18 ნოემბერი, 2015
19 წლის თბილისელი ბიჭის გასაჭირი - "მამაჩემი ჩემი ძმა აღმოჩნდა..."
19 წლის ნიკა ოჯახური გაურკვევლობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტრაგედიას შეიძლება მისი მომავალი შეეწიროს.

ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.

ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს
მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოაცხადა ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც გამითენდეს, ამიტომ სიმართლე უნდა გითხრათო. როგორც იციან, ჩვენც დავაიმედეთ აუცილებლად გამოჯანმრთელდები-თქო. თავისნათქვამა კაცი იყო და ამჯერადაც გაჯიუტდა, თქვენ არაფერი იცითო.

- ლამარა, შენ ნუ გამიჯავრდები და... - მიმართა ბებიაჩემს. ბებია ცრემლმორეული იჯდა და შიგადაშიგ ცხვირს იხოცავდა. - ჩემი მდივანი გახსოვს? ისეთი ლამაზი ქალი იყო. კალმით ნახატი! 7 წლით ვიყავი მასზე უფროსი. მოკლედ... დიდხანს მყავდა საყვარლად. ერთ დღეს გამომიცხადა ორსულად ვარო. გვიანი იყო მუცლის მოშლა. თუმცა საშუალება რომც ყოფილიყო აბორტს არ გავაკეთებინებდი. ბავშვმა რა დააშავა მე თუ ვიცუღლუტე?! (ჩაიცინა)

მუცელი როგორც კი დაეტყო სამსახურიდან გავუშვი. მშობიარობისას დერეფანში ვიჯექი. ისეთი განწირული კივილი ისმოდა ერთი კი ვიფიქრე უკანმოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ დავრჩი. გაჩნდა უსაყვარლესი ბიჭი. მე თუ მკითხავ, ჩემი ბავშვობის ალიკვალი. - უეცრად ჩაურთო - ეს ის პერიოდია დედაშენს და მამაშენს შვილი, რომ არ უჩნდებოდათ. - წამიერი პაუზის შემდეგ კი საყვარლის თემას დაუბრუნდა. ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ეს გადახვევა.

- ძალიან დაასუსტა მშობიარობამ. შევთავაზე თუ გინდა საზღვარგარეთ გაგიშვებ, ბავშვს დავიტოვებ და მე მოვუვლი-მეთქი. დიდხანს არ უფიქრია, ისე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც შეეშინდა შვილის უქმროდ გაზრდა. ქართველების ამბავი ხომ იცი, ყველა ენასაა გამობმული. მოვიყვანე ეს ბავშვი ოჯახში. დედაშენი და მამაშენი მოვატყუე თითქოს თავშესაფრიდან წამოგიყვანე... სიხარულით მიგიღეს და შეგიყვარეს. გადავწყვიტეთ შენთვის არასდროს გვეთქვა რომ აყვანილი ხარ.

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ბაბუაჩემი რაღაც ზღაპარს მიყვებოდა. მშობლებს გავხედე, სახეზე ფერი არ ედოთ.

- შენ გგონია გავგიჟდი? - არა შვილო...

როგორი დასაჯერებელია, რომ კაცი, რომელიც ბაბუაშენი გეგონა შენი მამა აღმოჩნდა, მამა კი - ძმა. დიდხანს არ გავნძრეულვარ. ბაბუა (თუ მამა?!) განაგრძობდა ბუტბუტს. აღარაფერი მესმოდა. მერე ავდექი, სახლის კარი გავიჯახუნე და თბილისის ზღვაზე ავედი. ცუდ ხასიათზე ყოფნისას სულ ბუნებასთან სიახლოვე მირჩევნია. ბუნებამაც ვერ მიშველა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი დგას.
ბაბუაჩემი მეორე დღეს მართლაც გარდაიცვალა.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... ჩემი ნამდვილი დედის ძიება დავიწყო? არაბიოლოგიურ დედას რძალი დავუძახო? სრული არეულობაა თავში. რამე მირჩიეთ, გთხოვთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
Kონგო
ბაბუა ბაბუა ჩემი კარგი ბაბუა, ბაბუა ბაბუა, ჩეეემიიი ბაბუა
18:01 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
დედა
დაიმახსოვრე _ მშობელი ის არის, ვინც გაგზარდა და უყვარხარ. რაც შეეხება ბილოგიურ დედას, დაფიქრდი _ ღირს კი მისი ძებნა? მისთვის შენ დროებითი გატაცების შედეგი ხარ, მეტი არაფერი. შეიძლება, შენსავით სხვა შვილიც ჰყავდეს მიტოვებული.ნუ დაინგრევ ცხოვრებას, შენი მომავალი ამჯერად შენზეა დამოკიდებული. შენი ბიოლოგიური დედა კი მხოლოდ დონორად ჩათვალე. დარწმუნებული ვარ, გაზრდილს და დავაჟკაცებულს რომ დაგინახავს, ცრემლებს გადმოღვრის და თავს შეგაცოდებს. არ ღირს!
17:22 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ჩემი აზრით ადამიანს იმაზე ძვირფასი არავინ ყავს ვინც ზრდის, სითბოს და სიყვარულს ჩუქნის. შენი მშობლები არ დაკარგო, არც მაგათი სიყვარული ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას თუ ძალიან გაინტერესებს ნახე თუ არადა კარგად იყოს//// შენს ცხოვრებას მიხედე
16:42 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მიკა
შეშვი ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებულ განცდებს! დამიჯერე საკუთარი გამოცდიებით! გააგრძელე ცხოვრება აღმზრდელი მშობლების დიდი პატივისცემით და სიყვარულით! რომ არა აღმზრდელები, შეიძლება თქვენ ფიზუკურადაც არ ყოფილიყავით...
13:52 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS