06 აგვისტო, 2013
დედამთილის დისშვილი ცოლობას მთხოვს
ქმარს რომ ვუთხრა, შეიძლება მოკლას ან რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემს დედამთილს კი რა დააჯერებს, რომ მე არ გამოვიწვიე ლუკა 16 წლის იყო, საცხოვრებლად თბილისში რომ ჩამოიყვანეს. ჩემი დედამთილის დისშვილია, იმერეთის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს და რომელიღაც ნათესავმა სამსახური აქ უშოვა. თავიდან ვითომ დროებით მოვიდა, 250 ლარი ჰქონდა ხელფასი და რომ გაუზრდიან, საცხოვრებლად ცალკე გადავაო.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ისევ ჩვენთან ცხოვრობს. სამოთახიან ბინაში მე, ჩემი მეუღლე, ორი ბავშვი და დედამთილ-მამამთილი ვცხოვრობდით. შემდეგ ლუკა შემოგვიერთდა.
დედამთილს ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, მგონი, ლუკა ჩვენთან დასახლდა-მეთქი.

ამაზე ძალიან გაბრაზდა. რა გინდა, ჩემი დისშვილი თვალებში გეჩხირებაო. ეს ბიჭი მართლა არაფერს მიშლიდა, დილას რომ გავიდოდა, საღამოს ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. სულ ცდილობს, მარტო დამიჭიროს სახლში და ათას კომპლიმენტს მეუბნება.

იმ დღეს მესიჯი მომწერა, დაანებე ამ შენს ქმარ-შვილს თავი და ცოლად გამომყევი, სადმე გავიქცეთ, რომ ვერავინ გვიპოვოსო. თან დაამატა, ვერ ხვდები, რომ ამ სახლიდან შენ გამო არ მივდივარო. ბოლო სიტყვები რომ არ მოეწერა, ალბათ მეგონებოდა, რომ მესიჯი შეეშალა.

არაფერი მიმიწერია, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ქმარს რომ ვუთხრა, შეიძლება მოკლას ან რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემს დედამთილს კი რა დააჯერებს, რომ მე არ გამოვიწვიე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნატია
რა გემართებათ ქართველებო!, სახლში აღარ უნდა შემოგიშვათ ადამიანმა? სასქესო ორგანოების მეტი აღარაფეი გვაწუხებს. სხვა საქმე აღარაფერი გაქვთ?მაგ ლაწირაკს მაგრად გაულაწუნე სახეში, თავხე3დი, ჯაგებიდან ჩამოსული ვიგინდარა, როგორ გაბედა მაგ სისხლგაწყალებულმამაგ ასაკის ბიჭს კაცური საქმე უნდა იტაცებდეს და არა ბინძური სიყვარული.გათახსირდა ქვეყანა, ქალებმა კაბები წამოიხადეს და სასირცხვო ბაგემდე ყველაფერი უჩანთ, კაცები ნიფხვებით დადიან ქუჩაში. სანამდე მივედით ხალხნო?!რას კადრულობენ ეს ნაბიჭვრები?
14:35 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
!
ან-ის რჩევა აითვალისწინე.ცალკე დაელაპარაკე.ეტყობა უზრდელი,თავხედი და ვიგინდარაა.
14:24 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კახი
სერიალების ბრალია ყველაპერი ხალხი გაგიჯდა და გამოასულელა რა ქალი დაილია ამ ქვეყანაზე? დაუჯერე პირველ კომენტარს
14:17 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაირა
გადავედით ევროპულ სტანდარტებზე?
13:39 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS