05 ნოემბერი, 2015
ახალდაქორწინებული ვარ და ქმრის წინ გაშიშვლების მრცხვენია
ქეთი სულ რაღაც ორი თვეა გათხოვდა და ოჯახში უკვე პრობლემები აქვს. როგორც წერილში აღნიშნა, თავადაც ჩვენი მკითხველია. ხშირად ეცნობა ხოლმე საიტზე განთავსებულ ისტორიებს. ქეთი გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და დაეხმაროთ.

ქეთი:

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ამით ვამაყობ. დედაჩემმა არაჩვეულებრივად მასწავლა წესიერი და უწესო საქციელის გარჩევა... შვილები რომ მეყოლება ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ წავიყვან. მჯერა, რომ ოჯახში ქალს თავისი ადგილი აქვს, არ მესმის გოგონების, რომლებიც გაიძახიან გენდერული თანასწორობაო... რა დროს გენდერული თანასწორობაა, როცა ოჯახში
საჭმელია გასაკეთებელი და სარეცხი გასარეცხი? თანამედროვე ქალებს ქმარ-შვილის მოვლა ეზარებათ.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად არის... ჩემს ქმარს მუდამ სუფთა და გაუთოვებული სამოსი აცვია, უგემრიელეს და ნაირ-ნაირ კერძებს აგემოვნებს. მეზობლები სულ შენატრიან რა ცოლი გყავსო! მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს... ორი თვეა დაქორწინებულები ვართ მე კი მისი თანდასწრებით გახდის მრცხვენია. შიშველი რომ არ დამინახოს მიწევს სხვა ოთახში გასვლა და იქ გამოცვლა, ლოგინშიც მირჩევნია გრძელმკლავიანი პიჟამო მეცვას.

თავიდან მეხუმრებოდა ჩოხა-ახალუხით წვებიო, ახლა უკვე ჩხუბში გადასდის. მეკითხება რატომ არ შეგიძლია სხვა ცოლებივით იყოო. გამაგებინეთ ერთი რას უკეთებენ სხვა ცოლები ქმრებს?! სიყვარული და პატივისცემა ტიტლიკანა ტანტალში გამოიხატება? რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ცუდად გავხდი.

ჩემს დაკაპიწებულ მკლავებსაც კი რომ უყურებს ვწითლდები, აღარ ვიცი სად გავიქცე და ჰაერი არ მყოფნის. ინტიმური ურთიერთობა გვაქვს. შევთანხმდით, რომ სანამ ამ კომპლექსს არ დავძლევ (კომპლექსს თავად ეძახის, თორემ ჩემი აზრით ყველა პატიოსანი ქალი ასე უნდა იქცეოდეს) მხოლოდ ღამით გვექნება სექსუალური კავშირი, ჩამქრალი შუქით, საბნის ქვეშ და მე გრძელი პიჟამო მეცმევა, მას კი - მაისური.

დიდხანს არ მოითმენს. სასწრაფოდ უნდა მოვიმოქმედო რამე! იქნებ მირჩიოთ როგორ დავამარცხო სირცხვილის გრძნობა. როგორც ვხედავ, ჩემს ქმარს უნამუსო ქალი ურჩევნია. როგორ გავხდე უნამუსო? აუცილებლად გამომეხმაურეთ გოგონები, რომლებიც მინიკაბებით, დეკოლტეებით, მოხსნილი ზურგითა და გადმოგდებული ჭიპით დადიხართ ქუჩაში. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
დავითი
ჩემო კარგო მინდა მოკლედ დავწერო და იმედია წაიკითხავ ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობა ზუსტად მასეთი იყო მაგრამ ეს ურთიერთობა დაღუპვისათვის იყო გამზადებული ცოლები და ქმრები ვინც საწოლში თავისუფლად არიან ესენი აუცილებელი არაა გარყვნილებად შევრაცხოთ ცოლი ქმრის სხეულის ყოველი ნაწილით უნდა ტკბებოდეს და ქმარი ცოლის ეს სრულფასოვანი ცოლქმრობის საწინდარია.მოკლედ ასე გამომივიდა იმედია დაფიქრდები.
02:36 / 08-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ზკ
ეს უეჭველი შიშველიც არ ბანაობს
14:05 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერთხელ მოერიე თავს, გაიხადე შენი ჩOხა ახალუხი და ისე დაწექი ლოგინში, ხოდა მიეცი იმ შენს ქმარს საშუალება რომ როგორმე გაგხსნას, თორემ ბოლოს მობეზრდება და უკვე გახდილ ქალთან წავა და შენ უყურე მერე გარეცხილ სარეცხს და დალაგებულ სახლს:)
15:00 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
no name
მდაააა... ვკითხულობ და ვფიქრობ ეს ქალი ნორმალური არის თუ მოგონილი ამბავია??შე დალოცვილო თუ ასე გრცვენოდა სიშიშვლის და კაცის საერთოდ რაღას თხოვდებოდი? დედამ მხოლოდ ტრადიციული კერძები და დალაგება გასწავლა? ქმარმა ცოლის სხეულის ყველა დეტალი იცის და ცოლმა ქმრისა, ცოტა ხანში მობეზრდება შენი გაუთოვებულ დაწკრიალებული სახლი, მას პირველ რიგში ცოლი ჭირდება, ქალი..კაცს ურჩევნია ნახევრად მშიერი იყოს და საწოლში ყავდეს მაგარი ქალი (ცოლი)...ყველა თუ არა ძაან ბევრი უთანხმოება სქესობრივი შეუთავსებლობით იწყება.რას თხოვდებოდი საერთოდ???
14:12 / 18-12-2015
გამოხმაურება / 0 /
????????????
მიეცი უფლება შენს ქმარს რომ დღეც შეგეხოს შიშველს სექსის დროს და ღამეც......... ნუ შეგრცხვება რადგან ეს ცოლქმრის მთავარი სიყვარულის ნაწილია ...... და აქ დაკომენტარებულებს ზოგ ზოგს ნუ დაუგდებ ყურს ,...... ზოგი რას დაგიწერს და რას არა ..... შენ უფრო იცი რა ჯობია შენთვის და რაა არა .... ნეტავ თვითონ არ იყვნენ შენს ადგილზე თუ ესენი პირდაპირ დაახტნენ ზედ კარგით რააააა ....... ადამიანი თავის პრობლემას წერს თკვენ კი დასცინით ფუუუუუუუუჰ .......
05:52 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
NN
აუ რა სირი ქალია რა )))))) რანაირად არსებობენ ესეთები ან ქმარიც რა დებილია რო ნორმალურად ვერ მიუდგა ქალს :))) პიჟამოთი რო დაწვება ნორმალური ქალი ქმართან )))) ფუფ
16:10 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
теона
ტანსაცმლით ლოგინში დაწოლა არც გამიგია ეს მგონია ვიღაცამ დაამატა ალბათ.ეხლა როგორ/ ზოგს მარტო როცა ძინავს საცვალი არ აცვია საერთოთ ლოგინში და ქმართან ჩაცმული ვინ წვება ამის არმჯერა თორე დანარჩენი არაფერი მიკვირს ეს კომპლექსი შებოჭილობაა რომელიც მოდის ზუსტად აღზრდიდან მშობლისგან უფრო დედისგან მაგრამ მამის ფაქტორიც გადამწყვეტია გოგოების ფსიქიკის ჩამოყალიბებაში ერთიდაიმავეს რომ ჩაგჩიჩინებს მშობელი წესიერებასთან პატიოსნებასთან დაკავშირებით ეგ სისხლში უჯდება ადამინს ამიტომ აღზრდაზეა დამოკიდებული ეს ზედმეტი მორიდებულობაც ზოგს ცოტა მერე თანდაყოლილი შინაგანი სილაღე ეხმარება გათამამებაში მაგრამ ისე რატო გახდა ბანძობა და რატო ითვლება გოიმობათ გინდაც ზედმეტი სიმორცხვე ეს უფრო მიკვირს ნამდვილად მე გამზრდელ ბებიასტანაც ძალიან არმსიამოვნებს გახდილი აბაზანიდან თუ ხალათის შეტანა დამავიწყდა ვეძახი გთხოვ მომაწოდე თქო.რაა გასაკვირი რომ სანამ უცხო კაცს შეეჩვევა ქალი ერიდებოდეს მისი სცხვენოდეს ძალიან.ზოგიც ისეთი აღზრდილია შევა პირდაპირ მოურიდებლათ მეზობლის ოჯახში უტიფრად დაუწყებს სხვის ქმარს გაპრანჭვას ვინმემ თუ არ მიუჩინა საკუთარი ადგილი შეიზლება კიდეც გაიხადოს იქვე ზეზეულად გრადუსში თუა რამდენიც გინდა იმდენია მასეთი ქალბატონები.ვიღაცისთვის ძაან საამაყო გახდა 21საუკუნეში თავის ქმართან კი არა სამი დღის გაცნობილთან არ ერიდებათ არაფრის.ფრიგიდულ ცოლებთან ცხოვრება ტანჯვაა მესმის ეგეთი კაცები გარბიან შვილების დატოვება უჭირთ და იტანჯებიან.ეგ სხვა დონის პრობლემაა ეს გოგო იძახის მრცხვენია და დიდხანს არ მოითმენს ქმარიო.რას ითმენს მერე ეს გამოუცდელი კაი დეგენარატი კაცია ეტყობა თორემ რაა ეხლა მაინცდამაინც სარკმელი და კარებები უნდა გამოაღონ ვერ გავიგე მასეთ განათებულში მგონი არც კაცებს მოსწონთ სიყვარულით დაკავება,მუქი ფარდები ხომ არსებობს ჩამოსაბნელებელი თუ მოუხსნის შებოჭილობას ქეთის ქმარი და მაგრად დაქოქავს თავის ცოლს შეიძლება ის საბანი რომლის ქვეშაც იმალება საერთოთ მოისროლოს იატაკზე ბოლოს.გააჩნია რა თუ უარესი მორიდებული გამოუცდელი კაცია არაფერი აღარც ეშველებათ
16:06 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
:)
ერთი შეხედვით სასაცილოა,მითუმეტეს ის ფრაზა "უნამუსო ქალიო" :) მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, არც თუ ისე პატარა პრობლემასთან გვაქვს საქმე. სიმართლე გითხრათ, მეც მიჭირდა თავიდან მეუღლესთან ასე "სააშკარაოზე გამოსვლა", მაგრამ ნელ-ნელა, სიყვარულით თუ თამაშ-თამაშით ეს პრობლემა გადავლახეთ, ამაში ჩემმა მეუღლემ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ასე რომ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ რომ ეს ყველაფერი მამაკაცზეა დამოკიდებული. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა, ხანდახან მეც ვცდილობდი ჩემი თავისთვის მეჯობნა და გადამელაზა ეს მართლაც დიდი კომპლექსი.
03:36 / 23-11-2015
გამოხმაურება / 0 /
აკო
აშკარად მოგონილია და მაგრად ეტყობაა :)))) ისე მაიკა ცოტაა და იქნებ ტრუსიკით სექსიც გეცადათ ჰაა :)))) წარმატებები
22:44 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
დასაცინი არაფერია. ვინც არ იცის, იმათ გასაგონად ვწერ, რომ ასეთი გაგების ქალები ჯერაც არსებობენ. იყო დრო, ბოზობა რომ უკვირდათ. ცოტა ბოზი იყო ეტყობა და იმიტომ. ახლა პატიოსნება გაიშვიათდა. მის ქმარსაც არ ესმის, ზოგიერთივით, თორემ ნორმალური, შეყვარებული კაცი ისე შეაპარებდა ნელ-ნელა თავს და მიაჩვევდა გახდასაც და დღის შუქზე სექსსაც, ვერც კი მოვიდოდა ეს გოგო აზრზე. ან ცუდი გამოცდილება აქვს მის ქმარს (იოლად გაშიშვლებულებსაა მიჩვეული), ან დიდი გამოცდილება თავად არა აქვს და მას რაც უნდა, იმის მოთხოვნა ჰგონია გამოსავალი. ჩემი აზრით, ქეთი და მისი ქმარი უნდა დასხდნენ, დაილაპარაკონ ამ პრობლემაზე და ქეთიმ კი არ უნდა გადაწყვიტოს გახდასთან შეგუება, ერთსულ და ერთხორც თუ არიან მართლა, ორივემ ერთად უნდა იმუშავოს არსებულ პრობლემაზე.
05:23 / 20-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS