05 ნოემბერი, 2015
ყოფილი მაზლი ინტიმური ფოტოებით მაშანტაჟებს
ელენეს მაზლი ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებს და ოჯახში დარჩენას აიძულებს.

ელენე: ქმართან დაშორება ერთი თვის წინ გადავწყვიტე. ყოველგვარი სკანდალების გარეშე ჩავალაგე ბარგი, სამზარეულოში გავედი, ყავა ავადუღე, ფეხი ფეხზე გადავიდე და სიგარეტს მოვუკიდე. არ ვღელავდი, მშვიდად ველოდი ქმრის დაბრუნებას.

რომ მოვიდა არც საჭმელი შემითავაზებია, არც გამოცვლა დავაცადე, პირდაპირ ვუთხარი რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით, ჩვენი ურთიერთობა ყველაფერი იყო ცოლ-ქმრობის გარდა. ვფიქრობ, გულის სიღრმეში თავადაც მეთანხმებოდა. ტაქსი გამოვიძახე და მშობლების სახლში წავედი. არ გასულა ერთი კვირა... დილას მობილურის ზარმა
გამაღვიძა. ავიღე, გაბრუებული ვიყავი და მაზლის (ნოდარის) ხმა ვერ ვიცანი.

- ელენე, ახლა ვაიბერში ფოტოებს გამოგიგზავნი და კარგად დაფიქრდი ქმართან დაშორება გინდა თუ არა. - ვაიბერი გავხსენი და რას ვხედავ? ჩემი შიშველი ფოტოები. ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე თქვენგანი თავისთვის არ მაიმუნობს... ვვარჯშობ, ჩემი სხეული მომწონს და ხშირად ვიღებ ინტიმურ ფოტოებს. ზოგში უკანალი მიჩანდა, ზოგში - მკერდი, რამდენიმე ფოტოში თავიდან ბოლომდე შიშველი ვჩანდი.

- ჩემს ძმას თუ არ შეურიგდები ამ ფოტოებს გავაბაზრებ და ცუდ კუდსაც მივაბამ. როგორ გგონია, ვის დაუჯერებენ, ქმარგაშორებლ ქალს თუ მეოჯახე კაცს? - ნოდარის ცინიკური ხმა ჰქონდა. დიდად არასდრს მეხატებოდა გულზე! ეს სურათები საიდან გაქვს-მეთქი ვკითხე. თურმე ჩემი საიდუმლო ფაილი გაუტეხავს და თავის მობილურში გადაუწერია. მთლად ნორმალური ვერ არის ალბათ, აბა რძლს შიშველი სურათები რად უნდა? ეგ ვერც წარმიდგენდა რომ მე ქმარს ოდესმე დავშორდებოდი...

დასაფიქრებლად ერთი თვე მომცა. დრო იწურება... რა გავაკეთო, დავიკიდო და აფრიალონ ჩემი შიშველი სურათები თუ ქმარს კიდევ ერთი შანსი მივცე? მინდა ეს ფოტოები რაიმენაირად გავანადგურო, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს როგორ...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
,,,
ეგ უფრო პორნო სურათები გამოდის და მაგის გადამღების ფსიქიკა არ მგონია ნორმალური. მაზლს ვურჩევ, სულაც მოიშოროს ასეთი რძალი, რად უნდა? ჩემი სხეული მეც მომწონს, მაგრამ საჯდომს მართლა არ ვუღებ სურათებს
16:09 / 05-12-2015
გამოხმაურება / 1 /
სესი
ვაი შენს პატრონს :დდდდ
17:04 / 06-06-2019
ნანა
სურათის გადაღებას სარკე მირჩევნია, ისე, როცა ასეთ სურათს იღებ, კარგადაც უნდა დამალო
16:07 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე თქვენგანი თავისთვის არ მაიმუნობს... ვვარჯშობ, ჩემი სხეული მომწონს და ხშირად ვიღებ ინტიმურ ფოტოებს. ზოგში უკანალი მიჩანდა, ზოგში - მკერდი, რამდენიმე ფოტოში თავიდან ბოლომდე შიშველი ვჩანდი,_ეს რაღაა,მთლად ჭკუაზეც ვერ ყოფილხარ სრულად,ავადმყოფი ხარ უბედურო?მაშინ სურათების გავრცელება რატომღა გაწუხებს?ეგეც გაატარე,არ გამოვიდა თავმოყვარე ქალი?
00:30 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ტიტლიკანა ქალს
ოჯახის ქალი თავის ტიტლიკანა სურათებს არ ტვირთავს კომპიუტერში,რათა მერე დატკბეს მისი თვალიერებით...მერე ჯდება კუხნაში,უპლაკუნებს პრიმას,და თავს გვაცოდებს....თურმე შანტაჟს უწყობენ,ამ უმიწიკვლო,ოჯახის დიასახლისს....რა გულისამაჩუყებელია პირდაპირ
12:13 / 07-11-2015
გამოხმაურება / 0 /
aeeee
მაგ შენს მაზლს სულ კიდიხარ,მარა ფული უნდა და იმიტომ გაშანტაჟებს. კაცთან სექსის დროს ხო არ გაქვს გადაღებული რო გეშინია? დაიკიდე და ყურადღებას რო არ მიაქცევ თვითონვე შეგეშვება. მთელი ცხოვრება შენ ხო არ დაგიწყებს დევნას?
23:12 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
შენ ტუ შერიგებაარ გინდა ქმართან სულ სხვაა მაგრამ ტუ არ გინდა მაშინ გამოცვალე ტელეფონის ნომერი და იცხოვრე ტკბილად ტა კიდე რამეს მოგცერს დალაპარაკებიტ არ დაელაპარაკო ეცადე მოგცეროს აი იმ ესემეს რასაც უზამ ტუ გინდა მოსჰორება ეგრეა თუარადა რავი სჰენ უკეტესად იცი მე არ მივცემდი შანტაჟის უფლებას ურალო გაფრტხილებიტ სჰემოვხაზავდი სადაც საჩიროა იქ
21:36 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
რა უნდა გააკეთო? ადვოკატი აიყვანე და ის მოაგვარებს მაგ საქმეს ისე, მთელი ცხოვრება რო ეყოფა მაგ შენს მაზლს. 100% მოგებული ხარ იცოდე. და ეს მაზლები რას ეკვეტებიან სადაც არავინ ეკითხებათ?
13:34 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ოო, ცუდ დღეში ყოფილხარ. ისე რად გინდოდა მაგ ფოტოების გადაღება.??? ჩაიხედავდი სარკეში და დაინახავდი შენ თავს.
01:57 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS