08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ანა
მასეთი ადამიანი უნდა მოკლა.ადამიანი მასეთ ქალს რომ ვერ დააფასებ..უსირცხვილო...გაყრა მოსთხოვე,,,და შენსას მიაწექი კარიერა გაიკეთე გალამაზდი,სულ ძმრად ადინე ყველაფერი,
21:38 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ისევ მასთან თუ აგრძელებ ცხოვრებას, მეტის ღირსი ხარ!
18:56 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რომანი
ულამაზესი ხარ გენაცვალე ტავს ნუ დაატანჯინებ მაგ იდიოტს!!!
14:58 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
გაშორდი გარეგნობას მიხედე დაიკიდე ფეხებზე ეგეთი კაცი. თუ შესაძლებლობა გექნება ტარაკანივით უნდა გასრისო
15:33 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
noname
ვინმეს ჯერა ამის ? :D :D :D :D და საღოლ ამის დამწერის წარმოსახვის უნარს : ))) ქართულ საზოგადოებისთვის ესეთ საინტერესო თემებს რომ თხზავს : )) მთავრობა და პრეზინდენტ/პრემიერი კი არა ქართველი ხალხია ცოტა გასანათლებელი და გონზე მოსაყვანი :D
14:28 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო007
?
11:13 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
თუ ვერ მოვა გონზე წადი მისგან და ნუ დაემონები ცხოვრებაში და უარეს დღეში ნუ ჩაიგდებ თავს.... მძულს უნახავი ადამიანები,ქალიც და კაციც...
11:24 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
თუ საყვარელი ყავს იგულაოს,და არც ძალიან განიცადო,მითუმეტეს თუ შვილი გყავს,ცოლ-შვილიანი ბიჭი ვარ და დამიჯერე თქვენზე საყვარელ ადამიანს მაინც ვერ იპოვის,თუ დავში აუვარდა ფული მალე ხელებს დაიშენს როცა გონზე მოვა,და გვიანი იქნება თუ არა ეს შენი გადასაწყვეტი იქნება.ეცადე დროზე მოიყვანო ჭკუაზე და გაახსენო როგორი პერიოდი გაიარე მასთან ერთად და როგორ მიიყვანე წარმატებამდე...
11:20 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
შენ ქმარს საყვარელი ეყოლება სავარაუდოდ ა შენც რამე საქმე წამოიწყე ბიზნესი და საკუთარ გარეგნობაზე იზრუნე ოპერაციის გაკეთება იქნება თუ სილიკონბის ჩადგმა თორე წაგართმევენ შენ ქმარს რო მიხვდება წარმატებული მაგარი ცოლი ყავს მასეთ სისულელეებს აღარ გააკეთებს
07:59 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
ამ კაცს საყვარელი ჰყავს. მიხედე დროზე მაგასაც და შენს თავსაც. დამიჯერე
18:20 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS