18 ნოემბერი, 2015
19 წლის თბილისელი ბიჭის გასაჭირი - "მამაჩემი ჩემი ძმა აღმოჩნდა..."
19 წლის ნიკა ოჯახური გაურკვევლობის მსხვერპლია და თქვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ტრაგედიას შეიძლება მისი მომავალი შეეწიროს.

ნიკა: ერთი კვირის წინ შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. აღმოჩნდა, რომ 19 წელი სიცრუეში გავატარე. ვიცოდი, რომ დედაჩემს და მაჩემს ქორწინებიდან მეექვსე წელს გავუჩნდი. დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დასაფეხმძიმებლად მკურნალობის კურსის ჩატარება დასჭირდა.

ბოლო სამი თვე ბაბუა ავადმყოფობდა და ლოგინადაც ჩავარდა. ერთ საღამოს
მთელი ოჯახი შეგვკრიბა და გამოაცხადა ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც გამითენდეს, ამიტომ სიმართლე უნდა გითხრათო. როგორც იციან, ჩვენც დავაიმედეთ აუცილებლად გამოჯანმრთელდები-თქო. თავისნათქვამა კაცი იყო და ამჯერადაც გაჯიუტდა, თქვენ არაფერი იცითო.

- ლამარა, შენ ნუ გამიჯავრდები და... - მიმართა ბებიაჩემს. ბებია ცრემლმორეული იჯდა და შიგადაშიგ ცხვირს იხოცავდა. - ჩემი მდივანი გახსოვს? ისეთი ლამაზი ქალი იყო. კალმით ნახატი! 7 წლით ვიყავი მასზე უფროსი. მოკლედ... დიდხანს მყავდა საყვარლად. ერთ დღეს გამომიცხადა ორსულად ვარო. გვიანი იყო მუცლის მოშლა. თუმცა საშუალება რომც ყოფილიყო აბორტს არ გავაკეთებინებდი. ბავშვმა რა დააშავა მე თუ ვიცუღლუტე?! (ჩაიცინა)

მუცელი როგორც კი დაეტყო სამსახურიდან გავუშვი. მშობიარობისას დერეფანში ვიჯექი. ისეთი განწირული კივილი ისმოდა ერთი კი ვიფიქრე უკანმოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ დავრჩი. გაჩნდა უსაყვარლესი ბიჭი. მე თუ მკითხავ, ჩემი ბავშვობის ალიკვალი. - უეცრად ჩაურთო - ეს ის პერიოდია დედაშენს და მამაშენს შვილი, რომ არ უჩნდებოდათ. - წამიერი პაუზის შემდეგ კი საყვარლის თემას დაუბრუნდა. ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ეს გადახვევა.

- ძალიან დაასუსტა მშობიარობამ. შევთავაზე თუ გინდა საზღვარგარეთ გაგიშვებ, ბავშვს დავიტოვებ და მე მოვუვლი-მეთქი. დიდხანს არ უფიქრია, ისე დამთანხმდა. ალბათ თვითონაც შეეშინდა შვილის უქმროდ გაზრდა. ქართველების ამბავი ხომ იცი, ყველა ენასაა გამობმული. მოვიყვანე ეს ბავშვი ოჯახში. დედაშენი და მამაშენი მოვატყუე თითქოს თავშესაფრიდან წამოგიყვანე... სიხარულით მიგიღეს და შეგიყვარეს. გადავწყვიტეთ შენთვის არასდროს გვეთქვა რომ აყვანილი ხარ.

ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ბაბუაჩემი რაღაც ზღაპარს მიყვებოდა. მშობლებს გავხედე, სახეზე ფერი არ ედოთ.

- შენ გგონია გავგიჟდი? - არა შვილო...

როგორი დასაჯერებელია, რომ კაცი, რომელიც ბაბუაშენი გეგონა შენი მამა აღმოჩნდა, მამა კი - ძმა. დიდხანს არ გავნძრეულვარ. ბაბუა (თუ მამა?!) განაგრძობდა ბუტბუტს. აღარაფერი მესმოდა. მერე ავდექი, სახლის კარი გავიჯახუნე და თბილისის ზღვაზე ავედი. ცუდ ხასიათზე ყოფნისას სულ ბუნებასთან სიახლოვე მირჩევნია. ბუნებამაც ვერ მიშველა! ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი დგას.
ბაბუაჩემი მეორე დღეს მართლაც გარდაიცვალა.

არ ვიცი როგორ მოვიქცე... ჩემი ნამდვილი დედის ძიება დავიწყო? არაბიოლოგიურ დედას რძალი დავუძახო? სრული არეულობაა თავში. რამე მირჩიეთ, გთხოვთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
შენ ბედნიერი ხარ პატარავ შენს სასიკეთოდ გადადგეს ეს ნაბიჯი და ამას მიხვდები, შოკიდან გამოსვლას თავად ებრძოლე და შენს თავს შემოუძახე,რომ ბედნიერი ხარ პირიქით მათ სჭირდებათ,ბაბუას სულს სჭირდება შენი მიტევება, სხვის ხელში თუ აღმოჩნდებოდი რა იქნებოდა ამაზე იფირე შენს სისხლ-ხორცთან გაიზარდე და ღმერთის უმადური ნუ იქნები ვაჟკაცურად შეხვდი, ვაშკაცი გაიზრდები და არა ლაჩარი
08:18 / 26-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვერც კი ხვდები რამდენად გაგიმრთლა , რომ ორი მშობლიდან ერთი მაინც აღმოჩნდა მზრუნველი, სხვათა შორის თავის ოჯახიანად. უმადურიბა არაფრით არ უნდა გამოიჩინო. რა დაკარგე?-ნათესავები, სისხლი, ხორცი თუ სიყვარული და ერთგულება? რაც შეეხება დედას, შეიძლება შენი გამოჩენით სხვაგან ისევ ტყუილზე და გატაცებაზე ძლივს შეკოწიწებული ცხოვრება დაუნგრიო, არადა აუცილებლად უნდა იცოდე შენი ახლო ნათესავები ვინ არიან, დასაქორწინებელი ახალგაზრდა ხარ და გამოუსწორებელი ცოდვის მსხვერპლი არ გახდე. აი, აქ კი ნამდვილად გჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა.
17:46 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
კეთილისმსურველი
ეკლესიაში იარე შვება ნახავ თან სწორ გზას იპპოვი წარმატებები
11:40 / 14-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
რძალს მაზლი გააზრდევინეს კი ქონდა უფლება რომ სცოდნოდა ვის ზრდიდა,,, უნდა სცოდნოდათ რძალსაც და შვილსაც, მითუმეტეს,რომ თავის ძმას ზრდიდა და არა უცხოს ,, თითქოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი -ბავშვია,მაგრამ ბოლოს გაგებული სიმართლე ძალიან მწარეა და ასეთ ახლობელს სიცრუისთვის როგორ იმეტებთ,,ეს პაპა კაი მოცვეთილი ყოფილა! ამ ბავშვის ბიოდედა კი სად ჯანდაბაში "იმალებოდა"ეს წლები?ღირს კი მოსაძებნად?!
22:07 / 07-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
იკნებ მოზებნოტ ტკვენი დედა. ვინ ისის იმან რა პირობებსი დაგტოვატ. დარზმუნებული ხარტ რომ ბაბუატკვენმა ანუ მამა სიმარტლე მოგიკვატ დედის ზასვლის სესახებ. იკნებ იპოვოტ დედა და მოუსმინოტ. ტკვენ პირველი არა ხარტ და არს ბოლო არ იკნებიტ ალბატ. სხოვრება სილამაზიტაა სავსე
15:45 / 21-11-2015
გამოხმაურება / 0 /
საქაღთველო?
მთავარია არ იფიქრო ის რომ ალკოჰოლი გიშველის;) წარმატებები ძმა....ისე ორთი ორჯერ სამჯერ ან ცოტა მეტჯერ მოსაწევი მოწიე და იგრდზნობ რომ ბედნიერი ხარ...იქ შადაც ხარ :*
18:04 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
არავის მოძებნას არ გირჩევ. დედას რომ სდომნოდი არ დაგტოვებდა რაა?! ეგენი შენი სისხლისანი არიან და იყავი ჭკვიანად! წარმატებები!
10:20 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
დედა
ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ მადლიერების გრძნობა. რა მნიშვნელობა აქვს მამა გზრდიდა თუ ძმა. ორივე შენთან იყო, მხოლოდ "არეული" ნათესაური "წოდებით". რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას -არც კი არის გასახსენებელი. მას ისეთი კაცისგან ყავდა შვილი, რომელიც პასუხისმგებლობას არ გაქცევია. მას თავისუფლად შეეძლო თავისი შვილი თავად გაეზარდა და არ დაეტოვებინა. ამიტომ ნუ იქნები უმადური. შენზე საკუთარმა დედამ თქვა უარი , ხოლო უცხომ-შვილად მიგიღო და არაფერი მოგაკლო. განა ეს ქალი უფრო დასაფასებელი არ არის?!?! მოეფერე მას და ნუ გაეკიდები იმას, რომელმაც შენზე თქვა უარი.არცერთი მშობელი, რომელიც შვილზე იტყვის უარს, არ არის იმ შვილის ღირსი და არ იმსახურებს იმ შვილს. ბევრი სხეულით ვაჭრობს, მაგრამ შვილს არ ტოვებს.
22:23 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლსასკაკ
ამღზრდელი დედაა, ნამდვილი დედა და არ ის ვინც მიგატოვა,მაპატიე პირდაპირობისთვის,შენ მაინც მათი სისხლი და ხორცი ხარ მათდამი უწინდელი გრძნობა არ შეცვალო. ბიოლოგიური დედას მე შენს ადგილას არ გადავყვებოდი მაგრამ მაინც ვცდიდი მოძებვნას
22:07 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
შენს ძმას კი უნდა გახარებოდა, საკუთარი სისხლი და ხორცი გაუზრდია.ასე არაა? პრინციპში რძალსაც. პატარა მაზლს მეც სიამოვნებით გავზრდიდი:))
21:43 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS