22 ოქტომბერი, 2015
წერილი რეგიონიდან - "ჩემი ქმარი სექსის შემდეგ ტირის..."
ელენესგან მიღებულმა წერილმა გამაოცა. ვფიქრობ, მას ნამდვილად სჭირდება თქვენი რჩევები. ელენე 5 წელია გათხოვილია, ოჯახში პრობლემები კი ბოლო წელია დაიწყო.

ელენე: ,,ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ჩემი ქმარი ყოველი სექსის შემდეგ ტირის. პირველად რომ იტირა მეგონა რამე ვატკინე, ბოდიში მოვუხადე, სასწრაფოდ ლოგინიდან წამოვდექი და ვკითხე რა დაგიშავე-მეთქი. არაფერიო, - მიპასუხა ზლუქუნით.

ადგა წყალი დალია, ხელ-პირი დაიბანა და უსიტყვოდ დაწვა. მეორე დღეს ვცადე ამ თემას მოვბრუნებოდი, მაგრამ სამსახურში დაგვიანების მიზეზით გამექცა. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რამდენჯერაც პირდაპირ
ან შემოვლით ვკითხავდი სექსის მერე რაზე ტიროდი-მეთქი, თავს არიდებდა პასუხს და თემას სასწრაფოდ ცვლიდა.

მეორედ და მესამედ იგივე რომ განმეორდა - ვიჩხუბეთ. ვთხოვდი ცრემლების მიზეზი აეხსნა. პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღე. ალბათ თვითონაც სცხვენოდა ტირილის, ამიტომ ჩემთან სექსისგან თავს იკავებდა.

სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან თავის ტკივილს ან უკიდურეს დაღლილობას იმიზეზებდა. ბოლო კავშირის შემდეგ ოთხი თვე არ მომკარებია. გაუსაძლისი იყო ასე ცხოვრება.

როგორი ასატანია, საღსალამათი კაცი გვერდით რომ გიწევს და ცოცხალი თავით არ გეკარება? ერთ შაბათ დღეს დავათვრე და ლოგინშიც შევიტყუე... სექსის მერე ორმაგი მონდომებით იქვითინა.
ვცდილობდი დამეწყნარებინა. ფზიხელი მდგომარეობისგან განხვავებით ამ შემთხვევაში ჩახუტების უფლება მაინც მომცა. ვურჩიე ფსიქოლოგთან წავიდეთ-მეთქი. თუ რაიმე სხვა პრობლემა გაქვს მომიყევი და ერთად გადავჭრით-თქო ვარწმუნებდი...
ვერაფერს გავხდი. სექსი ისევ იშვიათად გვაქვს და კვლავ ცრემლებით მთავრდება, ოღონდ ახლა ორ ხმაში ვტირით. მე ვიცი მაინც რა მატირებს და არც ვმალავ...
ხალხო, გთხოვთ, დამეხმარეთ. სადაცაა ოჯახი თავზე დამენგრევა. სექსის შემდეგ ტირილი ჩვენს შორის უდიდეს უფსკრულად იქცა...
რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ვახო
ამ სტატიაზე კომენტარის დაწერა სისულელეა. უბრალოდ არაპროფესიონალები ვბჭობთ რაღაც სერიოზულ პრობლემაზე. რაზეც მართლა შეიძლება პასუხის დაწერა თქვენი კომენტარებია. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთების უფლება გაქვთ ისე რომ იცით ეკრანს ამოფარებულები დარჩებით სამუდამოდ. მანიაკი ავადმყოფები ხართ და არც კი გინდათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი მოღუშლი და არაფრისმაქნისი ცხოვრების იქით სხვა ადამიანები ცდილობენ ბედნიერები იყვნენ და ამისთის კითხვებსაც სვამენ.
16:33 / 10-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
ასეთი რამ პირველად გავიგე
22:35 / 30-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლის
და თუ იმიტომ ტირის რომ უბედურია და რაღაც აწუხებს? ცოლი ან ქმარი რომ ქვითინებს სექსის შემდეგ და თანაც სისტემატიურად ვერაფრით ვერაა ნორმალური, სექსოპათოლოგია კარგი საჭირო!!
22:37 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
kalebi vici ro orgazmis mere tirian da sheizleba kacebsac igive emartebad ra moxda mere ver gavige???
22:20 / 22-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანოგიო
ქმარს კი არა შენ რო მიხვიდე ფსიქოლოგთან ჯობია, დაგარიგებს როგორ მოიქცე სექსის მერე რომ ტირილის გამო ქმარი არ დააკომპლექსო, და ყველაფერი კარგად გექნებათ.
12:21 / 21-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამ ქალს თავისი გასჭირვებია და ეშველება როდესმე,მაგრამ ,,კაცების" კომენტარებმა შემზარეს! რა ხალხი ხართ,ან დედა არ გყავთ,ან და,ან ცოლი? როგორ საუბრობთ ქალის მისამართით,არ გრცხვენიათ?
19:27 / 09-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
4 თვეში ერთხელ ძლივს ხელში მოგდებული კაცი ბღოჭინებს გულამოგდებით და ამ შტერი ხალხის გადამკიდე კითხვაც ვერ უნდა დასვა ცოლმა– რა გაბღოჭინებსო??? ლუხუმო, ბაჩა, ირაკლი და უამრავო ამათო დამლაიქებლებო, კაი კაცს კისერი უტეხია, იბღოჭინოს,მიზეზი არ უნდა კითხო თქვენი ,,ბრძნული,, რჩევით, მარა ეგება ქალს არ აძინებს კაცის ბღოჭინი ამაზე რა გამოსავალს ხედავთ გენიოსურად???
18:58 / 31-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი პირდაპირი
ლუხუმი, ირაკლი, ჯონი და მათი დამლაიქებლები... კაცები ხართ საერთოდ? რაებს ბოდიალობთ თუ იცით, რავა უნდა იზლუქუნოს კაცმა და კითხვაც არ უნდა დავუსვა ქალმა თუ რა ჯანდაბას ასწავლით ამ გოგოს მეხუთე საუკუნის გადმონაშთებო? ეტყობა ცოლები გყავთ ისეთი ჩმორები რასაც გინდათ იმას უბერავთ და კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ იმ საბრალოებს...რაის ჰორმონები და რაის ორგაზმი???? სიხარულის ბღეჯელით გამოხატვა ვაჟკაცობაა და აქამდე არ ვიცოდი ნეტა???
21:17 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მშველელი
კარგით რა ხალხო, რა გაუტრაკეთ ამ გოგოს ვა, იკითხა ადამიანმა. რა შუაშია პროვინცია და პროვინციალიზმი? ოჯახის დაცვას ცდილობს და ითხოვა რჩევა. სახელი თქვა ქმრის თუ მისამართი. არ შეიძლება რაიმე ურჩიოთ ადამიანურად?! ჩემო კარგო (გოგოს მივმართავ რა თქმა უნდა :))) არ ინერვიულო არაფერზე, მიეცი საშუალება ემოციის თავისუფლად გამოხატვის და შენც თუ რაღაც მაგდაგვარის სურვილი გაგიჩნდება, მიუშვი ჯიგრულად. სექსის მიზანი ხომ კომფორტის მიღწევაა და ვინ როგორ მიაღწევს ამ კომფორტს მისი საქმეა. პირიქით, მიიღე როგორც პოზიტივი და იფიქრე, რომ შენთან სექსი უსწორდება და კაიფობს. მაშ დატკბი ცხოვრებით!!!!
19:03 / 28-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ვი ვი
ღარიბი ფანტაზიის შედეგს კი გავს,მაგრამ ანალიზის სურვილი მაინც გამიჩნდა.დადებითი და ჯანმრტელი ემოციის გამომხატველი მაშინ იქნება როცა ადამიანს სიამოვნებას ატყობ სახეზე და ქცევაში.ასეთ ცრემლებს კიდე ვერ დავუკავშირებ ვერანაირად რაიმე კარგს.თან როდესაც მამაკაცი გაგირბის და თავს იკავებს ასეთი ქცევის ახსნაზე
21:06 / 27-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS