21 სექტემბერი, 2015
ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა
ჩვენს რესპონდენტს 31 წლის ასაკში, ყოფილი ქმრების ნაჩუქარი, ხუთი ოქროს ბეჭედი აქვს შემონახული. თუმცა ორ წელიწადში ერთხელ, საპატარძლო კაბით ეკლესიაში სიარული, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალი არ არის. მკითხველი ნანუკას თავგადასავალში სხვა სახალისო ნიუანსებსაც ამოიკითხავს.

- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა `უკეთესს~ ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ
ძალიან უხასიათოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯლუგუნსაც არ დააყვედრიდა. ერთხელ როცა გაბრაზებული მეც მწვდა თმაში, მივუბრუნდი და ისეთი დავარტყი, იატაკზე დაეცა. თან ჩემს ქმარს ვუყვიროდი, გია მიშველე, დედაშენი მკლავს-თქო. გია რომ შემოვიდა და მე ფეხზე მდგომი დამინახა, დედა კი პირქვე დამხობილი, დამიჯერებდა, რომ მართალი ვიყავი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ქმართან ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, არც მეუღლეს მოუკლავს თავი - დარჩიო. პირიქით, იმას ჩიოდა, რა მინდოდა, მშვიდი ცხოვრება ქორწინებაზე როგორ გავცვალეო. როცა წამოვედი, ერთხელღა მომაკითხა, მეგონა შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი, იმ ოქროულის დაბრუნება უნდოდა, ქორწინების დღეს, რომ მაჩუქა. ყველაფერი უკან მივაყარე, მხოლოდ `რგოლი~ დავიტოვე, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

- მეორე ქორწინება როდის შედგა?
- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე `დედას~ სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია.

- მაგრამ, თქვენ ხომ უდანაშაულო იყავით?
- ამას ვის დააჯერებ, თანაც გაირკვა, რომ ცოლი ჩემს მეუღლეს ასაკოვანი დედის დაჟინებული თხოვნით მოუყვანია, ახლა, როცა ის ცოცხალი აღარ იყო, ოჯახური უღელი რაში სჭირდებოდა. მეორე ქმარსაც გავეყარე.
შემდგომი ორი ქორწინება მოსაყოლადაც არ ღირს, რადგან ერთ შემთხვევაში, ქობულეთში მივდიოდი და მატარებელში გაცნობილ ბიჭს გავეკიდე. შედეგად ჩვენი ქორწინებაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც გაცნობის პერიოდი. მეოთხედ კი ორშვილიანი მამაკაცის მეუღლე აღმოვჩნდი. მისი ბავშვები შემეცოდნენ და შემოთავაზებაზე უარი ვერ ვუთხარი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის მზად არ ვიყავი და ისიც მივატოვე.

- ქორწინებისკენ ასეთი მძაფრი მიდრეკილება რითი უნდა აიხსნას. ოთხი იმედგაცრუებული ქორწინების შემდეგ, მეხუთედ ეს ნაბიჯი როგორ გადადგით?
- მამაჩემი უკვე სიმწრით მეხუმრებოდა, შენ ბოზობა გათხოვებაში გერევაო. მე ასე არ ვფიქრობ, ქალს რამდენჯერაც არ გაუმართლებს, იმდენჯერ უნდა გრისკოს. თანაც მარტო ყოფნა არ შემიძლია და რა ჩემი ბრალია, თუ ყველა მამაკაცი, ვინც გავიცანი, ცოლობას მთავაზობდა, ქალები ამაზე ოცნებობენ, მე კი საყვარლობა შემეთავაზებინა?

- ახლა რა ეტაპზე ხართ?
- მგონი ამჯერად მართლა გამიმართლა. სტიქაროსანს გავყევი ცოლად. ისეთი ღვთისმოსავი ადამიანია, არც ზედმეტს შეგპირდება და არც ზედმეტს მოითხოვს შენგან. მას ჩემი წარსული ნაკლებად აღელვებს. როცა მის მიერ ნაჩუქარი ქორწინების ბეჭედი წინამორბედებისას შეემატა, მივხვდი, რომ დროა, კოლექციონერობას თავი დავანებო. იმედი მაქვს ამჯერად იმედგაცრუება აღარ მელოდება...

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
სოფი ს
შურიტ ნუ სკდები ქალო, კომენტარზე გეტყობა შინაბერა რატომც ხარ
14:00 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
დიახ
ბოღმიან ისრებს ნუ ისვრიტ, რა გაგიკვირდატ, განა ბევრი ქარტველი კაცი კარგი? ხოდა ინდჯრე უნდა გატხოივდეტ სანამა ბედნეიერაბს არ იპოვიტ! რა კაცეები ეგრე არ აკეტებენ? ლკვი ლომისა 12 ს ტქვა დიდმა შოტამ წარმატებებს გისურვებ, კარგი გოგო ჩანხარ
13:57 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯილ იანგი
პირიქით მაგარი ჯიგარი გოგო ჩანს, მას ესეთი ცხოვრება აქვს და ესე მიყვება ცხოვრების დინებას, და თუ არ გინდა ან/და არ მოგწონს გაიწიე, გვერძე და ნუ ესვრი ქვას, პოზიტიური ადამიანი ჩანს და რომ იტყვიან "მარტო არ დარჩება" ასე რომ იმედია ეს ბოლო იქნება!!!
10:09 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
შინაბერა
გათხოვება ერთხელ არის ძნელი, თორემ მერე სულ გათხოვდები და გათხოვდები.
20:08 / 16-02-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფი დაბოღმილია:) შენც გათხოვდები ,ნუ ნერვიულობ :)
05:37 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
31 წლის გოგოს
შენ რა უნდა გითხრა იმ გამოშტერებულ კაცებს მივმართააავ სამჯერ და ოთხჯერ განათხოვარი რომ მოგყავს არ უნდა იფიქროოოოოოო რატოა უკვე ოტხჯერ განათქოვარი 31 წლის ქალი??? ერთხელ შეცდა კარგი მეორედაც შეცდააა, მესამედააააც. თუ გგონია რომ შენ იმ წინა 4 კაცზე რაგაცით უკეტესი ხაარ? პირიქით სიახულო პირიქით მოემზადე მალე 32 წლის ქალის ყოფილი მეხუთე ქმარის სახელით მოგიხსენიებენ
10:48 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
არიან ასეთი ტიპის ქალები. თვითონვე ამბობს მარტო ყოფნა არ შემიძლია, ურთიერთობებს უცბათ იწყებს და სადღაც იქვე ამთავრებს. ასეთ ქალებს არც სიყვარული შეუძლიათ, არც ერთგულება არც თავგანწირვა. მან საერთოდ არ იცის რა არის ოჯახი. ღმერთმა კარგად ამყოფოს მაგრამ არც ამ სტიქაროსანთან დარჩება დიდხანს , იტყვის ძალიან მოსაწყენი იყოვო.
01:32 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
სახელი დაგეწერა მე რომ მომმართავ ))) გამომივიდა შინაგანი სულიერი სამყაროს მასტერი ;) ძალიან სწორად ვთქვი რაც ვთქვი და სხვა თუ სხვის ომში ბრძენია მე და შენ ეხლა უკვე არანაირად აღარ განვსხვავდებით და აქედან გამომდინარე მოგიწევს შენს შინაგანსაც ჩააკითხო მასტერკლასის ჩასატარებლად :*
16:31 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
რა იყო ხალხო არ გაგიგიათ ორ გათხოვილს ერთი გაუთხოვარი სჯობიაო!?
09:37 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
კოკის
მეც შენ დღესი ვარ..... 46 წლის ვარ. არც გარეგნობა მაკლია, არც განათლება, არც ოჯახიშვილობა და ა.შ.. არც ცუდი ხასიათი მაქვს და თან ყველას მოვწონვარ, მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, რაღაცა ხდება.... ახლა უკვე იმდეიც არ მაქვს... რა ვცი, ალბათ მართლა ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს!!!!ალბათ რომ მოვინდომო ყველაზე საშინელ კაცზე გატხოვება, იქაც რაღაცა მოხდება...
01:16 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS