო სადღაც 40 წლის, ქმარიც ასე 42 წლის, მათი შვილი ჩემი ბიჭის კლასელი იყო, ეს ოჯახი მეზობლობდა ასე 65 წლის მარტოხელა ქალთან შვილები რუსეთში ყავდა დაოჯახებული, თვითონ ქართულად გაზრდილი ოსი იყო. ამ კაცმა ეს ქალი ცოლად მოიყვანა, იყო წივილი- კივილი, პოლიციას უძაებდა ამ კაცის ცოლი, მაგარი კონცერტები. რა მოხდა , რა არა თვითონ იციან მაგრამ, ყველას რომ ეგონა ეს კაცი დედის ტოლა ქალთან არ დარჩებოდა სულ გაყიდეს ბინა და წავიდნენ, მიატოვა ამ კაცმა ოჯახი. ასე, რომ შეეგუე რეალობას და დაწყნარდი, შენი ბრალია რატომ შეუშვი სახლში ბებერი ბოზი. მეც ასაკიანი ვარ, აფერისტობენ თავს რომ იდებენ და ახალგაზრდებს გლანძღავენ, ვინც გლანძღავთ ისინი უარეს აკეთებდნენ თავის დროზე.
19:54 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ზურას დაუჯერეთ, მე ქმარმა რომ მიღალატა ასე მოვიქეცი და ეხლა ვახო ვარ...
13:52 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
"ვენედეტა...ქართულად"- გლიჯავ,ბევრი ვიცინე :DDDD რამდენი იდიოტია ,,,ოხერი?! ნარგიზა ბებომ არ ააგდო ფინთი გოიმივით?? :)))
19:22 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვენდეტა...ქართულად
დახვდი ნარგიზიას,პადიეზდთან.გაძუყნე კარგად,ათრიე თმებით,ეძახე ბ...ი და ჩ...ი,თან აგინე მამაპაპურად,აპერკოტი ბზრიალში,არ დაგავიწყდეს, მერე ადექი და შენ ქმარს,მანქანის შუშები ჩაულეწე,ან არადა საღებავი გადაასხი....აპაა? მაგენმა ვის დასცინეს ვის? შეეენ?აწი ნახონ რაია სიყვარული და მყუდრო კერა....
14:11 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ორიენტაცია შეიცვალე...
10:07 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
არ იდარდო დიდი დრო არ უწერია მათ ურთიერთობას
09:19 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS