"ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ...
მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი... კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ლელა უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ეკას ფული ჰქონდა მისაცემი...
მე ცოტა მაგვიანდებოდა,
იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა...
ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, - ნახევარი საათი მაგვიანდებაო...
მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული...
- აქ დიდხანს იქნებიო? - ჰკითხა ეკამ...
ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)... სიკეთით სავსე... ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს... ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო.
- ვა, რატო მეკითხები, ტო? - გაუკვირდა იმ ტიპს...
- ასე, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, რომელსაც ფული უნდა მივცე, გამხდარი გოგოა. იხილეთ გაგრძელება