26 სექტემბერი, 2015
„რძლის ახირების გამო ჩემი ბიჭი იმპოტენტი გახდა“ - უნდა ესწრებოდეს თუ არა ქმარი მშობიარობას
„ყველაფერი უცნაურობა რომ უნდა მოიგონონ ამ ახალგაზრდებმა, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად! ჩვენ დროს ცოლის მშობიარობას ქმარი რომ არ ესწრებოდა, იმიტომ ვერ იბადებოდნენ ბავშვები? ეგ კი არა, მახსოვს, რომ გავთხოვდი და დავორსულდი, მამაჩემთან მისვლის მერიდებოდა. რაღაცნაირად მრცხვენოდა იმხელა მუცლით ხალხში გამოჩენა და სულ ფართო კაბებს ვიცვამდი. ახლა კაბები კი არა, ჩაუცვამთ ტანზე მოტმასნილი „მაიკები“, ვიწრო შარვლები და დადიან ასე! ამ ჩვენმა ტელეწამყვანებმაც ხომ ლამის ტელეეკრანებზე იმშობიარონ! მითხარით, ეს ლამაზია? თქვენ მოგწონთ?!“ - აღშფოთებული ტონი ჰქონდა
ქალბატონ ნათელას
და თან ყოველ წამს მეკითხებოდა, „ხომ მეთანხმები, მართალი არ ვარო?!“

უნდა ესწრებდეს თუ არა მამაკაცი ბავშვის დაბადებას? რა ხდება ასეთ დროს? ალბათ ქალი იმ მომენტში მეუღლის მორალურ მხარდაჭერას გრძნობს, ტკივილების დაძლევა უადვილდება, თუმცა „მედალს“ მეორე მხარეც აქვს, ყველა მამაკაცის ფსიქიკა ვერ უძლებს ამგვარ „სანახაობას“. ფიზიოლოგიური იმპოტენცია - ეს ის საფრთხეა, რომელიც მამაკაცებს მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ემუქრებათ. არ შეიძლება ნახო ეს ყველაფერი და დარჩე ისეთი, როგორიც მანამდე იყავი...

ქალბატონი ნათელა:

- ჩემი რძლის ახირებული მოთხოვნა იყო, ქმარი მშობიარობას უნდა დავასწრო, გვერდით უნდა მყავდეს და ნახოს, რას ვუძლებთ ქალებიო. თავდაპირველად ჩემი ბიჭი ორჭოფობდა, მაგრამ მერე მისი ყველა ძმაკაცი რომ დაესწრო ცოლის მშობიარობას, ესეც ხომ არ ჩამორჩებოდა?! ჩემს რძალს ვეუბნებოდი, არ გინდა, დედაშენი შეიყვანე ბლოკში, ან მე შემოგყვები-მეთქი, მაგრამ დამიჯერა?! სულ სამჯერ ვესაუბრე ამ საკითხზე. ერთხელ ერთ-ერთ რუსულ არხზე ვუყურე გადაცემას, სადაც ერთი კაცი ჰყვებოდა, რა ტრავმა მიიღო ამ ყველაფრის შემდეგ. სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს ჩემი ცოლი, მაგრამ როცა მასთან ახლოს მივდივარ, თვალწინ მიდგას ის სცენა, როცა ტკივილისგან გაწამებული სახით შველას მთხოვდა. ჯერ მეხვეწებოდა მიშველე, მერე ტკივილები რომ გაუძლიერდა, ჩხუბი დამიწყო და საოცარ სიტყვებს მეძახდა. არ მეგონა, თუ ის ქალი, ვინც სამშობიარო სკამზე იწვა და ვის გვერდითაც უკვე სამი წელი ვცხოვრობდი, ერთი და იგივე ადამიანი იყოო. ბოლოს ექიმებს მისთვის უთქვამთ, ოთახი დატოვეთო. კაცი კი გასულა, მაგრამ მეუღლის თხოვნით უკან დაბრუნებულა და ჭიპლარიც მას გადააჭრევინეს. კაცი ცუდად გამხდარა და წაქცეულა. ჰოდა, იმ დღის მერე ცოლს ვეღარ ეკარება! მითხარით, ეს ნორმალურია?! ეს კარგია?!

- ნამდვილად არ არის კარგი, რძალს ეს ამბავი უამბეთ?
- რა თქმა უნდა, ესეც ვუთხარი და ათასგვარად გავაბუქე კიდეც ყველაფერი, მაგრამ ამოიჩემა, მე დათოსი არ მრცხვენია, რა არის დასამალი, საკუთარი თვალით რომ ნახავს ყველაფერს, მერე მეც უფრო დამაფასებს და ბავშვიც უფრო ეყვარებაო. ვეუბნებოდი, შვილო, კარგად ვიცნობ ჩემი ბიჭის ხასიათს, ერთხელ ბავშვობაში სოფელში ქათმის დაკვლას უყურა და კრუნჩხვებში ჩავარდა. ერთი კვირა მაღალი სიცხეები ვერ დავუგდეთ, ბაბუამისი სამუდამოდ შეიძულა იმის მერე, მკვლელს ეძახდა-მეთქი. სისხლის სუნზე გული ერევა, წარმოიდგინე, რა დღეში აგდებ-მეთქი. არაფერმა გაჭრა.

ჩემს რძალს ტკივილები რომ დაეწყო, ღამე იყო და გვეძინა. ისტერიკით გაგვაღვიძა მთელი ოჯახი. ზამთრის პერიოდში მოუხდა მოლოგინება, გზები მოყინული იყო და სამშობიაროში მეზობლის მანქანით წავედით. მერე ის კაცი მეუბნებოდა, ყოჩაღ თქვენ გაძლებას, ეს ვინ გყოლიათ სახლშიო... ნატა ქმრის ხელზე ჩაფრენილი მივიყვანეთ სამშობიაროში. ჩემი ბიჭი მთელი ღამის განმავლობაში ოთახში გვერდით ჰყავდა, მცირე ხნითაც არ გამოუშვა. წამით თვალი მოუხუჭავს საწყალს და ჩემი რძალი გადარეულა, მე აქ ტკივილისგან ვიტანჯები და შენ ამ დროს იძინებო?! ნატა გამთენიისას აიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ისე კიოდა, ხმა გარეთ გვესმოდა, წარმოდგენაც კი მიჭირდა ამ ყველაფრის შემსწრე, რა დღეში იქნებოდა ჩემი შვილი. მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გაუჩნდათ ულამაზესი ბიჭი. ექიმს ჩემი შვილისთვის რომ უკითხავს, ჭიპლარს ხომ არ გადაჭრიო, დათოს თავბრუ დახვევია და წაქცეულა. ახლა ის გაუხდათ ექიმებს მისახედი...

როგორღაც ჩაიარა ყველაფერმა და გამოწერეს სახლში ჩემი რძალი და შვილიშვილი. იმ დღის მერე დათო ისე შეიცვალა, ვერ ვცნობთ. სახლში მოსვლა აღარ უნდა, ბავშვს კი ეფერება, მაგრამ უცხო უფრო თბილად ექცევა, ვიდრე ის. ცოლის მიმართაც ისეთი ცივი გახდა, ვერ აგიწერთ. აქამდე არაფერს ამბობდნენ, მაგრამ იმ დღეს ჩემმა რძალმა ტირილით შემომჩივლა, რატომ არ დაგიჯერეთ, მას შემდეგ, რაც დათომ ჩემი მშობიარობა ნახა, სულ აღარ მეკარება, გვერდით მიწევს და საერთოდ არ მეფერებაო. თურმე საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე მე მეგონა. ჰოდა, ბოლო ორი კვირაა დარბიან ექიმებში და იკვლევენ, რამ გამოიწვია ჩემი შვილის იმპოტენცია. ამ ტუტრუცანა გოგოს ახირების გამო ბიჭი დამიავადდა!..

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
თამო
ჩემი მეუღლე დაესწრო ჩემს მშობიარობას ისე რომ არც დამიძალებია და არც მითხოვია.თვითონ გადაწყვიტა ესე და არც დედამთილს დაუწუწუნია რომ ღამე გავაღვიძე როგორც ეს აშარი ქალი ამბობს აქ.ეტყობა მაინც ადამიანის ფსიქიკაზეა ეს დამოკიდებული.მშვენიერი ქმარია მის მერეც რაც ნახა და რავიცი :)) ეგ კიარადა მშობიარობის შემდეგ ყოველწამს მეკითხებოდა ინტიმი როდიდან შეიძლებაო :)) ერთი სული ჰქონდა .ამ ბიჭს კი ეტყობა არ ქონდა მართლა ფსიქიკა ძლიერი.ყველა ერთნაირი ხომ არ არის და ცუდად იმოქმედა ნანახმა.
22:01 / 17-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მეამბოხე---------------------------ს
(თუ გეღირსა და ბიჭი გეყოლა) აი მაშინ შენი რძალი რომ ძალით შეიყვანს შენს ბიჭს სამშობიაროში მერე დააკომენტარე რა კიდეეეეეეეე
17:23 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ქალი
ქალი ლამაზია როცა ორსულია! ეს უდაოააა. მაგრამ როცა სამშობიარო ტკივილები იწყება სჯობია არ შეხედოთ. ვისაც არ სჯრავს სცადე და სელფები გადაირე ......... მერე შეადარე
17:19 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მეეეეეეე დედამთილიც ვარ და რძალიც, მულიც და სიდედრიც
რა საჭიროა ქმარი დაესწროს მშოიარობას ნუთუ ისეთი ლამაზები ხართ იმ აუტანელი ტკივილების ან მშობიარობის დროს რომთქვენ ყურებას არაფერი სჯობს!!!!??. თავმოყვარეობა არ გაქვთ ქალებოოო??? . თუ გინდათ რომ ქმარს თავი შეაცოდოთ მაგითი ეგ ზედმეტია, კაცი ან არის პატივმცემელი ცოლის ან არა, არა აქვს მნიშნელობა შენს ტკივილს ნახავს თუ არა. როცა თმას იღებავთ მაშინაც კი არ უნდა დაენახოთ ქმარს, ცელოფან წაკურული სარებავიანი ტავით, დაე ყოველთვის მოწერიგებულს და ფორმაში მყოფს გხედავდეთ და არა იმ პროცესშიიიი როცა ლამაზდები.
17:17 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ჰოჰო რა ხარ ნატელა?...მუცელი გამე ატკივდაო...და აგვაწიოკაოო,.. ბო როტი ხარ და დებილი.....
05:45 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
mado
me mesmis tqveni qalbatono natela,kacs tu ar sheudzlia dastsreba isterikebi unda moatsyos qalma?an ra sanaxavia rogor achen shvils,magas qmars ro daanaxeb ar icit ro damdeni gverdze miutsveba cols imdeni gaaxsendeba da arasasiamovnoa?vis chaaprinda xelze eg araa salaparako,diax atexva ician qalebma rom qmari unda iyos iq tore dedas romeli qmari jobia mag dros,tu ara da gmirobac isaa rom achens qali bavshvs da amit is dapasebulia isedac uplidan.
01:10 / 13-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მეამბოხე
ქ-ნო ნათელა სწორედ თქვენნაირი დედები ზრდიან ქალაჩუნა ბიჭებს, მასე ბამბებში რომ გაზარდე იმიტომაა იმპოტენტი ეხლა.აბა კაცურად გაზრდილიყო...რძალი ქმარს ჩააფრინდებოდა აბა მეზობელ მძღოლს ხო არა? და მაგ სიტუაციაში გამხნევების მაგივრად ინმას ყარაულობდი სად ჩააფრინდებოდა "თქვენ საწყალ დაჩაგრულ ბიჭუნას?"
23:00 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მეამბოხე
"რძალი"-ქმარი შემოგცქერის მეზობლის კაცი კი არა?რა არის სამარცხვინო? მეუღლე რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერძე არ ვიცი რა იქნებოდა...ერთი პერიოდი ისიც მეგონა ჭკუიდან ვიშლებითქო..მეუღლე 50%-ით გიადვილებს პროცესს...
22:56 / 03-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
თუ ქმარს არ აქვს სურვილი დაესწროს მშობიარობას,რადგან იცის,რომ ემოციურად ვწერ გაუზლებს,არ უნდა დაატანოს ცოლმა ძალა,მარა ამ ქალს ეტყობა აშკარად,რომ რზალი დიდად არ ეხატება გულზე.მარტო საკუთარი სვილი ეცოდება,ტორემ აბა ეს რა ხაზ გასასმელია,წიოდა,კიოდა,ქმრის მაჯას იყო ჩაფრენილი....პირველ მშობიარობაზე გამოუცდელი ადამიანი პანიკაში ვარდება,ცხოვრებაში არ განუცდელ ტკივილებს განიცდის და რაგაც საშინელების მოლოდინშია,იმ დროს მარტო ქმრის გვერდით დგომა თუ გაამხნევებს.ეს ქალი ტვიტონ არ ყოფილა მის ადგილას?მართლა დედამთილი.(სხვა საქმეა დასწრება არ დასწრება ქმრის სამსობიარო ბლოკში).
07:35 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ოხ მოკლედ ეს დედამთილები რააა.გასაგებია კიი,ყველაფერი,მარა როგორ აბუქებს...ცემი სვილი და ცემი დათო და....საწყალმა თVალი დახუცა ცოტა ხნიტ და....ისე წიოდა რძალი ხმა გარეთ ისმოდაო.ვი ნარ კივის მაგ დროს კი მარა? თავად არ კიოდა ნეტავ?სულ არ მინდოდა ყვირილი,მარა ისე მაკივლებდა ტკივილი,რომ მეხუთე სარტულიდან გარეთ ეზოში ესმოდათ ჩემი ხმა ჩემებსმანქანასიც იკივლებდა,აბა რა იქნებოდა ტკივილებისგან?ეს ქალი სხვა პლანეტიდან არის ნეტავ?მეზობელმა მიტხრა,ეს ვინ გყოლიათ სახლსიო?ტუ პირიქით არის?ან რა არის გასაკვირი,ტუ გოგო ქმრის მაჯას იყო ცაფრენილი იმ დროს,აბა ვის უნდა ჩაფრენოდა? მე ქმრის გარეშე ვიმსობიარე და თვალებში ვუყურებდი ექიმებს,ნეტავ ვინმემ ხელი მომკიდოს,ცამეხუტოს მეთქი.ქაჯი
07:23 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS