13 ოქტომბერი, 2015
ქმრის მიერ ნაცემი ქალის წერილი დაჩაგრულ ცოლებს: "ერთხელ ცემა არ არსებობს"
ბოლო დროს ოჯახში ქალზე ძალადობის მომძლავრებული ტენდენცია არაერთი შემზარავი ფაქტით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი საიტის მკითხველებისგანაც ბევრია ისეთი, ვინც სახლში ნამდვილ ჯოჯოხეთს უძლებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი დროული მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქალისთვის:

"ჩემი მომავალი ქმარი 16 წლის ასაკში გავიცანი. ყველაფერი ბანალურად დაიწყო და დაგვირგვინდა - მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. იმ საღამოს სახლამდე მიმაცილა და მეორე დღიდან ზარებიც დაიწყო... საოცნებო შეყვარებული იყო, არაფერს მაკლებდა - კართან ჩემი საყვარელი ყვითელი თაიგულები მხვდებოდა, ლამაზ ნივთებს და ფუმფულა
სათამაშოებს მჩუქნიდა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო, მის გვერდით თავი პრინცესა მეგონა.
სამაგიეროდ, ლექსო დედას არ მოსწონდა. დაიჩემა, თქვენ ერთმანეთს ვერ გაუგებთ, მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარსო. არც მამაჩემი უყურებდა კარგ თვალზე. ერთი სიტყვით, მშობლები ვერ დავითანხმე, შესაბამისად, მხოლოდ მე ვიყავი ბედნიერი, როცა ლექსომ ერთად ცხოვრება შემომთავაზა.

რამდენიმე წელი სამოქალაქო ქორწინებაში ვიცხოვრეთ. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს წლები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მართლა მჯეროდა, რომ სიბერემდე ერთად ვიქნებოდით და ერთ დღეს დავიხოცებოდით.

ყველაფერი ჩემი დაფეხმძიმების შემდეგ შეიცვალა. გადავწყვიტეთ ურთიერთობა დაგვეკანონებინა და ვიწრო წრეში ქორწილიც გადავიხადეთ. ამის შემდეგ ლექსო სულ შეიცვალა. ჩემი გაკონტროლება დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავიდან მომწონდა კიდეც ეს სიმკაცრე, ვფიქრობდი, რაკი ეჭვიანობს, ესე იგი ძალიან ვუყვარმეთქი. დაქალებთანაც კი ვტრაბახობდი ამით.

ქორწინებამდე თანაცხოვრებისას სტუმრებიც ხშირად გვყავდნენ - ხან ჩემი მეგობრები შემოგვივლიდნენ, ხან - მისი. სამაგიეროდ, როცა დავორსულდი, ლექსომ თანდათან ჩამომაშორა ყველა. ეს გვიან გავაცნობიერე, იმ პერიოდში გაბრუებული ვიყავი ბედნიერებით. მისი ყველა სურვილს უყოყმანოდ ვასრულებდი, ვფიქრობდი, რომ ჩემთან მარტო ყოფნა ერჩივნა.
სამწუხაროდ, პირიქით აღმოჩნდა: ლექსო უფრო და უფრო ხშირად გადიოდა სახლიდან და მარტოს მტოვებდა. ან შუაღამისას ბრუნდებოდა ან გამთენიისას. რა თქმა უნდა, ამას ვაპროტესტებდი და საყვედურებს არ ვაკლებდი. ერთხელაც ეს საყვედურები იმით დასრულდა, რომ ლექსომ ექვსი თვის ორსულს მცემა. კი არ გამარტყა, გამეტებით მცემა. სახეზე და თავში მირტყამდა, ცხვირიდან წამსკდარი სისხლის გემოც ვიგრძენი, მახსოვს მხოლოდ თავის ტკივილი და ფიქრი: ოღონდ მუცელში არ ჩამარტყას-თქო. შემდეგ გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი, თავზე მედგა დაფეთებული სახით. შიშმა ეტყობა გამოაფხიზლა კიდეც. ბოდიშის მოხდა დაიწყო, პატიებას მთხოვდა, არ ვიცი, რა დამემართაო... უცებ "გადამეკეტაო... ასეო ისეო... და მეც, რა თქმა უნდა, ვაპატიე.

პირველად ყველა ქალი პატიობს - რომელსაც გინდათ ჰკითხეთ. თანაც მეგონა, შვილი რომ გვეყოლება, მისი თანდასწრებით ვეღარ გაბედავს ხელის დაკარებასმეთქი. თურმე როგორ ვცდებოდი. ბიჭი გამიჩნდა და ძველი იდილია თითქოს დაბრუნდა ოჯახში. დროებით სმასაც დაანება თავი, საჩუქრების
მსგავსი სიახლეები
"15 წლის ბავშვს სასტიკად მომექცა... ჯერ მცემა, მერე გამაუპატიურა" - ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობით იმუქრება
"15 წლის ბავშვს სასტიკად მომექცა... ჯერ მცემა, მერე გამაუპატიურა" - ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობით იმუქრებამოძღვნაც დაიწყო, სამსახურიდან დროულად ბრუნდებოდა, მაგრამ 4 თვის იყო ჩვენი ბიჭუნა, რომ ყველაფერი განმეორდა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
sopo
Am statiis shinaarsi satauridanats Chans.absoluturad vetanxmebi-ertxel tsema Ar arsebobs!xels tu shegachvevs mere nu tsutsuneb!etsit pativi sakutar tavs da shvilebsats droze gaetsalet tirans da matxovrad kopna airchiet vidre mastan tsxovreba!
22:09 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS