08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
მაიზერი
ფულს გთხოვს და შენც მიეცი რა.
00:10 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
??
ზოგიერთ ფული თავში უვარდება.ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს"უნახავმა რა ნახაო ". ისე შენც შეგიძლია "გაფიცვა "გამოაცხადო :)))
08:55 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ადამი
ამოჰკა ერთი ღონიერი ჭიტლაყი მაგ ცვედანს და მონახე შენი გზა :)
18:34 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
იქნებ სიმართლე გითხრა და უფულოდ არავისთან წვება, ანუ კაცი გამოძახებითაა....რა იცი
14:44 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
Tamar
ვაიმე პირიქით შენ მოითხოვე ფული მომსახურებისთვის ან არა და აგრძნობინე რომ შეუცვლელი არავინაა ქალი ხარ და უნდა იცოდე ეგეთები
02:54 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ცი
არ ვიცი ამ კომენტარს თუ წაიკითხავ და საერთოდ, თუ რეალურად წერ, მაგრამმინდა რჩევა მოგცე, ეს ადამიანი იმდენად ღარიბი იყო, რა გასაკვირია, ცოტა ,,შეიშალა,, მაგრამ ეს დროებითია და გაუვლის. მაგრამ გულხელდაკრეფილი არ გირჩევ ჯდომას, ფულიან კაცს ბევრი ქალი წამოეკიდება და მიხედე თავს მაქსიმალურად, თუ ფულს არ გაზლევს, მიმართე მულს და გიშოვის რამე სარფიან ადგილს, არა მგონია, ისიც შეშლილი იყოს! კიდევ რაგაც საიდუმლოდ- შეუკვეთე ვულდინგი ინტერნეტში, რა იცი იქნებ მართლა სასწაულს ახდენს
12:52 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ასეთი სტატიებით რა გინდათ გვითხრათ რომ უფულოები უფრო ბედნიერები ვართ და დავანებოთ ფულზე ნერვიულობას თავი ვაი თქვენს პატრონს უბედურს ფული გაქვთ და ვერ იყენებთ
12:02 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯორაააა
უუუუუუუუუუ
12:01 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
:)))))))))))))))))))))))))))
მუ ჰე ჰე ჰე ჰე. ამ სისულელეზე მეტი რა უნდა დავწერო არ ვიცი
11:03 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანანო
საიდან იგონებენ ნეტა ამ ზღაპრებს?.....ისე თუ მართლა ფულს სთხოვს,იქნებ გაარკვიოს ჩვენმა გმირმა,ქმარი ფულის ნახევარს როგორ შოულობდა? შეიზლება "კაცი გამოძახებით"იყო და ქალები რომ ფულს აძლევდნენ,უბრალოდ მიეჩვია ქალის მხრიდან ფულს,თორემ ნორმალური კაცი არ იკადრებს მაგას.
11:02 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS