05 ნოემბერი, 2015
ახალდაქორწინებული ვარ და ქმრის წინ გაშიშვლების მრცხვენია
ქეთი სულ რაღაც ორი თვეა გათხოვდა და ოჯახში უკვე პრობლემები აქვს. როგორც წერილში აღნიშნა, თავადაც ჩვენი მკითხველია. ხშირად ეცნობა ხოლმე საიტზე განთავსებულ ისტორიებს. ქეთი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და დაეხმაროთ.

ქეთი:

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ამით ვამაყობ. დედაჩემმა არაჩვეულებრივად მასწავლა წესიერი და უწესო საქციელის გარჩევა... შვილები რომ მეყოლება ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ წავიყვან. მჯერა, რომ ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, არ მესმის გოგონების, რომლებიც გაიძახიან გენდერული თანასწორობაო... რა დროს გენდერული თანასწორობაა, როცა ოჯახში
საჭმელია გასაკეთებელი და სარეცხი გასარეცხი? თანამედროვე ქალებს ქმარ-შვილის მოვლა ეზარებათ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად არის... ჩემს ქმარს მუდამ სუფთა და გაუთოვებული სამოსი აცვია, უგემრიელეს და ნაირ-ნაირ კერძებს აგემოვნებს. მეზობლები სულ შენატრიან რა ცოლი გყავსო! მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს... ორი თვეა დაქორწინებულები ვართ მე კი მისი თანდასწრებით გახდის მრცხვენია. შიშველი რომ არ დამინახოს მიწევს სხვა ოთახში გასვლა და იქ გამოცვლა, ლოგინშიც მირჩევნია გრძელმკლავიანი პიჟამო მეცვას.

თავიდან მეხუმრებოდა ჩოხა-ახალუხით წვებიო, ახლა უკვე ჩხუბში გადასდის. მეკითხება რატომ არ შეგიძლია სხვა ცოლებივით იყოო. გამაგებინეთ ერთი რას უკეთებენ სხვა ცოლები ქმრებს?! სიყვარული და პატივისცემა ტიტლიკანა ტანტალში გამოიხატება? რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ცუდად გავხდი.

ჩემს დაკაპიწებულ მკლავებსაც კი რომ უყურებს ვწითლდები, აღარ ვიცი სად გავიქცე და ჰაერი არ მყოფნის. ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. შევთანხმდით, რომ სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევ (კომპლექსს თავად ეძახის, თორემ ჩემი აზრით ყველა პატიოსანი ქალი ასე უნდა იქცეოდეს) მხოლოდ ღამით გვექნება სექსუალური კავშირი, ჩამქრალი შუქით, საბნის ქვეშ და მე გრძელი პიჟამო მეცმევა, მას კი - მაისური.

დიდხანს არ მოითმენს. სასწრაფოდ უნდა მოვიმოქმედო რამე! იქნებ მირჩიოთ როგორ დავამარცხო სირცხვილის გრძნობა. როგორც ვხედავ, ჩემს ქმარს უნამუსო ქალი ურჩევნია. როგორ გავხდე უნამუსო? აუცილებლად გამომეხმაურეთ გოგონები, რომლებიც მინიკაბებით, დეკოლტეებით, მოხსნილი ზურგითა და გადმოგდებული ჭიპით დადიხართ ქუჩაში. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
თამუნა
საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ მოგონილ ამბებს წერთ..რა სასაცილოა......ისეთი სიტყბეია გაპარული,რომ ადვილი შესამჩნევია ოდნავ განათლებული დამიანისთვის ეს.
20:36 / 19-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეგ თავიდან მგონი ყველას ემართება ნელ-ნელა დაძლევ ყველაფერს მთავარია სითბო და სიყვარული არ მოაკლო ,მიეცი დღისითაც მოფერების უფლება როგორც არ უნდა გაგაჭირდეს
18:40 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
რა მაგრად ღადაობს ეს გოგო და თქვენც რო დაგაბოლათ )))))))))))
16:16 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მე თუ მკითხავ უბრალოდ შენი ტავის ფასი არ იცი და არ აფასებ შენს სილამაზე, ამ დროს ძალინ ბევრუი ქლაია როცა ტანიც არ უწყობთ ხელს და ნუ არ იკლებენ გაშიშვლებას და ასე შემდე. დასაწყისისთვის გაითავისე რომ ახალგაზრდა მშვენიერი ქალბატონი ხაარ, ამასთანავე დაიწყე ფიტნეზე სიარული რომ კიდევ უფრო გალამაზდე და თვით დაჯერებულობა აიმაღლოდა და შენი ტავი რომ მოგეოწონება და ფორმაშიც |ჩადგები ქმართანაც წარდგენი შენი ღირსბებეით
15:12 / 18-11-2015
გამოხმაურება / 0 /
MძIKO
ORI TVIS GATXOVILS KI SHEGRCXVEBA RA ARIS GASAKVIRI XALXO.
22:36 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა კარგად ვიცინე! ნუ, ,,ტრადიციულ ოჯახში" თუ გაიზარდა და და დედამ ასე ,,ასწავლა",ნებისმიერი რამის რჩევა უაზრობად მეჩვენება...ისე,არ მეგონა ასე მოაზროვნე ქალებიც თუ არსებობდნენ :) :) გულწრფელად მეცოდება მისი ქმარი :) :)
19:20 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
დაიკიდეეეე.საყვარელტან ხო მარ ხარ გადარებული?მასე ბევრი ერთობა თავისთვის და გამგები გაიგებს.
01:29 / 07-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ბლიად
ზურას ერთი შენ შეგხვდეს მაგისთანა მორცხვი გოგო,თუ არ გყავს აქამდე. ჩოხით, რო ჩაგიწვება ლოგინში და საბნის ქვეშ რო მოგგუდავს და მერე იჭიკჭიკე.
23:07 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ჩვეულებრივი მორცხვი გოგოა და ვინც შეხედულებების გამო აკრიტიკებთ ტიტვლები გამოექანეთ რაზგონით...
17:04 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
natia
სიხარულო ეგრე ნუ უდგები , მოკლე კაბიანებო და ასე შემდეგ , რომ წერ.. მეც 2 თვის გათხოვილი ვარ. არც დიდათ მოკლე კაბებს ვიცვავდი და მითუმეტეს დეკოლტეებს... ჯინსის შარვალი და სპორტული ზედა იყო ჩემთვის იდეალური სამოსი. ერთი უნდა გაითავისო როცა ტაძარში შედიხარ და ჯვარს იწერ, ერთი სული ხდებით ორ სხეულში. ასე თუ გააგრძელე ოჯახს დაანგრევ.. თავი შენვე უნდა გააკონტროლო.შენშია პრობლემა.თავი ხელში უნდა აიყვანო და უნდა გააცნობიერო ,რომ ერთი ხართ და როგორც საკუთარი თავის არ Gრცხვენია ისე მისი არ უნდა შეგრცხვეს..ეს გასაკიცხი ფაქტი არაა. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა.ვითომ კეთილის მსურველებო თავი შეიკავეთ
11:47 / 06-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS