- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა `უკეთესს~ ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ
- მეორე ქორწინება როდის შედგა?
- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე `დედას~ სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია.
- მაგრამ, თქვენ ხომ უდანაშაულო იყავით?
- ამას ვის დააჯერებ, თანაც გაირკვა, რომ ცოლი ჩემს მეუღლეს ასაკოვანი დედის დაჟინებული თხოვნით მოუყვანია, ახლა, როცა ის ცოცხალი აღარ იყო, ოჯახური უღელი რაში სჭირდებოდა. მეორე ქმარსაც გავეყარე.
შემდგომი ორი ქორწინება მოსაყოლადაც არ ღირს, რადგან ერთ შემთხვევაში, ქობულეთში მივდიოდი და მატარებელში გაცნობილ ბიჭს გავეკიდე. შედეგად ჩვენი ქორწინებაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც გაცნობის პერიოდი. მეოთხედ კი ორშვილიანი მამაკაცის მეუღლე აღმოვჩნდი. მისი ბავშვები შემეცოდნენ და შემოთავაზებაზე უარი ვერ ვუთხარი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის მზად არ ვიყავი და ისიც მივატოვე.
- ქორწინებისკენ ასეთი მძაფრი მიდრეკილება რითი უნდა აიხსნას. ოთხი იმედგაცრუებული ქორწინების შემდეგ, მეხუთედ ეს ნაბიჯი როგორ გადადგით?
- მამაჩემი უკვე სიმწრით მეხუმრებოდა, შენ ბოზობა გათხოვებაში გერევაო. მე ასე არ ვფიქრობ, ქალს რამდენჯერაც არ გაუმართლებს, იმდენჯერ უნდა გრისკოს. თანაც მარტო ყოფნა არ შემიძლია და რა ჩემი ბრალია, თუ ყველა მამაკაცი, ვინც გავიცანი, ცოლობას მთავაზობდა, ქალები ამაზე ოცნებობენ, მე კი საყვარლობა შემეთავაზებინა?
- ახლა რა ეტაპზე ხართ?
- მგონი ამჯერად მართლა გამიმართლა. სტიქაროსანს გავყევი ცოლად. ისეთი ღვთისმოსავი ადამიანია, არც ზედმეტს შეგპირდება და არც ზედმეტს მოითხოვს შენგან. მას ჩემი წარსული ნაკლებად აღელვებს. როცა მის მიერ ნაჩუქარი ქორწინების ბეჭედი წინამორბედებისას შეემატა, მივხვდი, რომ დროა, კოლექციონერობას თავი დავანებო. იმედი მაქვს ამჯერად იმედგაცრუება აღარ მელოდება...
მკითხველის ისტორია