22 ოქტომბერი, 2015
წერილი რეგიონიდან - "ჩემი ქმარი სექსის შემდეგ ტირის..."
ელენესგან მიღებულმა წერილმა გამაოცა. ვფიქრობ, მას ნამდვილად სჭირდება თქვენი რჩევები. ელენე 5 წელია გათხოვილია, ოჯახში პრობლემები კი ბოლო წელია დაიწყო.

ელენე: ,,ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩემი ქმარი ყოველი სექსის შემდეგ ტირის. პირველად რომ იტირა მეგონა რამე ვატკინე, ბოდიში მოვუხადე, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვდექი და ვკითხე რა დაგიშავე-მეთქი. არაფერიო, - მიპასუხა ზლუქუნით.

ადგა წყალი დალია, ხელ-პირი დაიბანა და უსიტყვოდ დაწვა. მეორე დღეს ვცადე ამ თემას მოვბრუნებოდი, მაგრამ სამსახურში დაგვიანების მიზეზით გამექცა. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რამდენჯერაც პირდაპირ
ან შემოვლით ვკითხავდი სექსის მერე რაზე ტიროდი-მეთქი, თავს არიდებდა პასუხს და თემას სასწრაფოდ ცვლიდა.

მეორედ და მესამედ იგივე რომ განმეორდა - ვიჩხუბეთ. ვთხოვდი ცრემლების მიზეზი აეხსნა. პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე. ალბათ თვითონაც სცხვენოდა ტირილის, ამიტომ ჩემთან სექსისგან თავს იკავებდა.

სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან თავის ტკივილს ან უკიდურეს დაღლილობას იმიზეზებდა. ბოლო კავშირის შემდეგ ოთხი თვე არ მომკარებია. გაუსაძლისი იყო ასე ცხოვრება.

როგორი ასატანია, საღსალამათი კაცი გვერდით რომ გიწევს და ცოცხალი თავით არ გეკარება? ერთ შაბათ დღეს დავათვრე და ლოგინშიც შევიტყუე... სექსის მერე ორმაგი მონდომებით იქვითინა.
ვცდილობდი დამეწყნარებინა. ფზიხელი მდგომარეობისგან განხვავებით ამ შემთხვევაში ჩახუტების უფლება მაინც მომცა. ვურჩიე ფსიქოლოგთან წავიდეთ-მეთქი. თუ რაიმე სხვა პრობლემა გაქვს მომიყევი და ერთად გადავჭრით-თქო ვარწმუნებდი...
ვერაფერს გავხდი. სექსი ისევ იშვიათად გვაქვს და კვლავ ცრემლებით მთავრდება, ოღონდ ახლა ორ ხმაში ვტირით. მე ვიცი მაინც რა მატირებს და არც ვმალავ...
ხალხო, გთხოვთ, დამეხმარეთ. სადაცაა ოჯახი თავზე დამენგრევა. სექსის შემდეგ ტირილი ჩვენს შორის უდიდეს უფსკრულად იქცა...
რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
გრუზინკა
რომ ეკითხები რატო ტირიხარო ვერ გიპასუხებს, ვერ აგიხსნის, იმიტომ რომ თვითონაც არ იცის რატომ ტირის, ეს დიდი ემიციის ბრალია, უბრალოდ არ უნდა შეიმჩნიო და ყველაფერი კარგად იქნება მეც მიტირია ხშირად და ეს არ ნიშნავს რომ რაგაც გტკივა ან ცუდად ხარ პირიქით ძალიან კარგად ხარ ამ დროს და ემოციას ვერ აკონტროლებ ასე რომ ოჯახს ნუ დაანგრევ ამის გამო გაატარე და ყველაფერი კარგად იქნება
13:17 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
არავის მოსდის თავში რომ შენი ქმარი ენდოკრინოლოგს აჩვენოს და შემდეგ სექსოლოგს? მართლა პროვინციიდან რომ ხარ და არ გაგიგია რა არის ჰორმონები.
02:00 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
123
იქნებ გადაწყვიტა რომ ბიჭები მოსწონს?:) ისე ავტორო რადა,მაგრად ერთობი ხოლმე,ყავით ხელში ამ სისულელეებზე? რაღაც ისეთი მოიგონე,ცოტა იფანტაზიორე,რაღაც ნაჩქარევი სტატიაა..დაგიწუნე.
23:54 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანო
mapatiet tu ვცდები magram მგონია sxva uyvars tumca amis აგიარება uchirs da cremlit გამოხატავს.
23:10 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
mar92
შეიძლება ცოტა პატენტია და ვერ სიამოვნებს ქლი.:000)))
17:39 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მეც ხშირად ვტირივარ,არვიცი რატომ მაგრამ მაინც.
17:35 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
MAO
მერე იტიროს რა თუ უნდა, რატომ გრუზავ, თუ კიდევ სხვა გადახრები არ აქვს, როგორც უნდა ისე გამოხატოს ემოცია და ორივე კარგად იქნებით, მთავარია შენ ნუ ჩააჯინდები, შეიძლება რამე კომპლექსი იყოს და თუ არ გეუბნება მიზეზს, შეეშვი რა.
16:53 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
იტიროს მერე, რა მოხდა? ეგ კაცი ეგრე გამოხატავს ემოციას. ტირილის დროს ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდება. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია..
14:43 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS