ამ ასაკის მომავალ დედებს ექიმები კატეგორიულად არ ურჩევენ აბორტის გაკეთებას. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ პირველი და არასასურველი ბავშვი უკანასკნელიც აღმოჩნდეს.
ბევრი გოგონა მაინც ინარჩუნებს ბავშვს, თუმცა იცის, რომ ხელშიც არასოდეს აიყვანს.
ახალგაზრდა მარტოხელა დედა თავისი
თუმცა ცხრათვიან რთულ გზას ყველა როდი უძლებს... და აბორტის კაბინეტებთან რიგებში დგებიან. უმეტესად განრისხებული მშობლების წინაშე შიშის გამო. ზოგიერთი ამით შეყვარებულის შენარჩუნებას ცდილობს, რომელსაც ბავშვის ხსენების შემდეგ თავი ისე უჭირავს, თითქოს სხვის შვილზეა საუბარი. ზოგიერთს კი წამოზრდილ მუცელზე საზოგადოების გამკიცხავი მზერის გაძლება არ შეუძლია.
განა შეიძლება გაკიცხო გოგო, რომელიც ვერც კი აცნობიერებს, რომ მუცლის ქვემოთ წვის შეგრძნება დაუბადებელი არსების უკანასკნელი "ყვირილია".
ხშირად მოზარდს არავინ ჰყავს, რომ გული გადაუშალოს, თავის პრობლემებზე ესაუბროს, სქესობრივ მომწიფესთან დაკავშირებული დეტალები განუმარტოს. უფროსებს თითქოს ეშინიათ მათი დასმული "უხერხული" შეკითხვების და ჰგონიათ, რომ წამოზრდილი ქალიშვილები და ვაჟები "როცა დრო მოვა, ყველაფერს თავისით გაიგებენ".
მშობელთა ასეთი მიდგომის გამო ბევრი მოზარდი ზარალდება. აკრძალული თემების დაწესებით კი გოგონებისთვის ცხადი ხდება, რომ ბავშვით ხელში ჯობია სახლში ფეხი არ მიადგან. ხშირად მართლებიც არიან...
"არ ვიცი როგორ, მაგრამ დედა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, - ამბობს ანუკა, - დიდხანს იყო ჩუმად, მერე მაგიდაზე თეფშს დასწვდა და ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ნამსხვრევებმა ფეხები დამიკაწრა. მიყვიროდა, სახლში აღარ დაგინახოო, ამბობდა, რომ შევარცხვინე, როგორ გავბედე და მეცხრეკლასელი მამაკაცს გავეკარე. თუ ახლავე არ მოიშორებ, ჩემმა თვალებმა აღარასოდეს დაგინახოსო".
...მაგრამ ანუკა ექიმთან არ წასულა. იცოდა, რომ ის ექიმი ნახევარ საათში მოუგვარებდა ამ "პატარა პრობლემას"... თავისი ნივთები სკოლის ჩანთაში ჩაალაგა და სახლიდან გავიდა. დიდხანს იდგა სადარბაზოში. ცდილობდა შეეგრძნო იმ სიცოცხლის ნიშანწყალი, რომელსაც უკვე რვა კვირა მუცლით დაატარებდა.
მიხვდა, რომ მის გარდა ეს სიცოცხლე არავის სჭირდებოდა - არც მის კლასელს, რომელიც უკვე მთელი თვე იყო ხმასაც აღარ სცემდა, არც დედას, რომელსაც ყველაზე კარგად მოეხსენებოდა, რას ნიშნავდა უქმროდ შვილის გაჩენა. ყველაფერ ამის მიუხედავად, ექიმს ვერ დაანებებდა ამ სიცოცხლის მოსპობას. სწორედ იმ ბნელი სადარბაზოს კიბეზე ანუკამ პირველი "დიდური" გადაწყვეტილება მიიღო - ბავშვი უნდა შეენარჩუნებინა. იხილეთ სრულად