22 ოქტომბერი, 2015
წერილი რეგიონიდან - "ჩემი ქმარი სექსის შემდეგ ტირის..."
ელენესგან მიღებულმა წერილმა გამაოცა. ვფიქრობ, მას ნამდვილად სჭირდება თქვენი რჩევები. ელენე 5 წელია გათხოვილია, ოჯახში პრობლემები კი ბოლო წელია დაიწყო.

ელენე: ,,ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩემი ქმარი ყოველი სექსის შემდეგ ტირის. პირველად რომ იტირა მეგონა რამე ვატკინე, ბოდიში მოვუხადე, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვდექი და ვკითხე რა დაგიშავე-მეთქი. არაფერიო, - მიპასუხა ზლუქუნით.

ადგა წყალი დალია, ხელ-პირი დაიბანა და უსიტყვოდ დაწვა. მეორე დღეს ვცადე ამ თემას მოვბრუნებოდი, მაგრამ სამსახურში დაგვიანების მიზეზით გამექცა. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რამდენჯერაც პირდაპირ
ან შემოვლით ვკითხავდი სექსის მერე რაზე ტიროდი-მეთქი, თავს არიდებდა პასუხს და თემას სასწრაფოდ ცვლიდა.

მეორედ და მესამედ იგივე რომ განმეორდა - ვიჩხუბეთ. ვთხოვდი ცრემლების მიზეზი აეხსნა. პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე. ალბათ თვითონაც სცხვენოდა ტირილის, ამიტომ ჩემთან სექსისგან თავს იკავებდა.

სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან თავის ტკივილს ან უკიდურეს დაღლილობას იმიზეზებდა. ბოლო კავშირის შემდეგ ოთხი თვე არ მომკარებია. გაუსაძლისი იყო ასე ცხოვრება.

როგორი ასატანია, საღსალამათი კაცი გვერდით რომ გიწევს და ცოცხალი თავით არ გეკარება? ერთ შაბათ დღეს დავათვრე და ლოგინშიც შევიტყუე... სექსის მერე ორმაგი მონდომებით იქვითინა.
ვცდილობდი დამეწყნარებინა. ფზიხელი მდგომარეობისგან განხვავებით ამ შემთხვევაში ჩახუტების უფლება მაინც მომცა. ვურჩიე ფსიქოლოგთან წავიდეთ-მეთქი. თუ რაიმე სხვა პრობლემა გაქვს მომიყევი და ერთად გადავჭრით-თქო ვარწმუნებდი...
ვერაფერს გავხდი. სექსი ისევ იშვიათად გვაქვს და კვლავ ცრემლებით მთავრდება, ოღონდ ახლა ორ ხმაში ვტირით. მე ვიცი მაინც რა მატირებს და არც ვმალავ...
ხალხო, გთხოვთ, დამეხმარეთ. სადაცაა ოჯახი თავზე დამენგრევა. სექსის შემდეგ ტირილი ჩვენს შორის უდიდეს უფსკრულად იქცა...
რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ქოცი+ნაცი=0
ლოოოლ!:Dვაი შენს პატრონს!!!:):):)კიკინით ხარ სათრევი, მარა ეგეც რომ მოგეწონოს???:D:D
12:26 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ქოცი+ნაცი=0
მშვენიერი რეაქციაა ტირილი ემოციის გამოხატვის საშვალებაა ემოცია კი არ შეიძლება შეიკავოს ადამიანმა ან გამოხატოს თუნდაც 80 % იტ. ზოგი ისეთი ცალტვინაა მართლა დააკომპლექსებს ქმარს არადა ვინც მორიდებულია შინაგანად უარესად ჩაიკეტება.არის რაღაცეები რაც არც უნდა ჩაეკითხო არც კაცს არც ქალს თუმცა ორგაზმსაც ყველა ძაან განსხვავებულად გამოხატავს.ჩემი ახლობელი გოგო (რომელიც ძააან ადრე გათხოვდა ბევრად დიდს გაყვა)ნამდვილად ვიცი რომ ტიროდა ამ კაცივით და განიცდიდა რამე ხო არ მჭირსო.შემომჩივლა რა ვქნა ვის მივმართო ყოველ ღამე მეტირებაო.მართლა ზუსტად ასე იყო გამახსენა ამ გზავნილმა ეს ამბავი.იმ გოგონას ზედმეტად მკაცრი სიტყვაძუნწი ქმარი ყავდა ცოტა გოიმიც.ამიტო უფრო ერიდებოდა ცოლს მასთან ტირილის.ცუდია ცუდი როცა უსიტყვოდ არ ესმით ადამიანებს ერთმანეტის იქ ყველაფერი რთულდება.ტირილი მე არ მინდებოდა ნამდვილად მაგრამ მაგ დროს მინდოდა ჩემ ბიჭს სილა გაეწნა ხელუკუღმა,ისე მწარედ რომ ნაპერწკლები მეფრქვია თვალიდან. რავიცი გენაცვალე ზოგი ქალი ისეთი ბრევნო ა საწოლში არაფერი შველის 40 წუთიც შეიძლება დააკვდეს ქმარი პრელუდიის სახით მაინც არაფერი.ან ზოგიერტი მატყუარაა "დიდი გმირული" წარსული გამოცდილების მეშვეობიტ ატყუებენ კაცებს ესეთიც ბევრი გვსმენია. მე კი ვეხვეწებოდი გამეტებით გამარტყი და დამემუქრე ისე რომ მართლა შემეშინდეს,შენ კი ამით უმაღლეს სიამოვნების მწვერვალზე ამიყვანთქო.არაო ვერაფრით გაკადრებ მაგასო.მაგაზე ადვილი რა იყო მაგრამ პროვინციული აზროვნების ხალხს ვერაფერს შეაგნებინებთ,არ აქვს აზრი ვერც უნდა გაიგონ ნამდვილი ემოციის ფასი! მიეცი უფლება იტიროს ვინ გეკითხება რა სიდედრივით უბაზრებ!? მაგ დროს დედის გინებაც მოსულა მტავარია ხუთი წუთის შემდეგ აღარ გახსოვდეთ!
01:08 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
mmm
mec ase mgonia sxva uyvars da tavs damcirdbulad grdznobs shentan seqsis dros magram ver agiarebs.
18:35 / 25-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
იტიროს მერე რა, თავის საქმეს ხომ აკეტებს. ისე ცნობისათვის მე არ ვტირივარ სექსის შემდეგ და რა ვიცი თუ ამაშია შენი ხსნა აქ ვარ.
04:36 / 24-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰმმმმმმ
"Le petit mort":D:D სრულიად ჯანმრტელი რეაქციაა, ორგაზმია ეგ შვილიიი, ყველა სხვანაირად განიცდის ორგაზმს და ტირილი სექსის შემდეგ გაგრძელებული ორგაზმია და საუკეტესო გრძნობაააო ამბობენ, არ აქვს არანაირი სამედიცინო ახსნა, არც ფსიქიური გადახრა არაა, გამოიკვლიეს ექიმებმა ეგ და ცვეულებრივი ამბავია, ემოციურ ადამიანებს ემართებათ ეგ და ნუ გაუბურრავ ტვინს, როგორც ცანს კარგად კმაყოფილდება და შეარგე ადამიანს!ვააახ!
21:01 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
არავის მოსდის თავში რომ შენი ქმარი ენდოკრინოლოგს აჩვენოს და შემდეგ სექსოლოგს? მართლა პროვინციიდან რომ ხარ და არ გაგიგია რა არის ჰორმონები.
ეჰჰ სიბნელე და გაუნათლებლობა
19:41 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
თფუი შენი,- უტვინო დედაკაცო!!
იმანაც უნდა ჩაგეძიოოს? -რატომ კვნესიხარო?
14:59 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლუხუმი
შენნაირ სტერვასთან სექსი რომ ექნება, აბა რა უნდა ქნას?
14:53 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ბაჩა
რა დონის საზიზღრობა ქალი ყოფილხარ
14:51 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
რამდენჯერაც შეეკითხები რატომ ტირიო, იმდენჯერ უნდა დაგინგრიოს ცხვირ-პირი და ალბათ მერე მიხვდები რომ, არ უნდა კითხო.
14:49 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS