21 სექტემბერი, 2015
ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა
ჩვენს რესპონდენტს 31 წლის ასაკში, ყოფილი ქმრების ნაჩუქარი, ხუთი ოქროს ბეჭედი აქვს შემონახული. თუმცა ორ წელიწადში ერთხელ, საპატარძლო კაბით ეკლესიაში სიარული, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალი არ არის. მკითხველი ნანუკას თავგადასავალში სხვა სახალისო ნიუანსებსაც ამოიკითხავს.

- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა `უკეთესს~ ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ
ძალიან უხასიათოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯლუგუნსაც არ დააყვედრიდა. ერთხელ როცა გაბრაზებული მეც მწვდა თმაში, მივუბრუნდი და ისეთი დავარტყი, იატაკზე დაეცა. თან ჩემს ქმარს ვუყვიროდი, გია მიშველე, დედაშენი მკლავს-თქო. გია რომ შემოვიდა და მე ფეხზე მდგომი დამინახა, დედა კი პირქვე დამხობილი, დამიჯერებდა, რომ მართალი ვიყავი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ქმართან ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, არც მეუღლეს მოუკლავს თავი - დარჩიო. პირიქით, იმას ჩიოდა, რა მინდოდა, მშვიდი ცხოვრება ქორწინებაზე როგორ გავცვალეო. როცა წამოვედი, ერთხელღა მომაკითხა, მეგონა შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი, იმ ოქროულის დაბრუნება უნდოდა, ქორწინების დღეს, რომ მაჩუქა. ყველაფერი უკან მივაყარე, მხოლოდ `რგოლი~ დავიტოვე, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

- მეორე ქორწინება როდის შედგა?
- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე `დედას~ სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია.

- მაგრამ, თქვენ ხომ უდანაშაულო იყავით?
- ამას ვის დააჯერებ, თანაც გაირკვა, რომ ცოლი ჩემს მეუღლეს ასაკოვანი დედის დაჟინებული თხოვნით მოუყვანია, ახლა, როცა ის ცოცხალი აღარ იყო, ოჯახური უღელი რაში სჭირდებოდა. მეორე ქმარსაც გავეყარე.
შემდგომი ორი ქორწინება მოსაყოლადაც არ ღირს, რადგან ერთ შემთხვევაში, ქობულეთში მივდიოდი და მატარებელში გაცნობილ ბიჭს გავეკიდე. შედეგად ჩვენი ქორწინებაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც გაცნობის პერიოდი. მეოთხედ კი ორშვილიანი მამაკაცის მეუღლე აღმოვჩნდი. მისი ბავშვები შემეცოდნენ და შემოთავაზებაზე უარი ვერ ვუთხარი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის მზად არ ვიყავი და ისიც მივატოვე.

- ქორწინებისკენ ასეთი მძაფრი მიდრეკილება რითი უნდა აიხსნას. ოთხი იმედგაცრუებული ქორწინების შემდეგ, მეხუთედ ეს ნაბიჯი როგორ გადადგით?
- მამაჩემი უკვე სიმწრით მეხუმრებოდა, შენ ბოზობა გათხოვებაში გერევაო. მე ასე არ ვფიქრობ, ქალს რამდენჯერაც არ გაუმართლებს, იმდენჯერ უნდა გრისკოს. თანაც მარტო ყოფნა არ შემიძლია და რა ჩემი ბრალია, თუ ყველა მამაკაცი, ვინც გავიცანი, ცოლობას მთავაზობდა, ქალები ამაზე ოცნებობენ, მე კი საყვარლობა შემეთავაზებინა?

- ახლა რა ეტაპზე ხართ?
- მგონი ამჯერად მართლა გამიმართლა. სტიქაროსანს გავყევი ცოლად. ისეთი ღვთისმოსავი ადამიანია, არც ზედმეტს შეგპირდება და არც ზედმეტს მოითხოვს შენგან. მას ჩემი წარსული ნაკლებად აღელვებს. როცა მის მიერ ნაჩუქარი ქორწინების ბეჭედი წინამორბედებისას შეემატა, მივხვდი, რომ დროა, კოლექციონერობას თავი დავანებო. იმედი მაქვს ამჯერად იმედგაცრუება აღარ მელოდება...

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
კოკო
ვაიმე დედა, 45 წლის ვარ და ერთხელ ვერ გავთხოვდი. ყველას საყვარლად ვუნდივარ. ზოგს რა ბედი აქ:-D :-D :-D
22:18 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფის სულით მახინჯი შენ უფრო ჩანხარ.არც მას ვამართლებ რათქმა უნდა,თუმცა სხვა სხვის ომში ბრძენიაო ნათქვამია,მაგრამ შენი სიტყვები შენივე შინაგან პიროვნებაზე მეტყველებს.
21:39 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ზოგს გათხოვების ხურუში ჭირს :))) მყავდა ეგეთი ნაცნობი,გარეგნობა საშუალო,ძალიან მშვიდი,რომ იტყვიან ყველანაირ კაცს მოუძებნიდა "გასაღებს"და ყველა ქმარს ძალიანაც უყვარდა ,რისი მოწმენიც ბევრნი ვართ :) უკვე დიდი შვილი ყავდა მესამედ რომ გათხოვდა 27 წლის ასაკში:) ყველა წინა ქმარი დაბრუნებას ეხვეწებოდა და თავს იქით იდანაშაულებდნენ ,ყველასთან "მართალი"ეს როგორ გამოდიოდა არ ვიცი ,მაგრამ ,ეგრე იყო:D მე-4 ქორწინება ბიზნესმენთან ,ბედნიერი აღმოჩნდა ,დაფრინავდა,შვილიც გაუჩნდათ საყვარელი ,,მაგრამ.... გავიგეთ ,რომ ამ ბიზნესმენმა უღალატა("შემთხვევით"-ო:D) და გოგომ არ აპატია,რამდენი ეხვეწა ქმარმა რამდენი.. მაგრამ,თურმე უცბად გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა და იქაც ისე სკარაპასტიჟნად გათხოვდა რომ ჩვენ ამის მიტოვებული ქმრის "გამოტირებაც" ვერ მოვასწარით:DDD ..იქაც კარად აეწყო,იქაური ქმრის ბიზნესში თანაპარტნიორი გახდა,,,მერე მარტო განაგებდა ამ ბიზნესს,ეს ქმარიც გაქრა სადღასაც:))) ...მოკლედ,ვიცით რომ ეხლაც გათხოვილია,მაგრამ, მერამდენედ ან სად ცხოვრობს არ ვიცით ,კვალი დაგვეკარგა,მაგრამ "იმედს არ ვკარგავ",რომ "მოწყენილი" ნამდვილად არ იქნება :DD
20:54 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
საცოდავია აბა რა არის! სიამაყით ყვება როგორ გაეკიდა ვიღაც ახალგაცნობილს და ისე პანტა-პუნტიტ თხოვდება გეგონება ნაყინს ჭამს! იყოლიოს კაცები და იბოზოს ვინ უშლის მაგრამ მერე ასეტი ამაყი ტონით ხო ვერ მოყვება როგორ ახევენ კალთებს გათხვებაზე და როგორ მიაგნო "მემგონი ბოლოს".. ბოზობა უფრო არ იქნებოდა გასაღიზიანებელი ვიდრე ამხელა ქალის ასეთი ხუნტრუცი!
17:02 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
სოფის თავი რატომ უნდა მოიკლას? ღმერთმა აბედნიეროს რატომ დასცინი?
16:25 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
რა საცოდავი ხარ თან რა სიამაყით ამზეურებ შენს საცოდაობას.. სულით მახინჯო წადი მართლა თავი მოიკალი!
14:30 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS