05 ნოემბერი, 2015
ახალდაქორწინებული ვარ და ქმრის წინ გაშიშვლების მრცხვენია
ქეთი სულ რაღაც ორი თვეა გათხოვდა და ოჯახში უკვე პრობლემები აქვს. როგორც წერილში აღნიშნა, თავადაც ჩვენი მკითხველია. ხშირად ეცნობა ხოლმე საიტზე განთავსებულ ისტორიებს. ქეთი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და დაეხმაროთ.

ქეთი:

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ამით ვამაყობ. დედაჩემმა არაჩვეულებრივად მასწავლა წესიერი და უწესო საქციელის გარჩევა... შვილები რომ მეყოლება ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ წავიყვან. მჯერა, რომ ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, არ მესმის გოგონების, რომლებიც გაიძახიან გენდერული თანასწორობაო... რა დროს გენდერული თანასწორობაა, როცა ოჯახში
საჭმელია გასაკეთებელი და სარეცხი გასარეცხი? თანამედროვე ქალებს ქმარ-შვილის მოვლა ეზარებათ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად არის... ჩემს ქმარს მუდამ სუფთა და გაუთოვებული სამოსი აცვია, უგემრიელეს და ნაირ-ნაირ კერძებს აგემოვნებს. მეზობლები სულ შენატრიან რა ცოლი გყავსო! მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს... ორი თვეა დაქორწინებულები ვართ მე კი მისი თანდასწრებით გახდის მრცხვენია. შიშველი რომ არ დამინახოს მიწევს სხვა ოთახში გასვლა და იქ გამოცვლა, ლოგინშიც მირჩევნია გრძელმკლავიანი პიჟამო მეცვას.

თავიდან მეხუმრებოდა ჩოხა-ახალუხით წვებიო, ახლა უკვე ჩხუბში გადასდის. მეკითხება რატომ არ შეგიძლია სხვა ცოლებივით იყოო. გამაგებინეთ ერთი რას უკეთებენ სხვა ცოლები ქმრებს?! სიყვარული და პატივისცემა ტიტლიკანა ტანტალში გამოიხატება? რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ცუდად გავხდი.

ჩემს დაკაპიწებულ მკლავებსაც კი რომ უყურებს ვწითლდები, აღარ ვიცი სად გავიქცე და ჰაერი არ მყოფნის. ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. შევთანხმდით, რომ სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევ (კომპლექსს თავად ეძახის, თორემ ჩემი აზრით ყველა პატიოსანი ქალი ასე უნდა იქცეოდეს) მხოლოდ ღამით გვექნება სექსუალური კავშირი, ჩამქრალი შუქით, საბნის ქვეშ და მე გრძელი პიჟამო მეცმევა, მას კი - მაისური.

დიდხანს არ მოითმენს. სასწრაფოდ უნდა მოვიმოქმედო რამე! იქნებ მირჩიოთ როგორ დავამარცხო სირცხვილის გრძნობა. როგორც ვხედავ, ჩემს ქმარს უნამუსო ქალი ურჩევნია. როგორ გავხდე უნამუსო? აუცილებლად გამომეხმაურეთ გოგონები, რომლებიც მინიკაბებით, დეკოლტეებით, მოხსნილი ზურგითა და გადმოგდებული ჭიპით დადიხართ ქუჩაში. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ნანა
ვაი,შენს პატრონს უბედურს,რას თხოვდებოდი მერე,აბა რა გეგონა?
14:27 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
:))))))))))))))
ეს ტყუილია ხო?
13:59 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS