08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
გივი
კაცი დაილი ამერე ?? :)
14:51 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
საყვარელი ყავს უეცჰველი და მიზეზს ეზებს ცოლს უარი რომ უტხრას
14:49 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
tamo!
unaxavma ra naxao! eg aris ra!sheni girsi ar aris! neta is tu icis? qaris motanils isev qari rom caigebssss!siri ega!
13:37 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS