08 აგვისტო, 2013
ქმარი დამცინის და სექსის სანაცვლოდ ფულს მთხოვს
მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო ხუთი წელია დაოჯახებული ვარ. მე და ბესოს ერთმანეთი უნივერსიტეტში შეგვიყვარდა. იმდენად ღარიბი იყო, რომ სიარული ვერ შეძლო და ბოლოს საერთოდ თავი დაანება. მერე იტალიაში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უკან დაბრუნდა.

ცოლად რომ გავყევი, ერთი წელიწადი ჩემი ხელფასით ვცხოვრობდით. ხშირად მშივრებიც ვყოფილვართ, მაგრამ ამით არავინ შეგვიწუხებია. პირველი შვილი ცხრა თვის მყავდა, როცა ბესომ სამსახური იშოვა. შეიძლება
ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა.

ჩემი მული მილიონერზე გათხოვდა და სიძემ ცოლისძმას ერთ-ერთი ქარხანა ჩააბარა. ძალიან მალე აუღო ალღო ყველაფერს. სამ თვეში საკუთარი მანქანა შეიძინა და მალე მძღოლიც აიყვანა. მე ბაღში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი კარიერა ასე წარმატებით ვერ განვითარდა.

უბედნიერესი ვიყავი ბესოს წარმატებით. თავიდან უამრავ ფულს მაძლევდა, მაგრამ ერთ დღეს გამომიცხადა, ასე თუ ვანიავე ფული, არაფერი შემრჩებაო. მალე ურთიერთობაშიც გაცივდა და ერთ ღამეს, ლოგინში რომ დავწექით, მოვეფერე და ხელი გამაშვებინა, მე უფულოდ არავის არ ვემსახურებიო.

ვიცი, რომ მწარედ დამცინა, რამდენი უნდა გადავუხადო, რომ ჩემთან დაწოლა მოუნდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე მტკივნეული იმ წარსულის გახსენებაა, როცა ნახევრად მშივრები ბედნიერად ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
გაიღიმე
დაიკიდე. ნუ იჩქარებ. მოვა დრო შეგეხვეწება მიდი დამემხარე არაფერი გამომდისოო აი მეერ შენ უთხარი უფულოდ ვერ გიშველი თქოოოოოოოოოოო
11:32 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ფუი მაგის კაცობას
11:08 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ასა
მიმიფურტხებია მასეტი კაცისტვის ფულის მეტი არ აინტერესებს და მალე დაკარგავს მაგ ფულს ხამია
21:55 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
:D
მაგარ ვიდზე დადექი, გამომწვევად ჩაიცვი, აჩვენე რომ სხვებისთვის სასურველი ქალი ხარ და თუ არ მოიქცევა ჩკვიანად დაგკარგავს
15:37 / 21-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
მომწერე მისამართი და მე მოგართმევ უსასყიდლოდ
15:35 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რომანი,ხოო ეს ფოტო მაგ გოგოსია და ის ქმარია,ფულს ითვლის :D :D :D რა გეშველებათ რა.
12:08 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
შენი ქმარი კაცი გამოძახებით იქნება და ეტყობა, სახლშიც სამსახურში გონია თავი :))
12:07 / 19-08-2013
გამოხმაურება / 0 /
****
შენს ქმარს ალბათ დაავიწყდა ვისგან იშოვა ფული, ხო და იქნებ შეახსენო. შეახსენე რომ აქეთ გიხადოს პროცენტი რადგან შენს გარეშე დაიკარგებოდა და მომავალშიც ასე იქნება.
21:55 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თავს მოუარე
მაგარი ბანძი და თავმოუვლელი ქალი იქნები ტო....ჩასუქებული და საჭმლის სუნით აქოთებული...რა თქმა უნდა იქით უნდა გადაუხადო ფული იმ კაცს,ვინც შენთან დაწოლას მოინდომებს...
14:48 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
12354
ულამაზესი ხარ მაგარი კომენტარიი იყო ეს ფოტო ამ უბედური გოგოსია ხოო : ))
13:11 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS