08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ლია
მოგიკვდა ეგ ბესო შენ
18:11 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
რაგაც არარეალური ისტორიაა, არ მგონია მართალი იყოს
17:32 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
საზღვარგარეთ რომ იყო ეგ საცოდავი შენი ბესო ეტყობა იქ მაგ საქმეზე მუშაობდა.. კაცი გამოძახებით....! ან ახლა ყავს ბებერი საყვარელი და იმასთან მიეჩვია ეგეთ უბედურებას აბა თუ ასე არაა, მაშინ ძალიან გლახად ყოფილა შენი ბესოიას საქმე !
17:24 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
.
მერე, სხვა კაცები დაილია? არ უნდა და ვის რაში სჭირდება. თავმოყვარეობა.
17:24 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
zaza
ერთი შეხედვით ბესოს საქციელი შეიძლება ვიმეც ცუდად მოეჩვენოს. დამერწმუნეთ რომ ასე არ არის. ქალებს ასე ცუდად უნდა მოექცე რომ დაგაპასონ. ზოგადად ქალი სიკეთეს ვერ ხედავს და კარგს არ აპასებს
17:12 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეტყობა საყვარელი ყავს და ამიტომ მოიგონა ასეთი მიზეზი. მაგარი გამოთაყვანებული კი ყოფილა. მასეთს თავისი "სიამაყე" უნდა მოაჭრა, და შუბლზე მიაკერო.
16:46 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ფუუუუუ სადამდე დაეცა ქართველი კაცი ამათვის იბრძონდენ ჩვენი წინაპრები ნამდვილი მამაკაცები ასე როგორ უნდა დაკნინდა ხუმრობითაც არ უნდა აკადრო არც კალცმა და არც ქალმა,ასეა კარგ კაცს ცოლი არ გაუბოზდება ფაქტიურად ეს უბიძგებს
16:18 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
არ ვიცი სიმართელა თუ არეს სტატია მაგრამ ასეა სოფლელი და უვიცი უინტელექტო რომ დულს იშოვის მეტს რას უნდა ელოდო ან ეტყობა შენი ქმარი ადრე ემსახურებოდა მდიდარ ქალებს მაე და ძველი დრო გაახსენდა და შენზე იყრის ჯავს ფსიქოლოგიორ პრობლმემაა ანუ კომპლექსი ჭირს
16:16 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აშკარად იდიოტი ქმარი გყავს ჩემო კარგო და წარსულზე დარდით არაფერი ეშველება მაგ საქმეს,გაშორდი,თუ გაქვს იმის თავი,რომ დამოუკიდებლად იცხოვრო და თუ არ გაქვს და გეშინია,რომ მის გარეშე დაიკარგები,მაშინ აიტანე ისეთი როგორიცაა მთელი ცხოვრება,ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე.შეეგუე იმ აზრს,რომ სიყვარული მისი მხრიდან თუ იყო საერთოდ,დღეს აღარ არის,მკვდარია!!!
15:41 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვააა
ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა. კი არ მოფერებიხარ ხელი წაგივლია. ასე აგრესიულად არ სჰეიძლება გოგონი, ცოტა ნაზად:))))
15:11 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS