10 აგვისტო, 2013
ცოლმა პატრულის თანდასწრებით მცემა
ასე რამდენჯერ უქნია ვინ მოთვლის, მაგრამ მერე საშინლად ნანობს.  მეზობლები ჩემს ცოლს მეტსახელად „გიჟქალას“ ეძახიან. ნამდვილი გიჟია, ისე შეუძლია სხვების თვალწინ სკანდალების მოწყობა და ჩემი დამცირება, რომ თვალს არ დაახამხამებს. ალბათ გიკვირთ, რატომ ვუძლებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ მეცოდება. სამი შვილი გვყავს, ასე ბოლო მშობიარობაზე დაემართა.

უამრავჯერ ვუმკურნალეთ, სად აღარ ვატარე, მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ ჯანმრთელობა სამუდამოდ შეერყა. ჩვეულებრივ ვცხოვრობთ, სახლში საქმეს აკეთებს, მუშაობს კიდეც, მაგრამ თუ რაღაც არ მოეწონა, შეუძლია რამე დაგარტყას ან სიტყვიერი
შეურაცხყოფა მოგაყენოს.

ასე რამდენჯერ უქნია ვინ მოთვლის, მაგრამ მერე საშინლად ნანობს. რამდენიმე დღის წინ მეზობლის ბიჭებმა იჩხუბეს. მე გასაშველებლად ჩავედი და შემთხვევით თავი გამიტყდა. ამასობაში პატრული მოვიდა. აურზაური ჩემს ცოლსაც გაეგო და გიჟივით ჩამოვარდა ეზოში.

რომ დაინახა სახიდან სისხლი ჩამომდიოდა, არც უკითხვას რა მოხდა, ან მე რა დავაშავე, პატრულის თვალწინ ფიზიკურად გამისწორდა. სამი კაცი აკავებდა და ფეხებს მაინც მირტყამდა. ძლივს გადარჩა განყოფილებაში წაყვანას.

მას შემდეგ ზედ არ ვუყურებ. ვგრძნობ, რომ ნანობს და შერიგებას ცდილობს, მაგრამ მთლად დალაპარაკებას ვერ მიბედავს. არ ვიცი, ამ მდგომარეობას როდემდე გავუძლებ. ვგრძნობ, რომ ბავშვებს საკუთარის დედის ეშინიათ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ლელაა
7ვილებს რას ერცჰი ისენიც გინდა გაგიჯდეენ,სჰენ კი ვერ ხარ სჰენ მატორზე ტორემ რომელი ტავმოკვარე კაცი მოიტმენს ამას...
20:49 / 25-08-2014
გამოხმაურება / 0 /
-A
ჯერ მარტო სათაურზე ვიხალისე კარგათ :დ :დ
03:38 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
და რომ გეცოდება ეს კარგია,ქალია,შენი შვილების დედაა, შენ თვითონ ამბობ მერე ნანობსო,ესეიგი აცნობიერებს მის ქმედებას, ბოდიშს გიხდი ამას რომ გეუბნები,მაგრამ მე მგონი ცოტა შეჯანჯღარება არ აწყენდა.მერე იტყვი სად ვიყავი აქამდეო.
00:19 / 28-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი11
ასეთ ადამიანს უნდა უმკურნალო.ცოდოა თვითონაც და პირველ რიგში ბავშვები
17:57 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
ერტი ორი ატაკე გვერდებსი და მოვა ცკუაზეე
18:28 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შენთხვევით თავი გამიტყდაო...
და თავგატეხილი,მერე კიდენა ცოლს გაუძუყნია...რატო არ მოგკლა ჩემი....
11:12 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიჟქალა
მაგას ჩემო კარგო ჩიყვი ექნება უეჭველად, მაგრამ მაგაზე თუ უმკურნაე და არ უშველა უეჭველად გაგიგიჟდება სჟობს ბავშვებს მიხედო
11:34 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
ლობიოოო, კუთხეში დადექი. კაცი ხარ თუ ჩუჩალა,თავმოყვარეობა არ გაქვს? გაგზავნე საგიჟეთში და შენ ბავშვებს მიხედე...უბანსი არ გიტყდება?
03:24 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
არ გეშინია თავისი საქციელიტ შვილებს რამე დაუშაოს???
15:07 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკი
ავად არის და კიდევ მუშტი უნდა საწყალს?მაგრამ თუ მკურნალობამ ვერ უშველა,შენი თავი თუ არ გეცოდება,ბავშვები შეიბრალე ძმაო.რა ნერვები და ფსიქიკა უნდა შერჩეთ შენს შვილებს.ერთადერთი გამოსავალია განქორწინება.
23:23 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS