18 ნოემბერი, 2015
19 წლის თბილისელი ბიჭის გასაჭირი - "მამაჩემი ჩემი ძმა აღმოჩნდა..."
19 წლის ნიკა ოჯახური გაურკვევლობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტრაგედიას შეიძლება მისი მომავალი შეეწიროს.

ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.

ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს
მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოაცხადა ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც გამითენდეს, ამიტომ სიმართლე უნდა გითხრათო. როგორც იციან, ჩვენც დავაიმედეთ აუცილებლად გამოჯანმრთელდები-თქო. თავისნათქვამა კაცი იყო და ამჯერადაც გაჯიუტდა, თქვენ არაფერი იცითო.

- ლამარა, შენ ნუ გამიჯავრდები და... - მიმართა ბებიაჩემს. ბებია ცრემლმორეული იჯდა და შიგადაშიგ ცხვირს იხოცავდა. - ჩემი მდივანი გახსოვს? ისეთი ლამაზი ქალი იყო. კალმით ნახატი! 7 წლით ვიყავი მასზე უფროსი. მოკლედ... დიდხანს მყავდა საყვარლად. ერთ დღეს გამომიცხადა ორსულად ვარო. გვიანი იყო მუცლის მოშლა. თუმცა საშუალება რომც ყოფილიყო აბორტს არ გავაკეთებინებდი. ბავშვმა რა დააშავა მე თუ ვიცუღლუტე?! (ჩაიცინა)

მუცელი როგორც კი დაეტყო სამსახურიდან გავუშვი. მშობიარობისას დერეფანში ვიჯექი. ისეთი განწირული კივილი ისმოდა ერთი კი ვიფიქრე უკანმოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ დავრჩი. გაჩნდა უსაყვარლესი ბიჭი. მე თუ მკითხავ, ჩემი ბავშვობის ალიკვალი. - უეცრად ჩაურთო - ეს ის პერიოდია დედაშენს და მამაშენს შვილი, რომ არ უჩნდებოდათ. - წამიერი პაუზის შემდეგ კი საყვარლის თემას დაუბრუნდა. ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ეს გადახვევა.

- ძალიან დაასუსტა მშობიარობამ. შევთავაზე თუ გინდა საზღვარგარეთ გაგიშვებ, ბავშვს დავიტოვებ და მე მოვუვლი-მეთქი. დიდხანს არ უფიქრია, ისე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც შეეშინდა შვილის უქმროდ გაზრდა. ქართველების ამბავი ხომ იცი, ყველა ენასაა გამობმული. მოვიყვანე ეს ბავშვი ოჯახში. დედაშენი და მამაშენი მოვატყუე თითქოს თავშესაფრიდან წამოგიყვანე... სიხარულით მიგიღეს და შეგიყვარეს. გადავწყვიტეთ შენთვის არასდროს გვეთქვა რომ აყვანილი ხარ.

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ბაბუაჩემი რაღაც ზღაპარს მიყვებოდა. მშობლებს გავხედე, სახეზე ფერი არ ედოთ.

- შენ გგონია გავგიჟდი? - არა შვილო...

როგორი დასაჯერებელია, რომ კაცი, რომელიც ბაბუაშენი გეგონა შენი მამა აღმოჩნდა, მამა კი - ძმა. დიდხანს არ გავნძრეულვარ. ბაბუა (თუ მამა?!) განაგრძობდა ბუტბუტს. აღარაფერი მესმოდა. მერე ავდექი, სახლის კარი გავიჯახუნე და თბილისის ზღვაზე ავედი. ცუდ ხასიათზე ყოფნისას სულ ბუნებასთან სიახლოვე მირჩევნია. ბუნებამაც ვერ მიშველა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი დგას.
ბაბუაჩემი მეორე დღეს მართლაც გარდაიცვალა.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... ჩემი ნამდვილი დედის ძიება დავიწყო? არაბიოლოგიურ დედას რძალი დავუძახო? სრული არეულობაა თავში. რამე მირჩიეთ, გთხოვთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
nana
Ikàvi madlobeli uplis da ojaxis sadgats sanagveze rom ar agmochndi,dznelia dajereba magram gagivlis da moepere mag xalxs,dedashens rom ndomebodi manamde mogdzebnida- dapikrdi da Ar ichkaro tsxel gulze!nu gaiubedureb tavs.
20:39 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სიყვარული, სიყვარული და კიდევ ერთხელ სიყვარული აი ესაა გამოსავალი!!!
19:33 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვისაც ასეთი ისტორია გადახდა თავს. არაფერი ტრაგედია ამაში არ არის. ეგ შენი ოჯახია და გააგრძელე ისე როგორც შენი გული გიკარნახებს. შენს გამზრდელებს გულს ნუ ატკენ. მათ გიშვილეს ისე რომ არც კი იცოდნენ ვისი შვილი იყავი. შეგიყვარეს, გაგზარდეს და განათლება მოგცეს. ახლა შენ რას ან ვის ეძებ ვერ გავიგე.შენი დედა ეგ არის ვისთანაც ცხოვრობ.
18:26 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ნამდვილად რტული პერიოდი გაქვს, მაგრამ შენი გამზრდელები შენთან არ ტყუიან აი მამა (ბიოლოგიურს ვგულისხმობ ) ნამდვილად ცუდად მოგექცა. მაგრამ გამოუვალი სიტუაცია არ არის, სეგიძლია ბიოლოგიური დედა მოძებნო შენთვისაც და ყველასტვია ასე აჯობებს.
15:49 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
აბაბუ
დაიკიდე ძმაო, დაიკიდე.
14:54 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
სადაც ხარ იქ უნდა დარჩე,ისევ შენს ოჯახში ყოფილხარ,ბიოლოგიური დედა კი შეგიძლია იპოვო,ბოლოსდაბოლოს იქნებ და-ძმებიც გყავს და კი უნდა იცნობდე მათ.
00:19 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
პენსიონერი
რა ტრაგედია ეგაა, რა მოხდა, მაინც მაგათი სისხლის არ ხარ? ბავშვობიდან რომ გცოდნონდა რომ უფროსი ძმა და რძალი გზრდიდნენ, არ გეყვარებოდა? ისევ ისე უნდა გააგრძელო ცხოვრება და ისევ ისე გიყვარდეს. ბიოლოგიური დედა კი ალბათ უნდა მოძებნო. საწყალი, ალბათ რა დღეები გადაიტანა. სახლში კი აუხსენი, რომ თქვენს შორიას ყველაფერი ძველებურად დარჩება
19:18 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
რომც მოდებნო საერტო ენას მაინც ვერ იპოვიტ ის უცხოა დამიჯერე ახლა დზნელია დასკვნის გაკეტება ამიტომ ცივი გონებიტ გადაცყვიტე ყველაფერი ცხელ გულზე არაფერი იმოქმედო მერე ინანებ დაბრუნდი და გამზრდელებს ეცი დიდი პატივი მატზე დზაან არავის ეყვარები.
18:31 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
მარტო გაჩენა არ არის, მთავარია ვინ გაგზარდა და ამაგი გასწია შენზე,ვინც სითბო და სიყვარული გაჩუქა , ვინც ადამიანად ჩამოგაყალიბა, ისაა შენი დედა , პატივი ეცი შენს გამზრდელს და არ დაივიწყო სიცოცხლის მანძილზე , ბიოლოგიურ დედას რომ სდომებოდა აქამდე მოგიკითხავდა, ალბათ არც ახსოვხარ და სჯობია შენც დაივიწყო, ცხოვრება გააგრძელე და ეცი პატივი შენს გამზრდელ დედას....
18:07 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
Kობა
ბაბუა ბაბუა ჩემი კარგი ბაბუა, ბაბუა ბაბუა, ჩეეემიიი ბაბუა
18:02 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS