05 ნოემბერი, 2015
ახალდაქორწინებული ვარ და ქმრის წინ გაშიშვლების მრცხვენია
ქეთი სულ რაღაც ორი თვეა გათხოვდა და ოჯახში უკვე პრობლემები აქვს. როგორც წერილში აღნიშნა, თავადაც ჩვენი მკითხველია. ხშირად ეცნობა ხოლმე საიტზე განთავსებულ ისტორიებს. ქეთი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და დაეხმაროთ.

ქეთი:

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ამით ვამაყობ. დედაჩემმა არაჩვეულებრივად მასწავლა წესიერი და უწესო საქციელის გარჩევა... შვილები რომ მეყოლება ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ წავიყვან. მჯერა, რომ ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, არ მესმის გოგონების, რომლებიც გაიძახიან გენდერული თანასწორობაო... რა დროს გენდერული თანასწორობაა, როცა ოჯახში
საჭმელია გასაკეთებელი და სარეცხი გასარეცხი? თანამედროვე ქალებს ქმარ-შვილის მოვლა ეზარებათ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად არის... ჩემს ქმარს მუდამ სუფთა და გაუთოვებული სამოსი აცვია, უგემრიელეს და ნაირ-ნაირ კერძებს აგემოვნებს. მეზობლები სულ შენატრიან რა ცოლი გყავსო! მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს... ორი თვეა დაქორწინებულები ვართ მე კი მისი თანდასწრებით გახდის მრცხვენია. შიშველი რომ არ დამინახოს მიწევს სხვა ოთახში გასვლა და იქ გამოცვლა, ლოგინშიც მირჩევნია გრძელმკლავიანი პიჟამო მეცვას.

თავიდან მეხუმრებოდა ჩოხა-ახალუხით წვებიო, ახლა უკვე ჩხუბში გადასდის. მეკითხება რატომ არ შეგიძლია სხვა ცოლებივით იყოო. გამაგებინეთ ერთი რას უკეთებენ სხვა ცოლები ქმრებს?! სიყვარული და პატივისცემა ტიტლიკანა ტანტალში გამოიხატება? რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ცუდად გავხდი.

ჩემს დაკაპიწებულ მკლავებსაც კი რომ უყურებს ვწითლდები, აღარ ვიცი სად გავიქცე და ჰაერი არ მყოფნის. ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. შევთანხმდით, რომ სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევ (კომპლექსს თავად ეძახის, თორემ ჩემი აზრით ყველა პატიოსანი ქალი ასე უნდა იქცეოდეს) მხოლოდ ღამით გვექნება სექსუალური კავშირი, ჩამქრალი შუქით, საბნის ქვეშ და მე გრძელი პიჟამო მეცმევა, მას კი - მაისური.

დიდხანს არ მოითმენს. სასწრაფოდ უნდა მოვიმოქმედო რამე! იქნებ მირჩიოთ როგორ დავამარცხო სირცხვილის გრძნობა. როგორც ვხედავ, ჩემს ქმარს უნამუსო ქალი ურჩევნია. როგორ გავხდე უნამუსო? აუცილებლად გამომეხმაურეთ გოგონები, რომლებიც მინიკაბებით, დეკოლტეებით, მოხსნილი ზურგითა და გადმოგდებული ჭიპით დადიხართ ქუჩაში. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ანაბელა
რა იყოთ ხალხო რას გამოლანძღეთ ეს გოგო ? ის რჩევას გეკითხებათ თქვენ კიდევ..... ადრე კი იყვნენ ეგეთი ქალები, იმით ამაყობდნენ რომ ქმარს შიშველი არ უნახია და ლოფიც კი არასოდეს გაუხდიათ ქმართან, ეტყობა ამ გოგოსაც ეგრე ასწავლეს და რა ქნას?? . მომისმინე გოგონი ეგ შენი ქმარია და უწესოს ნამდვილად არაფერს ჩაიდენ თუ შიშველი დაწვები. სირცხვილის გრძნობაც რომ გაქვს კარგია მაგრამ ზომიერება უნდა ყველაფერში. აბა ცადე და ეგ პიჟამო გაიხადე, პირველად შეიძლება უხერხულობა იგრძნო , მაგრამ მერე მიხვდები, რომ ცოლ ქმარი ჩაცმული არ წვება ერთად. ისე დროტა განმავლობაში ამას შენც მიხვდები,მაგრამ შენმა ქმარმა თუ დაიცადა იქამდე კარგი იქნება.
01:34 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ისემც გაიცინე შენ ეგეთი დღეს აღარავინ დადიოდეს ქვეყანაზე,გამაცინე... უფრო საინტერესო ვეღარაფერი მოიგონე?
01:28 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ხაჭაპურს დედამისიც კი დაუცხობდა,სარეცხს კიდევ მანქანა რეცხავს,რა უბედურებაა.... ისე მაგრა კი ვიცინეე :) :)
00:35 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ჰაა ჰაააა ასე კარგა ხანია არ მიცინია, შე ოხერო საბნის ქვეშაც რო აძლევ ეგეც მიკვირს ისე აზროვნებ :D თუ საიდუმლო არაა რა რაზმერი კალოში ხარ გაფიცებ მაგ შენს დედიკონას მასე რომ გაგაზარდა :D
00:35 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი დედა
კი მარა ასე იდიალურად, რო გასწავლა დედაშენმა ყველაფერი ის აღარ გასწვალა---შვილო რო გათხოვდები ქმართან უნდა გაიხადოოო?---
23:47 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
რომანი
რახან საქვეყნო გახადე,ლოგინის ამბები,ეხლა ნამდვილად გეშველება
18:03 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
თუ ეს მორიგი მოგონილი ამბავი არაა... მაშინ შენ ავად ხარ ჩემო კარგო, კარგად დაფიქრდი რას აკეთებ. მერწმუნე პატიოსნება საკუთარ ქმართან არ გაშიშვლებით, მარტო ღამე ლოგინში და სიბნელეში სექსით არ განისაზღვრება...ძალიან ცუდად უსწავლებია დედაშენს, მასე ოჯახი დაგენგრევა...
15:49 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
ვაიმე შენ უბედურო ნეტა დამანახა შენი თავი ვინ უბედური ხარ....ასეთი ადამიანები თუ არსებობენ არც კი ვიცოდი.კარგად კი ვიხალისე იმდენი ვიცინე
15:31 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
დდდ
ვაი შენს პატრონს
14:41 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ჩემო კარგო,საწოლში თუ გახდილი დაწვები საკუთარ ქმართან,ვინ გითხრა რომ ეს უნამუსობაა?ზედმეტი მოგდის და მართალი ხარ,თუ ასე გააგრძელებ ქმარს დაკარგავ..მორიდებულობა და სიმორცხვე ქალს უხდება,თუმცა ზედმეტი არაფერი ვარგა და მითუმეტეს საკუთარ ქმართან ძალიან დაკომპლექსებული ხარ...შეეცადე განტავისუფლდე ზედმეტი კომპლექსებიდან..
14:37 / 05-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS