08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ტა-ტა
მაგას ჩემო კარგო კარგი ქორბუდა რქები დაამშვენებდა, არ გაშორდე მანამ სანამ ამ სამკაულით არ შემოსავ ძალიან გთხოვ, იდიოტი
10:51 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ყველაფერს აქვს დასასრული. ეს სიყვარულიც დასრულდა და დასრულდა ტრაგიკულად. უზნეო ადამიანმა ამ გოგოს უფლებები უხეშად დაარღვია. უნდა აიყვანოს ადვოკატი და ოფიციალურად გაეყაროს. ეს სამართლებრივად. რაც შეეხება მორალს. ეს მამაკაცის მხრიდან უზნეობაა და გამართლება არა აქვს.
00:33 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ის რაც თანაცხოვრებისას შეიძინეთ ყველაფერი შუაზე იყოფა ,ნახე ადვოკატი და გაუყავი ყველაფერი და თავს მიხედე.ეგ რომ ისევ გაღარიბდეს და ისევ ისეთი გახდეს გინდა კი გვერდზე ადამიანი რომელიც ნებისმიერ დროს გაგყიდის?რომ ვერ და არ ენდობი.თავი გააღწიე სანამ რამე უბედურებას გადაგყრის.ასეთებისთვის უზნეობას ზღვარი არა აქვს,შეიძლება სიკვდილიც კი განატრებინოს ისეთ დღეში ჩაგაგდოს.ერთი სინდისგარეცხილი მეც მყავდა გვერდზე,მადლობა ღმერთს რომ მშვიდობიანად დავაღწიე თავი.
00:21 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ისე სხვასთან წასვლას მართლა ფული მისცე ჯობია . მერე უფრო გეტკინება გული. დამიჯერე......
23:45 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
კატოს ვეთანხმები. საერთოდ ყოველთვის ასეა, ეს არ არის ახალი მოვლენა, მათხოვარი რომ ფულს ან თანამდებობას იშოვის, უბედურება მაშინ იწყება!!!! ტყუილად არ არსებობს გამოთქმა "გააზნაურებული მდაბიო"!!!! "უნახავმა რა ნახაო"!!!!
22:00 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
მამალას ვეტანხები, ქეტისაც :)
21:22 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
მაინც არ არის ადამიანის ბუნება, ჰა, ნუტუ ფული ყველას ასე აგიჯებს? მე კი ფული რომ მქონდეს ჩემზე გაჭირვებულებს დავურიგებდი, მაგრამ ასეტებს ფული იშვიატად აქვს, ასეტ ახვრებს უმარტლებტ როგორიც ესაა, ტუმც არც ამას დაადგება კაი დღე და ღირსიც იქნება იასნია საყვარელი ყავს და ტავის ცოლი რაღატ უნდა, ფუი, გატახსირებული!
21:18 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ბევრჯერ მინატრია ნეტავ ისე გვიჭირდესთქო
20:45 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნუ იტყვით რომ მოგონილია,ჩემი ქმარიც დაახლოებით ეგრე მომექცა,როცა გვიჭირდა კარგად ვიყავით,იშოვა ფული და ცავიდა ხელიდან,მე ვურჩევ რომ გაშორდეს და მიხედოს თავის ცხოვრებას,ეგეთი ნაგავი კაცი აგარ შეიცვლება:((((((
20:44 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
გაეყარე,რა ჯანდაბად გინდა.
19:31 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS