05 ნოემბერი, 2015
ახალდაქორწინებული ვარ და ქმრის წინ გაშიშვლების მრცხვენია
ქეთი სულ რაღაც ორი თვეა გათხოვდა და ოჯახში უკვე პრობლემები აქვს. როგორც წერილში აღნიშნა, თავადაც ჩვენი მკითხველია. ხშირად ეცნობა ხოლმე საიტზე განთავსებულ ისტორიებს. ქეთი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და დაეხმაროთ.

ქეთი:

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ამით ვამაყობ. დედაჩემმა არაჩვეულებრივად მასწავლა წესიერი და უწესო საქციელის გარჩევა... შვილები რომ მეყოლება ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ წავიყვან. მჯერა, რომ ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, არ მესმის გოგონების, რომლებიც გაიძახიან გენდერული თანასწორობაო... რა დროს გენდერული თანასწორობაა, როცა ოჯახში
საჭმელია გასაკეთებელი და სარეცხი გასარეცხი? თანამედროვე ქალებს ქმარ-შვილის მოვლა ეზარებათ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად არის... ჩემს ქმარს მუდამ სუფთა და გაუთოვებული სამოსი აცვია, უგემრიელეს და ნაირ-ნაირ კერძებს აგემოვნებს. მეზობლები სულ შენატრიან რა ცოლი გყავსო! მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს... ორი თვეა დაქორწინებულები ვართ მე კი მისი თანდასწრებით გახდის მრცხვენია. შიშველი რომ არ დამინახოს მიწევს სხვა ოთახში გასვლა და იქ გამოცვლა, ლოგინშიც მირჩევნია გრძელმკლავიანი პიჟამო მეცვას.

თავიდან მეხუმრებოდა ჩოხა-ახალუხით წვებიო, ახლა უკვე ჩხუბში გადასდის. მეკითხება რატომ არ შეგიძლია სხვა ცოლებივით იყოო. გამაგებინეთ ერთი რას უკეთებენ სხვა ცოლები ქმრებს?! სიყვარული და პატივისცემა ტიტლიკანა ტანტალში გამოიხატება? რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ცუდად გავხდი.

ჩემს დაკაპიწებულ მკლავებსაც კი რომ უყურებს ვწითლდები, აღარ ვიცი სად გავიქცე და ჰაერი არ მყოფნის. ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. შევთანხმდით, რომ სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევ (კომპლექსს თავად ეძახის, თორემ ჩემი აზრით ყველა პატიოსანი ქალი ასე უნდა იქცეოდეს) მხოლოდ ღამით გვექნება სექსუალური კავშირი, ჩამქრალი შუქით, საბნის ქვეშ და მე გრძელი პიჟამო მეცმევა, მას კი - მაისური.

დიდხანს არ მოითმენს. სასწრაფოდ უნდა მოვიმოქმედო რამე! იქნებ მირჩიოთ როგორ დავამარცხო სირცხვილის გრძნობა. როგორც ვხედავ, ჩემს ქმარს უნამუსო ქალი ურჩევნია. როგორ გავხდე უნამუსო? აუცილებლად გამომეხმაურეთ გოგონები, რომლებიც მინიკაბებით, დეკოლტეებით, მოხსნილი ზურგითა და გადმოგდებული ჭიპით დადიხართ ქუჩაში. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
დავითი
ჩემო კარგო მინდა მოკლედ დავწერო და იმედია წაიკითხავ ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა ზუსტად მასეთი იყო მაგრამ ეს ურთიერთობა დაღუპვისათვის იყო გამზადებული ცოლები და ქმრები ვინც საწოლში თავისუფლად არიან ესენი აუცილებელი არაა გარყვნილებად შევრაცხოთ ცოლი ქმრის სხეულის ყოველი ნაწილით უნდა ტკბებოდეს და ქმარი ცოლის ეს სრულფასოვანი ცოლქმრობის საწინდარია.მოკლედ ასე გამომივიდა იმედია დაფიქრდები.
02:36 / 08-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ზკ
ეს უეჭველი შიშველიც არ ბანაობს
14:05 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერთხელ მოერიე თავს, გაიხადე შენი ჩOხა ახალუხი და ისე დაწექი ლოგინში, ხოდა მიეცი იმ შენს ქმარს საშუალება რომ როგორმე გაგხსნას, თორემ ბოლოს მობეზრდება და უკვე გახდილ ქალთან წავა და შენ უყურე მერე გარეცხილ სარეცხს და დალაგებულ სახლს:)
15:00 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
no name
მდაააა... ვკითხულობ და ვფიქრობ ეს ქალი ნორმალური არის თუ მოგონილი ამბავია??შე დალოცვილო თუ ასე გრცვენოდა სიშიშვლის და კაცის საერთოდ რაღას თხოვდებოდი? დედამ მხოლოდ ტრადიციული კერძები და დალაგება გასწავლა? ქმარმა ცოლის სხეულის ყველა დეტალი იცის და ცოლმა ქმრისა, ცოტა ხანში მობეზრდება შენი გაუთოვებულ დაწკრიალებული სახლი, მას პირველ რიგში ცოლი ჭირდება, ქალი..კაცს ურჩევნია ნახევრად მშიერი იყოს და საწოლში ყავდეს მაგარი ქალი (ცოლი)...ყველა თუ არა ძაან ბევრი უთანხმოება სქესობრივი შეუთავსებლობით იწყება.რას თხოვდებოდი საერთოდ???
14:12 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
????????????
მიეცი უფლება შენს ქმარს რომ დღეც შეგეხოს შიშველს სექსის დროს და ღამეც......... ნუ შეგრცხვება რადგან ეს ცოლქმრის მთავარი სიყვარულის ნაწილია ...... და აქ დაკომენტარებულებს ზოგ ზოგს ნუ დაუგდებ ყურს ,...... ზოგი რას დაგიწერს და რას არა ..... შენ უფრო იცი რა ჯობია შენთვის და რაა არა .... ნეტავ თვითონ არ იყვნენ შენს ადგილზე თუ ესენი პირდაპირ დაახტნენ ზედ კარგით რააააა ....... ადამიანი თავის პრობლემას წერს თკვენ კი დასცინით ფუუუუუუუუჰ .......
05:52 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS